სურვილის ძალა


ზოგადად ადამიანები ზუსტად ისე ცხოვრობენ, როგორც სურთ რომ იცხოვრონ და უიღბლობაზე, წონაზე, ვერ აწყობილ კარიერაზე, პირად ცხოვრებაზე და ა.შ წუწუნი სრული აბსურდია, საკუთარ თავსაც ვგულისხმობ ბუნებრივია. სინამდვილეში, ისეთი ცხოვრება გვაქვს როგორიც თავად გვინდა და ზუსტად ისე ვცხოვრობთ როგორც თავად გვსურს. 
საწყის წერტილს ყველა მიზნის მისაღწევად წარმოადგენს სურვილი.

ცხოვრებაში ერთხელ, ყველა ადამიანმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს რა ჯობია და როგორც წესი ''ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვას''. სწორედ ეს არის შეცდომების გამოსწორების და მისი (ამ შემთხვევაში ადამიანის) წინსვლის სათავე.

როგორც წესი კი, ყველაფერი პირიქით ხდება ხოლმე. გვეშინია ცვლილებების და გავურბივართ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მისაღებია. ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ  გვაქვს საკმარისი დრო ცვლილებებისთვის, კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში და სწორედ აქ ვცდებით. გვავიწყდება, რომ თუ არ დავიწყეთ დღეს, ვერ დავიწყებთ ვერასდროს. ვცდილობთ გავექცეთ სირთულეებს, რაც გაცილებით მარტივია, ვივიწყებთ იმასაც, რომ, რასაც გავურბივართ, ის საბოლოოდ მაინც  ჩვენს თავში რჩება. ადამიანმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ თუ ერთხელ მაინც, მტკიცედ მოისურვებს რამე შეცვალოს, მთელი სამყარო შეუწყობს ხელს ამაში.  წარმატება ხომ პირდაპირ კავშირშია ცვლილებებთან.

მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის სულ რაღაც 1 დღეში გავხდები, რამდენჯერაც ეს კითხვა საკუთარ თავს დავუსვი, ''რა განსაზღვრავს წარმატებას კარიერასა და პირად ცხოვრებაში'' საბოლოოდ მაინც ერთ პასუხამდე მივედი: სურვილი.
აბა, თქვენ თუ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელსაც მთელი გულით მოუნდომებია რამე და ვერ მიუღწევია? ჰოდა ეგაა.

წარმატების მისაღწევად, სურვილის გარდა, უამრავი რამ არსებობს, რაც ადამიანს  სჭირდება, მაგალითად რწმენა. როცა ადამიანს საკუთარი თავის რწმენა აქვს, სჯერა წარმატების, საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების, ის აუცილებლად მიიღებს სასურველ შედეგს  კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია შედეგებზე, ძალიან იშვიათია რომ შეიცვალოს, ხოლო ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია შეცვლაზე, ის ყოველთვის მიიღებს სასურველ შედეგებს.

გზა, რომელიც წარმატებულ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე გადის, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ წარმატება სხვა არაფერია თუ არა ენთუზიაზმის შენარჩუნება უამრავი მარცხის მიუხედავად. უამრავი ადამიანი თავს მხოლოდ იმით იმართლებს, რომ ყველაფერი ისედაც ''ზემოთ'' წყდება ან სულაც უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ავიწყდებათ, რომ არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა. ადამიანს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მას პირველ რიგში საკუთარი თავი გააჩნია და ღრმად უნდა სწამდეს იმის, რომ ამ უკანასკნელთან ერთად ყველაფრის გაკეთებას შეძლებს, რასაც მოისურვებს.

თამარ მელაძე

| გააზიარე
მოგწონთ?