„შეჭამე ბაყაყი“ - ბრაიან თრეისი


როდესაც გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი, თქვენ ცდილობთ, თავი არიდოთ ამ საქმეს და ამ დროს უბრალოდ კარგავთ. ემოციური დისკომფორტი და დაუსრულებელი საქმე კი გადაუჭრელ ამოცანად რჩება და სულ იზრდება. სწორეს ამ პრობლემასთან ბრძოლის იარაღად იქცა ბრაიან თრეისის ბესთსელერი „შეჭამე ბაყაყი“, რომელშიც დროის ეფექტური მართვისათვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს ამოიკითხავთ.
ამ წიგნის საბოლოო მიზანი არის შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

ადამიანს არც არასდროს აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ გააკეთოს ყველაფერი, რასაც გეგმავს. თქვენ ,,თავზე გაყრიათ" სამუშაო, პროექტები, პირადი პასუხისმგებლობა სხვა ადამიანების წინაშე, აპირებთ წაიკითხოთ უამრავი ჟურნალი, დაამუშაოთ უარმავი წიგნი, მაგრამ ყველაფრის გადადება გიწევთ, იმ დროისათვის როცა სამუშაოს მორჩებით.

სამუშაო კი არასდროს მთავრდება. სააქმეს ბოლო არ უჩანს. ჟურნალებისა  და წიგნების წაკითხვის დრო არ გრჩებათ, დროის სასიამოვნოდ გატარებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. დასვენება მუდმივ ოცნებად რჩება.

თქვენ ფიქრობთ, რომ თუ დროს სწორად გაანაწილებთ, უფრო ნაყოფიერად იმუშავებთ? ეგ განზრახვა დაივიწყეთ, რადგან ნაყოფიერების გაზრდის რამდენ ხერხსაც არ უნდა ფლობდეთ და რადენი დროც უნდა გამოყოთ ამოცანის შესასრულებლად, ყოველთვის გამოჩნდება რაღაც, რის გაკეთებასაც ვერ ასწრებთ.

უპირველ ყოვლისა იმისათვის, რომ დროის მართვა ისწავლოთ, აზროვნების წესი უნდა შეიცვალოთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაუმკლავდებით საქმეებისა და პასუხისმგებლობის იმ უშრეტ ნაკადს, რომელიც ყოველდღიურად თქვენკენ მოედინება. ამისათვის მოგიწევთ უარი თქვათ რაღაცებზე და მეტი დრო დაუთმოთ საქმიანობას, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. 

ყოველთვის როდესაც თავში კარგი იდეა მოგივათ, ჩაინიშნეთ, შემდეგ კი ცხოვრებაში დანერგეთ. თუ კარგ შედეგს მიიღებთ აუცილებალდ გაუზიარეთ სხვებსაც.

ეს პრინციპებია:

1.გააწყვეთ სუფრა-ზუსტად ჩამოაყალიბეთ თქვენი სურვილები. მთავარია მიზნების სიცხადე. ჩამოწერეთ ფურცელზე თქვენი მიზნები.

2.დადეგმეთ ყოველი დღე - ჩამოწერეთ თქვენი ნააზრევი ფურცელზე. გეგმის შედგენაზე დახარჯული ყოველი წუთი მუშაობს . დროის 5-10 წუთს დაგიზოგავთ.

3. გამოიყენეთ წესი 80/20- გახსოვდეთ-გახსოვდეთ სამუშაოს შედეგების 80% თქვენი საქმიანობის 20%-ს განსაზღვრავს. დაუთმეთ ყველაზე დიდი ყურადღება ამ  20%-ს.

4.იფიქრეთ შედეგებზე - თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო და პრიორიტეტი უნდა იყოს ის საქმე, რომელსაც კარიერისთვის და ზოგადად, ცხოვრებისთვის ყველაზე დადებითი ან უარყოფითი შედეგი მოაქვს. დააყენეთ ასეთი ამოცანები ყველაფერზე წინ.

5.მიუდექით საქმეს გადადებას შემოქმედებითად-თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, ამიტომ უნდა ისწავლოთ ნაკლებმნიშვნელოვანი სამუშაოს გადადება, რათა მეტი ყურადღება დაუთმოთ მთავარს.

6.გამუდმებით გამოიყენეთ ABCD მეთოდი - ვიდრე ამოცანების სიაზე მუშაობას შეუდგებით, დაუთმეთ რამდენიმე წამი მათ ღირებულებებისა და პრიორიტეტების მიხედვით დალაგებას. დარწმუნდით, რომ პირველ რამდენიმე პუნქტში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დგას.

7.Key Result Area-განსაზღვრეთ ამა თუ იმ ამოცანის მოსალოდნელი შედეგები და იმუშავეთ მასზე მთელი დღე.

8.გამოიყენეთ სამი ამოცანის კანონი- განსაზღვრეთ სამი ამოცანა, რომელიც მთლიანი სამუშაოს 90%-იან შედეგს გაძლევთ, შეასრულეთ ეს სამი ამოცანა დანარჩენებზე ადრე, თქვენ უფრო მეტი დრო დაგრჩებათ თქვენი ოჯახისა და პირადი ცხოვრებისათვის.

9.ვიდრე საქმეს შეუდგებით საფუძვლიანად მოამზადეთ მუშაობის დაწყებამდე ყველაფერი, რაც საქმისთვის გჭირდებათ. ერთად დააწყვეთ ფურცლები, ინსტრუმენტები, სამუშაო მასალა, რიცხვები, თუკი ისინი გესაჭიროებათ. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით მუშაობას.

10.ჯიუტად იარეთ მიზნისკენ - თქვენ დაძლევთ ყველაზე დიდ და რთულ ამოცანას, თუ მას საფეხურებად დაყოფთ და ნაწილ-ნაწილ შეასრულეთ.

11.აიმაღლეთ კვალიფიკაცია - რაც უფრო მეტი გეცდოდინებათ ამოცანების შესახებ, მით უფრო მალე დაიწყებთ და სწრაფად დაამთავრებთ მათ.

12.გამოიყენეთ თქვენი განსაკუთრებული შესაძლებლობები - გამოარკვიეთ რა იცით განსაკუთრებულად ან რა შეიძლება კარგად გამოგივიდეთ. შეეცადეთ ეს განსაკუთრებული ნიჭი მაქსიმალურად გამოიყენოთ.

13.შეისწავლეთ თქვენი მხარეები - განსაზღრეთ, რა არის თქვენი ყველაზე სუსტი ადგილი, რომელიც თქვენს მუშაობას ამუხრუჭებს და შეუდექით აღმოფხვრას.

14.მარწუხებში მოაქციეთ საკუთარი თავი - წარმოიდგინეთ, რომ ქალაქიდან გადიხართ ერთი თვით, იმუშავეთ ისე, რომ წასვლამდე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოასწორთ.

15.თავი მოუყარეთ საკუთარ ძალებს - გაარკვით დღის რომელ მონაკვეთში შეგიძლიათ გონებრივი და ფიზიკური ძალების დაძაბვა ყველაზე მეტად და ამის მიხედვით დაგეგმეთ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები, დაისვენეთ სათანადოდ იმისათვის, რომ დაკისრებული სამუშაოს ჯეროვნად შესრულება შეძლოთ.

16.შეუქმენით საკუთარ თავს მოტივაცია- თავად შეასრულეთ მხარდამჭერი ჯგუფის როლი საკუთარი თავისათვის. ეძებეთ დადებითი მარცვალი ყველაფერში. ნუ ჩაეჭიდებით პრობლემას. ეძებეთ გამოსავალი, იყავით ოპტიმისტი და კონსტრუქციული.

17.თავი დააღწიეთ ტექნოლოგიების ტყვეობას - ნუ გახდებით ტექნოლოგიების მონა, გამოიყენეთ ისინი თქვენი კომუნიკაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ისწავლეთ საკომუნიკაციო ხელსაწყოების გამორთვა საჭიროებების შემთხვევაში.

18.დაყავით ამოცანები მცირე ნაწილებად-დაყავით დიდი და რთული ამოცანა, შეუდექით მის შესრულებას ნაბიჯ-ნაბიჯ.

19.გაანაწილეთ დრო - დაყავით დღე დროის დიდ მონაკვეთებად და გამოიყენეთ ისინი ყველაზე  მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად.

20.იმუშავეთ ექტრემალურ რეჟიმში - ჩამოაყალიბეთ საკვანძო ამოცანების სასწრაფოდ შესრულების ჩვევა. დაე, ყველა გიცნობდეთ, როგორც ადამიანი, რომელიც საქმეს სწრაფად და საუკეთესოს ასრულებს.

21.შეასრულეთ ამოცანა ერთი ხელის მოსმით - აირჩიეთ კონკრეტული პრიორიტეტი, შეუდექით ამოცანის შესრულებას და არ შეჩერდეთ, ვიდრე მთლიანად არ დაასრულებთ. ეს არის სამუშაოს მაღალი ხარისხისა და ინდივიდუალური პროდუქტიულობიის გამოვლენის მთავარი პირობა.


დანერგეთ ცხოვრებაში ეს პრინციპები და ყოველდღე შეასრულეთ ისინი მანამ, სანამ მყარი ჩვევები არ ჩამოგიყალიბდებათ და თქვენი პიროვნების ნაწილი არ გახდება. მომავალში თქვენ გელით წარმატება. როდესაც ამ მეთოდებსა და ტექნიკებს იმდენჯერ გამოიყენებთ, რომ თანდათან ჩვევად გექცევათ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

| გააზიარე
მოგწონთ?