ნამდვილი ლიდერის 7 თვისება


თუ გინდათ, რომ იყოთ ადამიანი, რომელიც იზიდავს სხვა ადამიანებს, მაშინ ეს რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ. 

ლიდერობა ეს არის უნარი მიიზიდო ადამიანები საკუთარი თვისებებით და შესთავაზო თქვენი თავი, როგორც მენეჯერი, მფლობელი, მშობელი და ა.შ. ეს ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ყველაზე მნიშველოვანი ლიდერობაში არის საკუთარი თვისებების და უნარების გადამუშავება. ნამდვილი ლიდერი მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე.

1.იყავით ძლიერი, მაგრამ არა უხეში
ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმისათვის, რომ გახდეთ ძლიერი ლიდერი, დიდი მიღწევებით. ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას და სიძლიერის ნაცვლად სიუხეშეს ავლენს, რაც არც ისე კარგი შემცვლელია.

2.იყავით კეთილი, მაგრამ არა სუსტი
ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს სიკეთე და სისუსტე. სიკეთე სისუსტის კი არა, არამედ სიძლიერის გამოვლინებაა. იმდენად გულკეთილები უნდა ვიყოთ, რომ თამამად ვუთხრათ ადამიანებს სიმართლე და გასაგებად განვუმარტოთ რატომ ვეუბნებით ამას.

3. იყავით თავდაჯერებული, მაგრამ არა მჩაგვრელი
გამბედაობა აუცილებელია, რომ გადაჭრათ ყოველდღიური პრობლემები. იმისათვის, რომ გავლენა იქონოთ ადამიანებზე უნდა იგრძნოთ საკუთარი თავდაჯერებულობა და ეს სხვებსაც დაანახოთ. თქვენ უნდა აღმოაჩინოთ პირველად პრობლემა და პირველმა მოძებნოთ გამოსავალი. დაიჭირეთ ყოველი მომენტი.

4. იყავით თავმდაბალი, მაგრამ არა მორიდებული
ვერ მიაღწევთ ცხოვრების მაღალ დონეს მორიდებულობით. ადამიანებს ხშირად ერთმანეთში ერევათ თავმდაბლობა და მორიდებულობა. თავმდაბლობა ღირსებაა, მორიდებულობა კი ნაკლია, რომელიც მუდამ ხელს გვიშლის. ეს დაავადებასავითაა, პრობლემებს გვიქმნის, მაგრამ განკურნება შეიძლება.

5. იყავით ამაყი, მაგრამ არა ამპარტავანი
საჭიროა სიამაყე, რათა შექმნათ თქვენი ამბიციები, განახორციელოთ სურვილები. კარგი ლიდერი ამაყია, მაგრამ არ აბიჯებს ზღვარს, რასაც სხვების იგნორირება ჰქვია. სწორედ ეს განსხვავება ამპარტავნობასა და სიამაყეს შორის.

6. იხუმრეთ სისულელების გარეშე
იუმორის გრძნობა აუცილებელია, მაგრამ არ უნდა გამოიყენოთ სულელური ხუმრობები. ლიდერობის მთავარი წესია: იყავით ჭკვიანი და არა სულელი.

7. გაუსწორეთ თვალი რეალობას
თავი დაიცავით ტყუილისგან მოყენებული ტკივილისაგან და გაუმკლავდით სიმართლეს.  უბრალოდ მიიღეთ ცხოვრება ისეთი როგორიც არის -  მთელი თავისი ცხოვრებისეული დრამებით.  ეს საკმაოდ შთამბეჭდავია!

ცხოვრება უნიკალურია, ისევე როგორც ლიდერობა. უნარები და ჩვევები, რომლებიც კარგად მუშაობს ერთ ლიდეერზე, შეიძლება არ გაამართლოს მეორესთვის. თუმცა, ძირითადი თვისებების მაინც ერთია და ისინი გვეხმარება წარმატებულად ვიმოქმედოთ სამსახურში, საზოგადობასა თუ ოჯახში.



ფიქრია ექვთიმიშვილი
წყარო: www.success.com

| გააზიარე
მოგწონთ?