9 შეცდომა, რომელიც თანამოსაუბრეს ცუდად განაწყობს თქვენ მიმართ


ჩვენ ყველას გვსურს, რომ გვქონდეს უპირატესობა საუბრის დროს სხვა ადამიანებთან შედარებით, რადგან ხშირად ვუშვებთ შეცდომებს და ვხვდებით, რომ გვჭირდება განვითარება. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. კარგი მოლაპარაკების უნარი თანდაყოლილი ნამდვილად არცერთ ადამიანს აქვს და მისი განვითარება ყოველ ჩვენგანს შეუძლია.

სტატიაში მოცემულია ცხრა ყველაზე გავრცელებული შეცდომა საუბრის დროს, ამასთან ეფექტური გზები მათ გამოსასწორებლად.
 

1. ლაპარაკობთ, მაგრამ არ ისმენთ

საუბრის დროს უმნიშვნელოვანესია კარგად მოსმენა, რადგან როდესაც არ ისმენ, ვერ პასუხობ იმას, რაც საჭიროა. კითხვები, რომლებსაც დასვამ, უნდა გამომდინარეობდეს იქიდან, რასაც მოისმენ. უნდა იყო აქტიური მსმენელი, რომ სწორად განსაზღვრო პასუხი, გაამახვილე ყურადღება დეტალებზე, ეს დაგეხმარება საუბრის სწორად და წარმატებულად წარმართვაში.
 

2. სვამთ ბევრ შემაშფოთებელ კითხვას

ზოგჯერ ხდება ისე, რომ კითხვები, რომლებიც გვებადება ჰგავს დაკითხვას, რაც არ უნდა დიდი ენთუზიაზმით ვსვამდეთ მათ, ამიტომაც უმჯობესია, რომ გავჩუმდეთ, მოვისმინოთ ბოლომდე, საშუალება მივცეთ მოსაუბრეს გამოხატოს საკუთარი თავი, შემდეგ კი დავსვათ კითხვა, რომელიც იქნება მართებული და შესაბამისი.
 

3. ლაპარაკობთ გამუდმებით უთავბოლოდ

ნერვიულობა ხშირად ხდება იმის საბაბი, რომ ვლაპარაკობთ დაბნეულად. ეს კი ჩვენს საუბარს უინტერესოს ხდის. იმისთვის, რომ მსგავს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უნდა მოვემზადოთ წინასწარ საკითხისთვის, რაზეც გვექნება საუბარი, რომ გამოვხატოთ უკეთესად ჩვენი აზრი.
 

4. არწმუნებთ არგუმენტებით

არ არის საჭირო, იყოთ დომინანტი და აფიქსირებდეთ გამუდმებით თქვენთვის სწორ და სასურველ მოსაზრებებს და ამის გამო, არ აცდიდეთ სხვას გამოთქვას თავისი აზრი. არ უნდა აიძულოთ სხვა თქვენი არგუმენტებით გადმოვიდეს თქვენს აზრზე. არამედ პირიქით, მოისმინეთ და გაიზიარეთ სხვისი მოსაზრებებიც, რომ დიალოგი არ გადაიქცეს მონოლოგად.
 

5. ხართ თავდაჯერებული, მაგრამ არა სანდო

უნდობლობას ხშირად იწვევს არაგულწრფელობა, იმისთვის რომ თქვენმა საუბარმა უნდობლობა არ გამოიწვიოს, უნდა იყოთ დარწმუნებული თქვენს ნათქვამში.
 

6. ხართ დომინანტი მოსაუბრე

მოსაბეზრებელია, როდესაც მთელი საუბრის დროს დომინირებს მხოლოდ ერთი ადამიანი. რთული მისახვედრია გისმენენ თუ არა ამ მომენტში, ამიტომ გადაამოწმეთ, შეჩერდით, მოისმინეთ რას იტყვიან სხვები და შეწყვიტეთ ლაპარაკი დროებით მაინც.
 

7. აწყვეტინებთ გამუდმებით

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება საუბრის დროს გააკეთოთ, არის ის, რომ გამუდმებით შეაწყვეტინოთ საუბარი თანამოსაუბრეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საპირისპირო აზრს გამოთქვამს, ეს მიანიშნებს, რომ არ ხართ საკმარისად ზრდილობიანი, რომ დააცადოთ აზრის დასრულება მოსაუბრეს.
 

8. საუბრობთ ექსპერტივით

თუ თქვენ მართლაც ექსპერტი ხართ ყველა სფეროში, ამით ხელი არ უნდა შეუშალოთ სხვებს გამოთქვან აზრი, არასასიამოვნოა, როცა ყველა თემას წარმართავს გამუდმებით ერთი და იგივე ადამიანი.
 

9. საუბრობთ სწრაფად

როდესაც აღფრთოვანებული ხართ ან ნერვიულობთ საუბრობთ შედარებით სწრაფად, ვიდრე სხვა დროს, ეს თანამოსაუბრისთვის  ძალიან არაკომფორტულია. ეცადეთ ილაპარაკოთ ნელა, რომ იპოვოთ შესაბამისი სიტყვები და ისაუბროთ თანმიმდევრულად.
 

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ცუდი საუბრის ჩვევები, შეგიძლიათ ამ ხერხებით გამოასწოროთ ისინი. დროთა განმავლობაში აუცილებლად დააფიქსირებთ სხვაობას.

 


themuse.com

| გააზიარე
მოგწონთ?