მოკლედ ცხოვრებაზე - 10 ციტატა


„პირველად უარგყოფენ, შემდეგ დაგცინიან, მერე გებრძვიან, ბოლოს კი იმარჯვებ.“ (მაჰათმა განდი) 

ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპებს გადის. ზოგიერთი მათგანი იმდენად საინტერესოდ ახერხებს ცხოვრებას, რომ წიგნებს წერს. ხოლო მას, ვისაც კითხვა უყვარს, ეძლევა საშუალება ისწავლოს ამ წიგნებიდან რაიმე ახალი, გაიზიაროს სხვისი გამოცდილება და ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოიყენოს წიგნებში ამოკითხული წინადადებები. მინდა შემოგთავაზოთ ის ციტატები, რომლებსაც მე ვაგროვებდი დროთა განმავლობაში. ხანდახან ერთ სიტყვასაც შეუძლია, რომ სხვა თვალით დაგვანახოს ცხოვრება და იმედი მაქვს ჩემი შერჩეული ფრაზები დაგეხმარებათ გაპოვნინოთ პასუხი ზოგიერთი კითხვაზე ან გიჩვენოთ გამოსავალი არსებული სიტუაციიდან.


1.„რაც გაგიკეთებიათ ან არ გაგიკეთებიათ იმაზე ორჯერ არ იფიქროთ“ (ნიკოლას სპარქსი)

2.„ღიმილი და დუმილი არის ორი ძლევამოსილი იარაღი: ღიმილი პრობლემის გადაჭრის გზაა, ხოლო დუმილი მისი არიდების“ (ირის იოჰანსენი)

3.„პოზიტიური აზროვნება არის სწორი გონებრივი დამოკიდებულება ყველა სიტუაციაში. წარმატება იზიდავს უფრო მეტ წარმატებას ისევე, როგორც მარცხი იზიდავს უფრო მეტ მარცხს.“ (ნაპოლეონ ჰილი)

4.„ფიქრის ძალა არის ყველაზე საშიში ან ყველაზე სასარგებლო ძალა იმის მიხედვით, თუ როგორ არის ის გამოყენებული“ (ნაპოლეონ ჰილი)

5.„ნუ გეშინია ჯოჯოხეთის, ნურც სამოთხეზე ოცნებობ, რადგან ორივე ისევ და ისევ შენშია და არა სადმე სხვაგან. როცა გვიყვარს ზეცად სწორედ მაშინ ვმაღლდებით, გეენაში კი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილი გვაგდებს.“ (ელიფ შაფაქი)

6.„მიყვარს შეშლილი ადამიანები, ისინი ვისაც დაუოკებელი სურვილი აქვთ იცხოვრონ, ილაპარაკონ, გადარჩნენ, ისინი ვისაც ყველაფერი ერთბაშად სურთ. მიყვარს ვისაც პირი არ დაუღია, არასდროს ამბობს უხამსობას და იწვის, იწვის, იწვის.“ (ჯეკ კერუაკი)

7.„ფულისა და ნივთების გაზიარება ბევრს შეუძლია, დროისა და სიყვარულის კი ძალიან ცოტას.(დენიელ კიზი)

8.„სიყვარული ერთადერთია, რის გამოც ადამიანი ხდება ძლიერი, ქალი ლამაზი, კაცი კეთილი, სული - ამაღელვებელი, ცხოვრება კი მშვენიერი.“ (ფრიდრიხ ნიცშე)

9.„ადრე მეგონა, რწმენა იმის დაჯერება იყო, რომ იესო ჩვენთვის მოკვდა და თუ ამას სამუდამოდ ვირწმუნებდი, სიკვდილის მერე მას შევხვდებოდი კიდეც. მაგრამ ახლა რწმენა ჩემთვის ამას აღარ ნიშნავს, რწმენა ისაა, როდესაც ვიღაც შენში ისეთ რამეს ხედავს, რაც შენთვის უჩინარია და არ ნებდება, სანამ შენც არ დაინახავ.“ (ჯესიკა ნოლი) 

10.„თუ ღმერთს უნდა შენი ბედნიერება, იგი წაგიყვანს რთული გზებით, რადგან მარტივ გზაზე ბედნიერება არ შეგხვდება.“ (დალაი ლამა)

 

ცხოვრება ბრძოლაა. შესაბამისად, ვისაც ბრძოლის არ ეშინია, ის იმარჯვებს კიდეც! არასდროს დანებდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

 

| გააზიარე
მოგწონთ?