20 ცხოვრებისეული რჩევა ოპრა უინფრისგან


ოპრა უინფრი პირველი შავკანიანი მილიარდელი ქალია კაცობრიობის ისტორიაში და ნათელი მაგალითია ადამიანისა, რომელმაც იმპერია ნულიდან შექმნა. აი, რას გვირჩევს წარმატების მისაღწევად ცნობილი ტელეწამყვანი:


1.„ამოისუნთქეთ. გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს წუთი ერთადერთია, რომელიც ნამდვილად თქვენ გეკუთვნით.”

2.„ეცადეთ, მხოლოდ ის ადამიანები შემოიკრიბოთ გარშემო, რომლებიც აღმასვლაში დაგეხმარებიან.”

3.„მადლიერები იყავით იმით, რაც გაქვთ და საბოლოოდ, უფრო მეტს მიიღებთ. თუ კონცენტრირდებით იმაზე, რაც არ გაქვთ, არასდროს არაფერი იქნება თქვენთვის საკმარისი.”

4.„ენდეთ საკუთარ ინსტინქტებს. ეს ყველაზე ბრძნული რამ არის ცხოვრებაში.”

5.„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გაცემული ყოველთვის უკან გიბრუნდებათ.”

6.„ცხოვრებაში მხოლოდ იმას იღებთ, რის მოთხოვნასაც ბედავთ. ნუ შეგეშინდებათ უფრო თამამი მოთხოვნილებების.”

7.„თუ აკეთებთ საქმეს, რომლისთვისაც ფულს არ გიხდიან, გაიხსენეთ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხართ.”

8.„გააკეთე ერთი რამ, რასაც გგონია, რომ ვერ შეძლებ. დამარცხდი? თავიდან სცადე და სცადე უკეთ. არასოდეს მარცხდება ის, ვინც სიმაღლეების დაპყრობას არ ცდილობს.”

9.„არ მისცე შიშს უფლება, შენზე გაიმარჯვოს.”

10.„როდესაც კარგად მიხვდები ვინ ხარ, შეგეძლება გადაწყვიტო, რა არის შენთვის უკეთესი.”

11.„სანამ ისეთი საქმის გაკეთებას დათანხმდები, რომელიც პატარა სტრესთან მაინც იქნება დაკავშირებული, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხე, გიღირს თუ არა ამ საქმით დაკავება. მიეცი დრო შენს გულს და ის თავად იგრძნობს, რა არის შენთვის უკეთესი.”

12.„ჩვენ ჩვენივე სურვილები გვქმნის.”

13.„თუ გინდა შენი ცხოვრება უფრო ხშირად გასაჩუქრებდეს, ამისთვის დამოკიდებულება უნდა შეცვალო.”

14.„გააცნობიერე, რომ საკუთარი გზის არჩევის შესაძლებლობა უდიდესი პრივილეგიაა. გამოიყენე ეს შესაძლებლობა.”

15.„სადაც არ არის ბრძოლა, იქ არ არსებობს არავითარი ძალა.”

16.„ცხოვრების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ საიდუმლო არ არსებობს. რაც არ უნდა იყოს შენი მიზანი, მისკენ მიმავალი გზა შრომის სიყვარულზე გადის.”

17.„არაფერი არ მოხდება მანამ, სანამ თავად არ გადაწყვეტთ. მიიღეთ გადაწყვეტილება და უყურეთ საკუთარ წინსვლას!”

18.„ნამდვილი პატიება არის მაშინ, როცა ეუბნები „მადლობა გამოცდილებისთვის.”

19.„ყველა ცხოვრებისეული გამოწვევისგან შეგიძლიათ გამბედაობის მიღება.”

20.„არც ერთი კეთილშობილური საქციელი არ იქნება მცირედი, როცა ამ ყველაფერს მთელი გულით აკეთებთ.”

| გააზიარე
მოგწონთ?