იმოქმედე ეს ხომ მარტივია ?!


შენ!  დიახ,  შენ ვინც ამას კითხულობ  ესე იგი რაღაც  , მუხტს ეძებ რამაც მოქმედებისაკენ უნდა გიბიძგოს და რამდენი დღე , თვე, წელი გაილია სანამ ამ მომენტს ელოდები?! ალბათ მთელი შენი ცხოვრება, ვიღაცის მოლოდინში, რომ ის დაგეხმარება, აი ის ვიღაც შენთვის ყველაფერს გააკეთებს   და ის ვინც შენთან ერთად იქნება მუდამ.  გულახდილად  რომ გითხრა ის ვინც ამას გააკეთებს მხოლოდ შენ ხარ. შენ უნდა იზრუნო მისი უკეთესი ვერსიის შექმნაზე, რამე თუ არ მოგწონს  გეყოს გამბედაობა, ჩაიხედე სარკეში  და ხმამაღლა უთხარი საკუთარ თავს  „ ცვლილება გჭირდება“ , რაღაც არ გამოგივიდა? უთხარი სარკეში მყოფს „მერე რა?!“  ვინ არ დაცემულა, ვის არ დაუშვია შეცდომა? შეცდომა, ხომ  შენი მოქმედების შედეგია და ის უკვალოდ არ ჩაივლის, რადგან ის შენში ცვლილებას დატოვებს, ცვლილებას გამოცდილების სახით.  მეგობრულ რჩევას მოგცემ, მოქმედება დადებითი ფიქრებით დაიწყე, კონცენტრირდი  შენს ყველა წარმატებაზე რაზეც აქამდე მიგიღწევია,  ფიქრადაც არ გაივლო, რომ რაღაც არ შეგიძლია , იცი რატომ? იმიტომ , რომ იმ დროს , როცა შენ ამაზე ფიქრობ ვიღაც იმას აკეთებს, რაც   შენ შეუძლებლად მიიჩნიე.  გახსოვდეს ყველაფერს გონება მართავს, ყველაფერი შენს შიგნით ხდება,  ნუ იქნები სურვილებზე დამოკიდებული, მართე ისინი იმ მიმართულებით, რომ მიაღწიო წარმატებას, რადგან როგორც ამბობენ საკუთარი თავის სამოთხეც და ჯოჯოხეთიც თავად ხარ.  არ მისცე საკუთარ თავს უკან დახევის უფლება, არ მისცე ფიქრებს უფლება გმართონ, ფიქრები, რომლებიც  დროთა განმავლობაში შენ იდეებს, მიზნებს შთანთქავს.  რასაც არ უნდა აკეთებდე  და ფიქრობდე ყოველთვის  გახსოვსდეს  „ იმოქმედე, ეს ხომ მარტივია?!“ ,  ხშირად გაუმეორე ეს სიტყვები სარკეში მყოფ იმ ადამიანს , რომელსაც შენი დახმარება სჭირდება. იცი მეგობარო ჩემს საიდუმლოს გაგიმხელ სანამ ამ წერილს დავწერდი , ეს  შეუძლებლად მიმაჩნდა, თითქოს ვიღაცამ  მთელი სამყაროს ტვირთი მე გადმომილოცა, თუმცა ახლა ვფიქრობ ,  კარგია რომ ვიქმოქმედე , რადგან ეს ხომ მარტივია?!“ გახსოვდეს რა სიჩქარითაც არ უნდა მიდიოდე მთავარია არ გაჩერდე და კარგად დაიმახსოვრე „იმოქმედე, ეს ხომ მარტივია?!“.

| გააზიარე
მოგწონთ?