პოზიტივი ჩვენშია


ადამიანი გამუდმებით ძიებაშია, ეძებს ყველაფერს, ყველგან და ყოველთვის ოღონდ არა საკუთარ თავს, ოღონდ არა საკუთარ თავში, არადა სწორედ საკუთარ თავში პოულობ ძალას, პოულობ იმედს, თავისუფლებას, მოტივაციას და რა თქმა უნდა ბევრ პოზიტივს.

პოზიტივი, ხომ ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი თვისებაა ადამიანის ბუნებისა. იყო პოზიტიური ნიშნავს იყო შინაგანად მშვიდი, ლაღი გაწონასწორებული, მაშინაც კი, როდესაც ეს ასე რთულია. როდესაც პოზიტიურად ფიქრობ და აზროვნებ შენ გარშემო იქმნება დადებითი აურა, რაც ავსებს გარემოს ასევე დადებითი ემოციებით,  რომელებიც ადრე თუ გვიან ბუმერანგივით კვლავ უკან გიბრუნდება, მას გადამდების ძალაც გააჩნია გარშემომყოფთათვის.

უბრალო გაღიმებასაც კი ძალუძს შექმნას დიდი პოზიტივი, მიუხედავად ამისა ხშირად არც კი ვცდილობთ ვიყოთ პოზიტიურები, რატომღაც ხშირად ნეგატივი ჭარბობს ჩვენში, რომელიც გვითრგუნავს პოზიტივს და ამას არაფრად მივიჩნევთ, რატომღაც ვემონებით და გაღიმების ნაცვლად ვიღუშებით, ტკბილი სიტყვის ნაცვლად ან არაფერს ვამბობთ ანდაც ვერიდებით, მაშინ როდესაც შეიძლება ჩვენი გაღიმება ვიღაცისთვის ბევრის მთქმელი იყოს, ტკბილ სიტყვას კი რომლესაც ისედაც დიდი ძალა გააჩნია, ვიღაცისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავდეს.

თუ ადამიანს აქვს სურვილი პოზიტივით დაიმუხტოს საკმარისია მას ჰქონდეს ამის განწყობა და ის მას სასიამოვნო მუსიკის მოსმენისას, საყვარელი წიგნის წაკითხვისას, საყვარელ ადამიანებთან საუბრისას თუ საყვარელი საქმის კეთებისას აუცილებლად შეიგრძნობს და აუცილებლად გაუჩნდება სურვილი ეს დაგროვილი დადებითი ემოცია სხვასაც გაუზიაროს.

ჩემთვის ყველზე დიდი პოზიტივი ჩემი შვილის, ახალგაღვიძებულის გამოხედვიდან, მისი ღიმილიდან, მისი წარმოთქმული სიტყვიდან ,,დედა''-დან იწყება  და სულ თან დამყვება.


თეონა გლოველი

| გააზიარე
მოგწონთ?