ჩვენ ვიმსახურებთ ბედნიერებას - საინტერესო გამონათქვამები


თითოეულ ადამიანს სურს ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება ჰქონდეს, თუმცა ყველა ვერ აცნობიერებს, რომ ბედნიერების მისაღწევად „ცხრა მთისა და ზღვის გადალახვა“ არაა საჭირო, რადგან ბედნიერება თავად ჩვენშია.

არსებობს გამონათქვამები ბედნიერებაზე, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს და შეიძლება აღმოვაჩინოთ კიდეც, რომ უკვე ვართ ბედნიერები და ძვირფასი წუთების ლოდინი აღარ არის აუცილებელი.
     

1.დათვალე შენი ბედნიერების წუთები, როდესაც სხვები აჯამებენ საკუთარ პრობლემებს.

2.ბედნიერება უფრო ადვილად მოვა შენთან, თუ ყოველთვის კარგი განწყობა გექნება. თუ ხშირად გაიღიმებ, გარშემომყოფების მიმართ თავაზიანი იქნები და გამოამჟღავნებ გულწრფელობას და სიყვარულს მთელი სამყაროს მიმართ, ძალიან ადვილად მოვა ბედნიერება შენთან. უბრალოდ დაიჯერე ერთხელ და სამუდამოდ, რომ შენ ნამდვილად იმსახურებ ბედნიერ ცხოვრებას.

3.ბედნიერი მაშინ ხარ, როდესაც შენი ფიქრები, სიტყვები და ქმედებები ჰარმონიაშია ერთმანეთთან.

4.ყველაზე მნიშვნელოვანია დატკბე ცხოვრებით დღეს. არ დაელოდო მომავალს. ეს არის ერთადერთი რამ, რასაც აქვს მნიშვნელობა. ბედნიერების ყველაზე მარტივი წესი სწორედ ეს არის - ისიამოვნო აწმყოთი, არ იყო  დამოკიდებული მომავალზე და არ იდარდო დღეებზე, რომლებიც წარსულში დარჩა.

5.კარგად მოექეცი ადამიანებს როდესაც მაღლა ადიხარ, რადგან ისინი  შეიძლება კვლავ შეგხვდნენ უკან მომავალ  გზაზე.

6.როდესაც ცუდად გექცევიან განაგრძე გზა, გაიღიმე და იყავი ის, ვინც ხარ. როგორც ამბობენ: „ყველა როლი უკვე დაკავებულია“, ამიტომ არასდროს მოირგო ნიღაბი და ნურც სხვას მისცემ  უფლებას  შეგცვალოს.

7.არასდროს დაიწყო ბედნიერების დევნა, გახსოვდეს, ის მუდამ შენშია.

8.ხშირად ბედნიერება მოდის იმის დანახვით და დაფასებით, რაც გვაქვს და ვერ ვამჩნდევდით.

9.ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ისწავლოთ არის ის, რომ არ არის აუცილებელი მოგწონდეთ ყველა და პირიქით - არც ის არის აუცილებელი ყველას მოსწონდეთ.

10.ბედნიერება და წარმატება გულისხმობს იცხოვრო ისე, როგორც თავად გადაწყვეტ, გქონდეს საყვარელი საქმე, ემსახურო მას და გახსოვდეს, არავის შეუძლია გითხრას, რომ ის, რასაც აკეთებ არასწორია.

11.ყოველთვის უკეთესია იდგე იმ კიბის ძირში, რომელზეც ასვლა გინდა, ვიდრე იმ კიბის თავში, რომელზეც ასვლა არ გსურდა.

12.არც ერთ წამალს არ შეუძლია განკურნოს ის, რასაც ბედნიერება ვერ განკურნავს.

13.თუ ბედნიერებას საკუთარ გულში ვერ ვიპოვით, სხვაგან ვერსად აღმოვაჩენთ. მხოლოდ გულს შეუძლია დაგვაჯილდოვოს ჭეშმარიტი სიმშვიდით და შესაბამისად - ბედნიერებითაც.

14.ჩვენ ყველას გვსურს დავეხმაროთ ერთმანეთს. ადამიანური ყოფიერება და მოვალეობაც ესაა. ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს დამყარებული ერთმანეთის ბედნიერებაზე და არა ერთმანეთის უბედურებაზე.

15.იყო ბედნიერი არ ნიშნავს იმას, რომ შენს გარშემო ყველაფერი სრულყოფილია. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვიტე თვალი აარიდო ყველაფერ იმას, რაც არასრულყოფილად გეჩვენება.

16.იყო ბედნიერი ნიშნავს, არ შეწყვიტო იმაზე ფიქრი, რომ ბედნიერი ხარ.

 

ასე რომ გახსოვდეს - შენ გარდა არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე. ნუ გაჩერდები უმოქმედოდ! ნუ დაელოდები როდის მოვა ბედნიერება თავად. შენ უნდა შეძლო გაანათო შიგნიდან საკუთარი თავი. იპოვო შენს გულსა და გონებაში მიმობნეული ბედნიერების ჯადოსნური მარცვლები და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება შენს ცხოვრებაში ბედნიერების კიდევ მრავალი წუთი.

 

| გააზიარე
მოგწონთ?