საუკეთესო სამოტივაციო წიგნი პიროვნული განვითარებისთვის


ჯიმ რონი ამბობდა: „წიგნი, რომელსაც არ კიითხულობ ვერ დაგეხმარება.“ 

წარმოგიდგენთ სამოტივაციო წიგნებს, რომლებიც:
-    მოგიწოდებენ მოქმედებისკენ;
-    გიცვლიან შეხედულებებს;
-    გიღვიძებენ კრეატიულობას;
-    მართავენ შენს ცხოვრებას;
-    უზრუნველგყოფენ პრაქტიკული რეკომენდაციებით პირადი და პროფესიული წარმატებების მისაღწევად.

1. სუნ ძის „ომის ხელოვნება“
„ომის ხელოვნება“  შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ფართოდ წასაკითხ წიგნად, რომელიც გეხმარება სტრატეგიის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.  საუკეთესო გამონათქვამები წიგნიდან:

  • ''ბრძენი მეომარი თავს არიდებს ბრძოლას.''
  • ''ამგვარად, ომში გამოცდილი ადამიანები იპყრობენ მტრის არმიას ბრძოლის გარეშე... ისინი იმორჩილებენ მათ კარგი სტრატეგიის მეშვეობით.''
  • ''არ იყო მზად არის ყველაზე დიდი დანაშაული; იყო მზად წინასწარ რაიმე შემთხვევამდე ყველაზე დიდი ძალაა.''
  • ''ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბრძოლაში არის გასაოცარი სისწრაფე, არავინ მისცემს საკუთარ თავს უფლებას ხელიდან გაუშვას შესაძლებლობა''.


2. მიგელ რუიზის „ოთხი პირობა“
მიგელ რუზის მიხედვით, ცხოვრებაში ოთხი პირობა განსაზღვრავს ძირითად ნაბიჯებს თავისუფლებისკენ მიმავალ ბილიკზე:

  • ''იყავი შეუცდომელი საკუთარ სიტყვებთან.''
  • ''არაფერი მიიღო პირადულად.''
  • ''ნუ აიღებ ყველაფერს საკუთარ თავზე.''
  • ''ყოველთვის გააკეთე შენი მაქსიმუმი.''


სამოტივაციო წიგნების ძირითადი წინაპირობაა ამ ოთხი პირობის გულმოდგინე გამოყენება, რომლებსაც პიროვნულ თავისუფლებამდე მივყავართ.
საუკეთესო  გამონათქვამები წიგნიდან:
 

  • ''ყველა ადამიანი ხელოვანია; შენი ცხოვრების მიზანი კი მშვენიერი ხელოვნების ნიმუშის შექმნაა''.
  • ''შესაძლოა თავი ვერ დავაღწიოთ ბედისწერას, მაგრამ ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან გავუძლოთ მას, ან ვისიამოვნოთ ჩვენი ცხოვრებით.''
  • ''შენ აუცილებლად მიხვდები, რომ საკუთარი თავის ნდობა სხვების ნდობაზე უფრო მეტად გჭირდება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.''


3. სტეფენქოვეის მაღალეფექტური ადამიანების 7 უნარი: ეფექტური გაკვეთილები პიროვნული ცვლილებებზე
ეს საგანმანათლებლო და სამოტივაციო წიგნი პირველად გამოქვეყნდა 1989 წელს და მისი 25 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა ორმოცზე მეტ სხვადასხვა ენაზე მსოფლიოს მასშტაბით. წიგნის მიხედვით შემოთავაზებული 7 უნარია:
 

  • ''იყავი აქტიური''.
  • ''დაიწყე ფიქრი ბოლოდან''.
  • ''ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები პირველ ადგილზე დააყენე''.
  • ''იფიქრე - გამარჯვება - გამარჯვება (win-win)''.
  • ''პირველ რიგში, ეცადე რომ გაიგო, შემდეგ კი რომ იყოს გასაგები''.



4.როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა მათზე - დეილ კარნეგი
პრაქტიკული რჩევებით სავსე ეს სამოტივაციო წიგნი მოიცავს მრავალ არსებით მეთოდს, რათა შევძლოთ ადამიანების კონტროლი.
საუკეთესო გამონათქვამები წიგნიდან:
 

  • ''ბედნიერება არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რა გაგაჩნია, ვინ ხარ, საიდან მოხვედი ან რას საქმიანობ, არამედ მთავარია როგორ უყურებ ამ ყოველივეს თავად.''
  • ''სამყარო სავსეა მეთავისე და თავკერძა ადამიანებით, ამიტომაც გაცილებით დიდი უპირატესობით სარგებლობენ ის იშვიათი ინდივიდები, რომლებიც ეგოიზმის გარეშე ცდილობენ ემსახურონ სხვებს.''


5.''იფიქრე და გამდიდრდი" - ნაპოლეონ ჰილი
ავტორმა თავი მოუყარა ყველაზე წარმატებული და მდიდარი პიროვნებების ინტერვიუებს, რათა ჩამოეყალიბებინა საყოველთაო დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ყველა შეძლებს გახდეს წარმატებული.
საუკეთესო გამონათქვამები წიგნიდან:
 

  • ''ვერაფერი შეედრება შეუპოვრობას, ადამიანი, რომელიც მას საკუთარ ლოზუნგად აქცევს აღმოაჩენს, რომ ,,ადრინდელი ადამიანის წარუმატებლობას" ძალა ეცლება და ქრება, წარუმატებლობა ვერ უმკლავდება შეუპოვრობას.''
  • ''ადამიანთა უმრავლესობა მზადაა მოისროლოს საკუთარი მიზნები და დანებდეს პირველივე დაბრკოლების შეხვედრისას. მხოლოდ ცოტა მათგანი თუ აგრძელებს გზას ყველა დაბრკოლების მიუხედავად მანამ სანამ არ მიაღწევს მიზანს, ასეთებს მიეკუთვნებიან: ფორდი, კარნეგი, როკფელერი და ედისონი.''


რუსუდან დარსალია

| გააზიარე
მოგწონთ?