უმოქმედობის ფსიქოლოგია


ილია ჭავჭავაძე ამბობდა - "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი" -  ადამიანშიც ასევეა, თუმცა ხშირად ისინი არ მოძრაობენ, უბრალოდ დგანან ერთ ადგილას ან წლობით ერთ წრეზე ბრუნავენ. მიზეზი სიზარმაცე  და  კომფორტის ზონაში ყოფნაა,  რომლის დატოვებაც მარტივი სულაც არ არის. ადამიანები თავიანთ უმოქმედობას უფრო ხშირად  გარემოებებს აბრალებენ.  ჩვენს ირგვლივ ხომ ყოველთვის არსებობს რაღაც, რასაც ჩვენ უმოქმედობას მარტივად გადავაბრალებთ და ამით ჩვენსავე ტვირთს მხრებიდან ჩამოვიხსნით. დიახ, ტვირთია როდესაც არ მოქმედებ, როცა რაღაც გაქვს გასაკეთებელი და არ აკეთებ, იმ მიზეზით რომ გეზარება და შემდეგ ამ სიზარმაცეს გარემოებებს ამოაფარებ. არადა იცი, სხვამ თუ არა შენ მაინც იცი, რომ უბრალოდ სხვების წინაშე იმართლებ თავს და მეტიც, ცდილობ შენს თავსაც დააჯერო, რომ საკმარისი დრო არ გქონდა.

ცვლილებას განსაზღვრავს მოძრაობა, სიზარმაცის გარეშე, და მის დაწყებას არ სჭირდება კონკრეტული თარიღი, რომელიმე  კვირის ორშაბათი, რომელიმე თვის დასაწყისი თუ მომდევნო ახალი წელი. საჭიროა მხოლოდ  გადაწყვეტილების მიღება.

განა ყველას 24 საათი არ აქვს დღეში?! მაშინ როგორ ახერხებენ სხვა ადამიანები დროის ეფექტურად გამოყენებას და თუ ისინი ახერხებენ, ეს ნიშნავს, რომ შენც შეგიძლია იგივე.

ადამიანები განსხვავებულები არიან არა შესაძლებლობების, არამედ, დისციპლინურობის, ორგანიზებულობის და სიზარმაცის ხარისხის მიხედვით, შედეგად ვიღებთ განსხვავებულ სურათებს  მათ ცხოვრებაში .

 ამიტომ როდესაც ვხედავთ წარმატებულ პიროვნებებს, გვახსოვდეს რომ ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ მათ ადგილზე და უფრო მეტიც, მათ წინაც. მაგრამ ამისთვის არსებობს ცხოვრებაში შემდეგი ფორმულა:

იშრომე ბევრი, იზარმაცე ცოტა.

წარმატებებს გისურვებთ, იმდენს რამდენსაც თქვენი შრომით დაიმსახურებთ.

და ბოლოს, იმოქმედეთ, თავის გამართლების დრო მერეც გექნებათ.

| გააზიარე
მოგწონთ?