ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობების! - 15 ფრაზა მეტი მოტივაციისთვის


ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზას, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შუა გზაში ვჩერდებით და სვლას ვეღარ ვაგრძელებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ წინსვლა არ შეგვიძლია, უბრალოდ ხანდახან ბიძგია საჭირო. მოტივაციის ნაკლებობის გამო არ უნდა დავეჭვდეთ საკუთარ შესაძლებლობებში.

ეცადეთ, შეცვალოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, შეხედოთ მოვლენებს მაქსიმალურად პოზიტიურად და აივსოთ მოტივაციით

გთავაზობთ 15 გამონათქვამს, რომელიც წინააღმდეგობების დაძლევასა და წინსვლაში დაგეხმარებათ:

 

1.„ოცნებები არის დღევანდელი პასუხი მომავლის კითხვებზე.“ - ედგარ ქეისი

2.„დაუსვი კითხვა საკუთარ თავს: ის, რასაც აკეთებ დღეს, გაახლოვებს იმ ადგილთან, სადაც  გინდა იყო ხვალ?“ - ჯელი ვონგი

3.„არასოდეს დაჯერდე იმაზე ნაკლებს, ვიდრე გსურს. სურვილები უმიზეზოდ არ ჩნდება. არ დაკარგო ოცნება, მიჰყევი მას შეუჩერებლად, რადგან ესაა შენი არსებობის მიზეზი“ - ფრენკ დურბინი

4.„თუ იზღუდავ არჩევანს იმის მიხედვით, რა შეგიძლია და რა არის ზომიერი, შენ აშორებ საკუთარ თავს იმას, რაც ნამდვილად გსურს და ყველაფერი, რაც გრჩება, არის კომპრომისი.“ - რობერტ ფრითსი

5.„მარცხი არის წარმატება იმ შემთხვევაში, თუ ვისწავლით მისგან გაკვეთილს.“ - მალკომ ფორბსი

6.„თუ გეგმამ არ გაამართლა, შეცვალე გეგმა და არა მიზანი.“ 

7.„ზოგჯერ პატარა ნაბიჯი სწორი მიმართულებით, ხდება ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ცხოვრებაში.“ - ნაიმ ქოლევეი

8.„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ყველა ათლეტისთვის, არის საკუთარი შესაძლებლობების ცოდნა. თუ იცი შენი შესაძლებლობები, მიაღწევ წარმატებას, რადგან სწორედ შესაძლებლობაა ის, რასაც წარმატებასთან მიყავხარ“ - ვირნერ სეჰაგი

9.„იყავი კეთილი, რამდენადაც შესაძლებელია. ეს ყოველთვის შესაძლებელია“ - დალაი ლამა

10.„პირველი ადამიანი, ვინც მჭირდება, როგორც ლიდერი, ვარ მე. ერთადერთი ადამიანი, ვისი შეცვლაც შემიძლია ვცადო, ვარ მე.“ - ჯონ მაქსველი

11.„მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობები და გამოცდილება.“ - სონია სოტომაიერი

12.„ჩვენ ენთუზიაზმს მეტად ვენდობით, ვიდრე ცოდნას. რაც არ უნდა გააკეთო, გამოიყენე მეტი ენთუზიაზმი და ადამიანებს აუცილებლად  მოეწონებათ ეს.“ - კრის მარტინი

13.„არ ვიცი რა არის წარმატების გასაღები, მაგრამ წარუმატებლობის გასაღებია ასიამოვნო ყველას.“ - ბილ კოსბი

14.„ზოგჯერ გასაჭირი არის ის, რაც წარმატებისთვის აუცილებლად გჭირდება.“ - ზიგ ზიგლარი

15.„ერთადერთი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, არის რამდენად ხარ მზად გაიღო მსხვერპლი წარმატებისთვის.“ - ლარი ფლინტი

 


lifehack.org

| გააზიარე
მოგწონთ?