ჩარლზ ბუკოვსკის 15 გამონათქვამი


ალბათ გსმენიათ ჩარლზ ბუკოვსკის შესახებ. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ამერიკელი პროზაიკოსი, პოეტი, ლიტერატორი და ჟურნალისტი. თუ აქამდე მისი ნაწარმოებები არ წაგიკითხავთ, შეგიძლიათ გაეცნოთ გამონათქვამებს, რომლებიც უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით მის პიროვნებაზე.

 

1.„სამყაროს პრობლემა იმაშია, რომ ინტელიგენცია სავსეა ეჭვებით, სანამ სულელები არიან სავსებით დარწმუნებულნი.“

2.„ზოგი ადამიანი არასდროს გიჟდება. მათ მართლაც საშინლად უწევთ ცხოვრების გატარება.“ 

3.„იპოვე ის, რაც გიყვარს და მიეცი უფლება, მოგკლას.“ 

4.„მე მინდოდა მთელი სამყარო ან არაფერი“ 

5.„მოგიწევს მოკვდე რამდენჯერმე, სანამ მართლა იცხოვრებ“ 

6.„გენიოსობა ალბათ არის შესაძლებლობა, რომ ყველაზე ბრძნული აზრი გადმოსცე უბრალოდ, ჩვეულებრივი გზით.“ 

7.„ჩვენ აქ ვართ, რომ დავლიოთ ლუდი. ჩვენ აქ ვართ, რომ მოვსპოთ ომი. ჩვენ აქ ვართ, რომ დავცინოთ უთანასწორობას და ვიცხოვროთ იმდენად კარგად, რომ სიკვდილი თრთოდეს ჩვენი წაყვანისას.“ 

8.„რაც უფრო ცოტა მჭირდებოდა, მით უფრო უკეთ ვგრძნობდი თავს.“ 

9.„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ გაივლი ცეცხლში.“ 

10.„თუ აპირებ რომ ცადო, გამოიყენე ყველა შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, არც დაიწყო მცდელობა. შეიძლება ეს ნიშნავდეს დაკარგო მეგობარი გოგონა, ცოლი, ნათესავები და გონებაც კი, არ ჭამო სამი ან ოთხი დღის განმავლობაში, გაიყინო პარკის სკამზე, აღმოჩნდე ციხეში, დაგცინონ, გაგრიყონ. იზოლირება არის საჩუქარი. ყველაფერი დამოკიდებულია შენს ამტანობაზე. იმაზე, თუ რამდენად გინდა გააკეთო რაღაც. თუ ნამდვილად გსურს, გააკეთებ მიუხედავად უარყოფისა, წინააღმდეგობებისა და ეს იქნება საუკეთესო, რისი წარმოდგენაც შეგიძლია. თუ აპირებ რომ ცადო, გამოიყენე ყველა შესაძლებლობა. არ არსებობს მსგავსი გრძნობა. ეს მხოლოდ კარგი ბრძოლაა.“ 

11.„ჩვენ ყველა მოვკვდებით, ყველა ჩვენგანი, რა ცირკია! ეს უნდა იყოს სიყვარულის საფუძველი, მაგრამ არ არის. ჩვენ ვართ გაბრტყელებულები და ტერორიზებულები წვრილმანებით. ჩვენ ვიკვებებით არაფრით.“ 

12.„თავისუფალი სული იშვიათია. მაგრამ როცა ხედავ მას, ამჩნევ არსებითად იმიტომ, რომ თავს კარგად გრძნობ, ძალიან კარგად, როდესაც ახლოს ხარ მასთან.“ 

13.„ცხრიდან ხუთამდე - არის ყველაზე საშინელი რამ კაცობრიობაში. შენ ხარჯავ ცხოვრებას ფუნქციაში, რომელიც არ გაინტერესებს.“ 

14.„ჩვენ ვალდებულები ვართ... ვალდებულები ვართ შევიტანოთ საკუთარი სინათლე სიბნელეში.“ 

15.„ინტელექტუალი ჩვეულებრივ სათქმელს რთულად გადმოგვცემს. ხელოვანი  კი რთულს - ჩვეულებრივად.“ 

 

| გააზიარე
მოგწონთ?