ნუ ელოდები შაბათ-კვირას, აისრულე სურვილი დღესვე!


თუ თქვენთვის მხოლოდ დასვენების დღეები არსებობს და უქმეებს ელოდებით იმისათვის, რომ მთელი კვირის ნანატრი სურვილები აისრულოთ, იქნებ დროა საკუთარ თავს შეკითხვა დაუსვათ, რას აკეთებთ არასწორად?

 

რა უნდა შევცვალოთ, რომ მხოლოდ შაბათი ან კვირა არ იყოს სანატრელი დღე? 

1.გამოიყენე შესვენების საათი, მაგალითისთვის, თუ მეგობრის ნახვა გინდა და ამაში სამსახური გიშლის ხელს, გამოიყენე ლანჩის დრო, შეხვდი ნეიტრალურ ზონაში, რაც მის და შენ სამსახურთან ხელმისაწვდომ ადგილზეა და ლანჩის თანხლებით მოახერხებთ საუბარს. ნუ გამოიყენებ  შესვენებისთვის განკუთვნილ საათს ისევ და ისევ მუშაობისთვის.

 

2.გამოიძინე კარგად, თუ გამუდმებით ძილის დეფიციტს განიცდი და სამსახურში დილიდანვე დაღლილი ხარ, ელოდები შაბათ-კვირას, რომ გეძინოს და დაისვენო, თავს ძალა დაატანე და შეცვალე ეს ჩვევა, საღამოს საქმეებს ნუ მოიტოვებ, ნუ გადაჰყვები ფილმის ყურებას, მოსწყდი სოციალურ ქსელებს, ან საქმიან დოკუმენტებს და დაიძინე ადრე, მერწმუნე ამას თუ ჩვევად გადააქცევ, დღისით ყველაფერს მოასწრებ. ორგანიზმი და გონება ორმაგი შემართებით მოგემსახურება, რადგან გამოძინებული იქნება.

 

3.ისწავლე საკითხის გამარტივება, მაგალითად, თუ შოპინგისთვის დრო არ გაქვს და გული გწყდება ამის გამო, მიუდექი საქმეს მარტივად, 21-ე საუკუნე გაძლევს იმის საშუალებას, რომ შეუკვეთო სასურველი ნივთი და ადგილზე მოგიტანონ, თუ მაინც და მაინც მაღაზიებში სიარული გხიბლავს, მოიძიე შენზე მორგებული მაღაზიები, რომელიც არასამუშაო საათებში მუშაობენ და სამსახურის მერე მიაკითხე, დაიკმაყოფილებ სურვილსაც და შეიძენ სასურველ ნივთს.

 

4.ისწავლე საქმის და სურვილის შეთავსება, თუ მინი მოგზაურობა, ან ბუნებაში გინდა გასვლა, გააფართოვე თანმხლებ პირთა სია, შესთავაზე თანამშრომლებს სამსახურის მერე ახლომახლო სადმე გასვლა, ან ექსკურსიის მოწყობა, ამით ორ საქმეს გააკეთებ, უფრო მეტად დაუმეგობრდები თანამშრომლებს და სურვილსაც აისრულებ შაბათ-კვირის ლოდინის გარეშე.

 

| გააზიარე
მოგწონთ?