4 გზა იმისათვის, რომ გახდეთ უფრო კომუნიკაბელური


თუ გიჭირთ უცხო ადამიანთან საუბრის დაწყება ისეთ ან  თანამშრომლებთან დისკუსიაში მონაწილეობის მიღება,  თქვენ არ ხართ მარტო!  მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა შეიცვალოთ. თქვენი ცხოვრების სტილში ცვლილებების შეტანით შეგიძლიათ, გახდეთ უფრო კომუნიკაბელური, მშვიდი სოციალურ სიტუაციებში, მხიარული, როდესაც ხართ სხვა ადამიანებთან ერთად. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას რაც დაგეხმარებათ, გახდეთ მეტად კომუნიკაბელური.

დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით

დაიწყეთ მცირე ნაბიჯების გადადგმა თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან კონტაქტის დასამყარებლად, ეს იქნება უცნობი, ნაცნობი, კოლეგა თუ მეგობარი. თვალის კონტაქტით და პატარა მეგობრული ჟესტებით მარტივად მიიპყრობთ ადამიანების ყურადღებას. ღიმილი გადამდებია. თუ ვინმე გიყურებთ, როდესაც მაღაზიაში საყიდლებზე ხართ, ან მატარებელში, ან ოფისში მოსასვენებელ ოთახში, გაუღიმეთ მას. თქვენ ნახავთ, რომ ადამიანების უმეტესობას დადებითი რეაგირება ექნება და ისინიც ღიმილით გიპასუხებენ. გამოიყენეთ ეს ღიმილი, როგორც მყისიერი ნდობის გამაძლიერებელი.

გაღიმების შემდეგ კი შეგიძლიათ, მიესალმოთ, რჩევა კითხოთ ან კომპლიმენტი უთხრათ. რაც უფრო ეჩვევით უცნობ ან ნაცნობ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებას, მით უფრო მარტივად და ბუნებრივად ხდებით კომუნიკაბელური. აღმოაჩენთ, რომ გარშემომყოფებთან მეგობრული და სასიამოვნო ურთიერთობა თავს კარგად გაგრძნობინებთ. სანაცვლოდ ხშირად მიიღებთ დადებით უკუკავშირს, რაც ხელს შეუწყობს თქვენი თავდაჯერებულობის განვითარებას, ეს კი ძალიან სასარგებლოა პრაქტიკულად ყველა სოციალურ გარემოში.

გამოიყენეთ თქვენი ურთიერთკავშირი

მარტივია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთანაც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობთ, მაგრამ სოციალური და პროფესიული გარემოსთვის თავის არიდება შესაძლოა, თქვენთვის საზიანო იყოს. ერთ-ერთი მარტივი გზა, რომ გახდეთ უფრო კომუნიკაბელური, არის, სთხოვოთ თქვენს მეგობრებს ან კოლეგებს, გაგაცნონ თავიანთი მეგობრები. მაგალითად, თუ თქვენ შედიხართ ოთახში და თქვენი მეგობარი ესაუბრება ადამიანს, მიესალმეთ მას და გააცანით საკუთარი თავი. შემდეგ ჯერზე კი, როდესაც ამ ამდამიანს შეხვდებით, შეგიძლიათ, კვლავ  მიესალმოთ, რადგან მასთან მომავალი კომუნიკაციისთვის ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვთ.

მას შემდეგ, რაც კავშირს დაამყარებთ დაუსვით მას შეკითხვები საკუთარი თავის შესახებ. ერთ-ერთი საუკეთესო გზა საუბრის წამოსაწყებად და მის გასაგრძელებლად არის ღია კითხვების დასმა და აქტიური მოსმენა. ეს არის შესანიშნავი ხერხი,  როდესაც აღმოაჩენთ, რომ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რაზე უნდა ისაუბროთ ან მცირე დისკუსია უხერხულობას გიქმნით.

გამოდით კომფორტის ზონიდან

აკეთეთ ისეთი საქმეები, რაც თავს ოდნავ არაკომფორტულად გაგრძნობინებთ, ეს არის უმარტივესი გზა იმისათვის, რომ აიმაღლოთ საკუთარი თავისადმი ნდობა და გახდეთ უფრო მეტად კომუნიკაბელური.

ყოველი პატარა გამარჯვების შემდეგ თქვენ გექნებათ საკუთარი თავის მიმართ ნდობა, უფრო და უფრო წინ გადადგათ ნაბიჯი თქვენი კომფორტის ზონის გარეთ. ცდას არანაირი ზიანი არ მოაქვს. შეეცადეთ, შეეწინააღმდეგოთ თქვენს შინაგან ხმას, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება, და იფიქრეთ იმაზე, რას გააკეთებთ ამის ნაცვლად.

თუ თქვენ აქამდე არასოდეს გიცეკვიათ, მაგრამ გინდათ, იაროთ სალსას გაკვეთილებზე, ცადეთ! აკეთეთ საქმე იმიტომ, რომ ის თქვენ გაინტერესებთ და არა იმიტომ, რომ ამას ყოველთვის აკეთებდით.

არ დახარჯოთ ენერგია უმნიშვნელო  დეტალებზე

მარტივია, იყოთ საკუთარ თავთან მშვიდი და თავშეკავებული. ეს თავს უსაფრთხოდ გაგრძნობინებთ. მაგრამ კომუნიკაბელურობა გაძლევთ შანსს, სცადოთ ახალი რამ და გაიცნოთ ახალი ადამიანები.

დღის ბოლოს არავის გაახსენდება, თუ როგორ ნერვიულობდით მასთან პირველი შეხვედრის დროს. მათ ემახსოვრებით, როგორც ადამიანი, რომელიც ცდილობდა მიზნის მიღწევას, რომელსაც არ ეშინოდა ჯგუფში კითხვის დასმის და ვინც რაიმე სასიამოვნოს ამბობდა საუბრის ბოლოს. იმისათვის, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ადამიანზე და მომავალშიც იქონიოთ ურთიერთობა თანამოსაუბრესთან, საუბრის დასრულებისას დაემშვიდობეთ ფრაზით: ,,სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ’’.


https://www.verywellmind.com/five-ways-to-be-more-outgoing-3024715

ავტორი: Arlin Cuncic.

| გააზიარე
მოგწონთ?