როგორ მოვამზადოთ ეფექტური ტექსტი სიტყვით გამოსვლისთვის?


ამ სტატიაში მოგაწოდებთ მცირე ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დაწეროთ სიტყვა, რათა უფრო ეფექტური იყოს მსმენელისთვის. თუმცა სანამ სიტყვას დაწერთ, უნდა დაფიქრდეთ, რა არის თქვენი მიზანი, რა გინდათ მიაწოდოთ და გააგებინოთ მსმენელს? რა შედეგი გსურთ გქონდეთ სიტყვის დასრულების შემდეგ?

სიტყვის სტრუქტურა შემდეგნაირია: შესავალში სასურველია მსმენელთან დაამყაროთ კონტაქტი, შექმნათ განწყობა, უთხრათ მსმენელს თუ რა საკითხებზე იქნება საუბარი, რას მოუტანს ეს გამოსვლა და რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი. ძირითადი ნაწილი ყველა საკვანძო საკითხს უნდა მოიცავდეს, განვითარდეს თემა, შესაძლოა მოიყვანოთ პრაქტიკული მაგალითები, რომ იყოთ უფრო დამაჯერებლები, ფაქტები და  ა.შ. ხოლო დასკვნა შეჯამებაა, იგი უნდა იყოს მოკლე და მკაფიო.

სიტყვის დაწერის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ დრო - თუ რა დრო გეთმობათ თქვენ. სიტყვით გამოსვლისას დიდი მნიშვნელობა აქვს ლექსიკას, უნდა გაითვალისწინოთ აუდიტორია და მათთვის ადვილად გასაგები და აღსაქმელი სიტყვები უნდა გამოიყენოთ ტექსტში.

ლექსიკის სწორად შესარჩევად გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც მოცემულია დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონის წიგნში ‘‘საზოგადოებასთან ურთიერთობა, სტრატეგია და ტაქტიკა’’.

 

●გამოიყენეთ პირის ნაცვალსახელები. ‘‘თქვენ’’, ‘‘ჩვენ’’ სასაუბრო ელფერს აძლევს სიტყვით გამოსვლას და აუდიტორიას მიანიშნებს, რომ გამომსვლელი მათ ესაუბრება.

●თავი აარიდეთ პროფესიულ ჟარგონებს. ყველა სფეროს აქვს სპეციალური ლექსიკა. ნუ გამოიყენებთ სიტყვებს ან აკრონომებს, რომლებიც უცხოა თქვენი აუდიტორიისთვის. თქვენ თუ იცით რას ნიშნავს ROI, შეიძლება, დამსწრეთა უმრავლესობამ ეს არ იცოდეს.

●გამოიყენეთ მარტივი სიტყვები: მაგალითად ნუ იტყვით  ‘‘ხელეწიფება’’, როდესაც შეგიძლიათ თქვათ ‘‘შეუძლია’’.

●დაამრგვალეთ რიცხვები. ნუ იტყვით "253.520,000’’ ვებ-გვერდი, თქვით ‘’ 250 მილიონზე მეტი ვებ-გვერდი’’

●გამოიყენეთ ზმნის აქტიური ფორმები: "თქვით ვფიქრობ", ნაცვლად იმისა, რომ თქვათ "ჩემი შეხედულებით’’

●თავი აარიდეთ პაუზის შემავსებელ ფრაზებს : "ცხადია, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, მაგრამ...", ანდა : ‘‘ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ...’’.

●ნუ გამოიყენებთ აღმატებით ფორმებს. უნდა შეელიოთ სიტყვებს ‘‘ძალიან’’ ან ‘‘ყველაზე’’. 

●გამოიყენეთ ციტატები. ჯერ წყარო დაასახელეთ, შემდეგ ნათქვამი პირდაპირი ფორმით. მაგალითად: "‘ნიუ–იორკ ტაიმსის’’ რეპორტიორმა ჯონ ბასკინმა დაწერა...’’

●დასვით შეკითხვები, ასე აუდიტორიას თანამონაწილედ აქცევთ: ‘‘ვინმემ ხომ არ იცის, რამდენია ოჯახის საშუალო შემოსავალი შეერთებულ შტატებში?’’ შეგიძლიათ, რიტორიკული კითხვებიც დასვათ: ‘‘რას იზამდით ამგვარ ვითარებაში?’’.

 

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ნამდვილად შეძლებთ, რომ თქვენი სიტყვით გამოსვლა საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოვიდეს.

 

| გააზიარე
მოგწონთ?