როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის


ზაფხულის მოსვლა ყველას უხარია, თუმცა დამეთანხმებით, რომ ამ პერიოდს ნამდვილად აქვს ერთი ნაკლი. მართალია, სწავლა მთავრდება, თუმცა იწყება ფინალური გამოცდები, რაც ნიშნავს რომ იწყება ღამეების თენება, სტრესი, დაძაბულობა და მთელი სემესტრის მასალის 1-2 დღეში მოსწრების მცდელობა. ეს ყველაფერი ძალიან არასასიამოვნოა სტუდენტთა უმრავლესობისთვის, თუმცა სწორი დამოკიდებულებით, სიმშვიდის შენარჩუნებით და გამართლებული მიდგომების გამოყენებით ნამდვილად შეგვიძლია კონცენტრირების მოხდენა და ფინალური გამოცდების გადალახვაც. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რჩევებს, როგორ გავამარტივოთ და გავხადოთ სწავლის პროცესი ნაყოფიერი.

1. შეარჩიეთ სწავლისთვის შესაფერისი დრო
ჩვენი სხეული უნიკალურია. ასევე განსხვავებულადაა მოწყობილი თითოეული ადამიანის ბიოლოგიური საათი.  სწორედ ამიტომ,  არ არის გამართლებული, რომ თქვენი დღის რეჟიმიც სხვებისას გავდეს. შეიძლება, როდესაც სხვას უმარტივდება კონკრეტულ დროს სწავლა, ეს პერიოდი სულაც არ იყოს თქვენთვის პროდუქტიული. საჭიროა, რომ შექმნათ საკუთარი სწავლის განრიგი. დააკვირდით თქვენს თავს, დღის რომელ პერიოდში ითვისებთ ყველაზე კარგად მასალას და ამის მიხედვით დაგეგმეთ სწავლის პროცესი. ამით აუცილებლად გაზრდით თქვენს ნაყოფიერებას და შეძლებთ, რომ თავდაპირველი ენერგია დიდხანს შეინარჩუნოთ. ეს მეთოდი ზრდის კონცენტრირების უნარს, ამის შემდეგ აღარ მოგიწევთ ნერვიულობა, რომ ნასწავლი შეიძლება დაგავიწყდეთ.

2. მოიმარაგეთ გარშემო სხვადასხვა ფერის და გემოს ტკბილეულობა
თუ აქამდე არ იცოდით გეტყვით, რომ ტკბილეულის ჭამა სწავლის დროს ზრდის ყურადღების კონცენტრირების პერიოდს. საშუალება გეძლევათ არ გაგეფანტოთ ყურადღება და უკეთ დაიმახსოვსოთ, რასაც კითხულობთ. არსებობს  ''ასოციაციების მეხსიერება'', სადაც ვიმახსოვრებთ გემოს, ფერებს, სუნს, სწორედ ამიტომ თუ თქვენ კონკრეტული საკითხის დროს რომელიმე ტკბილეულს მიირთმევდით, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ გამოცდის დრო საჭირო მასალა გაიხსენოთ.

3.  გამოყავით დრო შესვენებისთვის
ოთახში გატარებული მთელი დღე, ოთხი კედელი და დაუმთავრებელი კონსპექტების კითხვა ზოგჯერ იმდენად მოსაბეზრებელი ხდება, რომ მთელ ფანტაზიებს ვიშველიებთ და ათასნაირ დასვენების მომენტს ვაწყობთ ჩვენს გონებაში. რა თქმა უნდა, ამ დროს ყურადღება გაფანტულია და დროც გვეკარგება სასიამოვნო მომენტებზე ფიქრში. თქვენც ეს რომ არ დაგემართოთ, საჭიროა, გამოყოთ პატარ-პატარა დროის მონაკვეთები და შეისვენოთ. აუცილებელია, რომ შესვენებაც პროდუქტიული იყოს, თუნდაც ერთ მონაკვეთში შეგიძლიათ რაიმეს უყუროთ, მოუსმინოთ ან მოამზადოთ საყვარელი კერძი, შემდეგ კი ახალი ენერგიით დაუბრუნდეთ საქმეს.

4. არ დაგავიწყდეთ დიდი რაოდენობის სითხეების მიღება
ალბათ შეგინიშნავთ ჰოლივუდის ფილმების უმეტესობაში ერთ ჯგუფად დამსხდარ სტუდენტებს როგორ უჭირავთ სხვადასხვა ყავა, წვენი და ამ ყველაფრის თანხლებით არიან ჩართულნი სწავლის პროცესში. დიახ, ეს შემთხვევითი არაა. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სწავლისას მომენტალური შესვენება და სითხის მიღება გონებას ინფორმაციის უკეთ აღქმაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, აუცილებლად დაიწყეთ სწავლა საყვარელი სასმელის თანხლებით თუ გსურს, რომ ეს პროცესი უფრო სასიამოვნო და მარტივი გახდეს.

5. შეარჩიეთ საყვარელი სიმღერები
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწავლის პროცესის გასამარტივებლად-მუსიკაა. დიახ, თქვენ აუცილებლად უნდა აიმაღლოთ განწყობა ამ დროს და ეს საყვარელი ფლეილისტის დახმარებით უნდა მოახერხოთ. მოუსმინეთ ისეთ მუსიკას, რომელიც გაწყნარებთ და გსიამოვნებთ. ეს ნამდვილად დაგეხმარებათ სწავლის დროს სიმშვიდის შენარჩუნებაში.

იმის მიუხედავად, რომ ფინალური გამოცდები ნამდვილად დიდ ენერგიას მოითხოვს, შეგვიძლია საქმე ამ პატარა ხრიკების დახმარებით გავიმარტივოთ. ამ მეთოდებმა ნამდვილად უკეთესობისკენ შეცვალეს ჩემი გამოცდებისთვის მზადების პროცესი, სწორედ ამიტომ თქვენც გირჩევთ დაიწყოთ მათი დანერგვა.

თუ თქვენც გაქვთ რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ან მეთოდი, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ. დავეხმაროთ ერთმანეთს გამოცდების წარმატებით გადალახვასა და თავგადასავლებით სავსე ზაფხულთან შეხვედრაში.


მარიამ ბეთხოშვილი
წყარო:www.lifehack.org

| გააზიარე
მოგწონთ?