რატომ არ გვსურს მადლიერება?


სამყაროში მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. მადლიერების საშუალებით ჩვენ ვესაუბრებით სამყაროს და შესაძლებლობა გვეძლევა მივიღოთ სიყვარული და დავტკბეთ ყოველდღიურობით. ვიყოთ მადლიერი იმისათვის რომ სამყაროს მოვევლინეთ, გვყავს ძვირფასი ადამიანები, ვფლობთ ჩვენს სხეულს და გვაქვს გონება, რომლის საშუალებითაც ვოცნებობთ. გონება გვაწვდის იდეებს და გვაძლევს შესაძლებლობებს მივაღწიოთ სასურველ მიზანს. მადლიერებით "ეგო გადადის გზიდან და ჩვენ გვაქვს უნარი დავტკბეთ ცხოვრებით".

მადლიერება ახალ იდეებს და აზრებს იზიდავს წარმატების და ბედნიერების მისაღწევად,მაგრამ ზოგჯერ ადამიანს გული დახურული აქვს მადლიერებისთვის და უიმედო ფიქრებით აგრძელებს ცხოვრებას.

დარწმუნებულია, მის ცხოვრებაში არაფერი ხდება ისეთი, რის გამოც მადლიერი უნდა იყოს. მაგრამ თითოეული ჩვენთაგანი იპოვის მადლიერების საგანს, თუ კარგად მიმოიხედავს გარშემო, თუ დააფასებს თითოეულ წამს, სიცოცხლეს და იმ შანსებს, რომელიც სამყაროსგან მოგვეცა.

 კიდევ ერთი მიზეზი ,რატომაც არ გვსურს ვიყოთ მადლიერი არის ის, რომ ვფიქრობთ, თუ დავკმაყოფილდებით, იმით, რაც გვაქვს, არ მოგვეცემა ის, რაც გვაკლია. ზოგიერთისთვის სტრესი და უკმაყოფილება არის მოტივაცია ისწრაფვოდეს უკეთესობისკენ, მაგრამ ასეთი არაჯანსაღი მოტივაცია მალე ქრება.

ზოგიერთი ადამიანი კი უბრალოდ მიჩვეულია წუწუნს და გარშემო მხოლოდ ნეგატივს ამჩნევს. დამეთანხმებით, ადამიანები დღეს უსიამოვნო ფაქტებზე ამახვილებენ ყურადღებას და ასეთი თემების განხილვით იწყებენ დღეს.

ნეგატივიდან ყურადღება პოზიტივისკენ მივმართოთ. ვისწავლოთ კარგზე კონცენტრირება. ბოლოსდაბოლოს გვსურს თუ არა ბედნიერი ცხოვრება გვქონდეს? პირველ რიგში უნდა აღმოაჩინო საკუთარ თავში რომ ნეგატივზე მეტად ამახვილებ ყურადღებას. ასეთი უსიამოვნო ფიქრები აეწყობა გორასავით ერთმანეთს და მძიმე ტვირთად აწვება სულს.

მადლიერებით ადამიანის გული იწმინდება, იცვლება მისი შინაგანი მდგომარეობა.ეს ყველაფერი თითქოს ასუფთავებს გულს და ჩვენ უკეთესი მოლოდინისთვის განგვაწყობს. ჩვენ უნდა შევძლოთ სწორად ფიქრი და არ გაგვიჭირდება ვიყოთ მადლიერი სამყაროს მიმართ. ნუ ვიქნებით უკმაყოფილო ოჯახის წევრებით, ნუ დავადანაშაულებთ მათ ჩვენი წარუმატებლობით. პირიქით, გვახარებდეს მათთან გატარებული ყოველი დღე. გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ მომზადებული ფინჯანი ჩაისათვის, სადილისთვის თუ ღიმილისთვის. დავტკბეთ ბუნებით, ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთით.ამ გზით ჩვენი ენერგია შეიცვლება და მოგვეცემა ძალა ვიბრძოლოთ ისეთი ცხოვრებისათვის როგორზეც ვოცნებობთ

 

| გააზიარე
მოგწონთ?