როგორ შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ?


ადამიანი, რომელიც სხვებში ხედავს წარმატებას და შთააგონებს გარშემომყოფებს, არ შეიძლება თავად იყოს გაუბედავი. საინტერესოა, როგორ ტიპს მიეკუთვნებიან ეს ადამიანები? ისინი ბუნებით კეთილი და დადებითი ადამიანები არიან. სურთ გარშემომყოფებმა მიაღწიონ წარმატებას და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იცხოვროს ბედნიერი ცხოვრებით, მაგრამ თავად ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში.

ასეთი ტიპის ადამიანები იმსახურებენ დიდ წარმატებას, რადგან უანგაროდ სურთ კარგი გარშემომყოფებისთვის, თუმცა იმისათვის, რომ მათ რჩევებს ჰქონდეთ ფასი და თავად უნდა აისრულონ ოცნებები, საინტერესოა, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი?

1. აუცილებელია გახდნენ გაბედულები, ამისათვის კი საჭიროა განვითარდნენ, მეტი ისწავლონ, დაეუფლონ ახალ უნარებს, რომელიც დაეხმარებათ მათ წარმატების მიღწევაში.

2. შეაფასონ საკუთარი თავი. დაფიქრდნენ, შეუძლიათ თუ არა წარმატების მიღწევა თავად და როდესაც ულევ რესურსს აღმოაჩენენ საკუთარ თავში, ეცადონ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები და განავითარონ  უნარები, რომლებიც წარმატებას მოუტანთ მათ.

3.იგივე რჩევები მისცენ საკუთარ თავს, რასაც აძლევენ სხვებს. იგივე სიტყვებით გაამხნევონ საკუთარი თავი, დაისახონ გეგმა,  სწორედ ისე, როგორც სხვებისთვის აკეთებენ ამას და გახდნენ წარმატებულები.

4. აუცილებლად უნდა იპოვონ და აკეთონ საყვარელი საქმე. ამის გარეშე ხომ წარმოუდგენელია ცხოვრება. ასე რომ, თუ  ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმატების მიღწევა, თუ ფიქრობენ, რომ გარშემომყოფებს უამრავი ნიჭი და უნარი აქვთ, უნდა გაითვალისწინონ, სამყაროში  სწორედ რომ თითოეული ჩვენგანი დაჯილდოებულია სხვადასხვა ნიჭით და უნარით. მთავარია აღმოვაჩინოთ ჩვენში ეს ნიჭი, ვიყოთ გაბედულები და დავიმკვიდროთ საკუთარი თავი. 

წარმატებული, შემდგარი ადამიანის რჩევებს კი, დამეთანხმებით, გაცილებით მეტი ფასი აქვს. ასე რომ მათ  გულწრფელ რჩევებს კიდევ უფრო მეტი ფასი მიეცემა და ამ გზით უკვე ნამდვილად შეძლებენ შეცვალონ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ.

| გააზიარე
მოგწონთ?