საუკეთესო თანამშრომლის 10 მთავარი თვისება


1. მშვენივრად ეწყობით კოლეგებს 
ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ თქვენ ნამდვილად მისაბაძი თანამშრომელი ხართ არის ის, რომ კარგად შეგიძლიათ გუნდური სამუშაოს შესრულება და ამავდროულად, კოლეგებთანაც მშვენიერი ურთიერთობა გაქვთ.

2. ხართ გულწრფელი
კარგი უფროსები ყოველთვის აფასებენ გულწრფელ ადამიანებს. როდესაც თქვენ შეგიძლიათ იყოთ გულახდილი და თქვენს აზრს ყოველთვის ღიად აფიქსირებთ, ეს ნამდვილად შესამჩნევი ხდება, განსაკუთრებით კი ისეთ კომპანიებში, სადაც ღირსეული კორპორატიული კულტურა აქვთ.

3.ზრუნავთ საკუთარი თავის განვითარებაზე
საუკეთესო თანამშრომლები არასდროს არიან კმაყოფილი არსებულით და მუდმივად სწავლობენ ახალ ტექნიკებს, ახალ მეთოდებს და იღწვიან, რომ უფრო ჭკვიანურად შეასრულონ სამუშაო. ისინი არ არიან მოდუნებულნი და ყოველთვის რაღაცის გაუმჯობესებას ცდილობენ.

4. იღებთ პასუხისმგებლობას
დიახ, საუკეთესო თანამშრომლები არ გაურბიან ვალდებულებებს, პირიქით, ისინი არიან ადამიანები, ვისზეც შეიძლება იმედების დამყარება.

5. ასრულებთ დაპირებებს
თუ თქვენ ყოველთვის ასრულებთ აღებულ პასუხისმგებლობას, გენდობიან და ზუსტად იციან, რომ შეუძლიათ დაგეყრდნონ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან ძვირფასი თანამშრომელი ხართ.

6. აღიარებთ კორპორატიულ კულტურას
რა თქმა უნდა, 100% შეიძლება ვერავინ მოდიოდეს თანხვედრაში კომპანიის პოლიტიკასთან, მაგრამ თუ თქვენ საკმაოდ კარგად ეგუებით სამუშაო გარემოს და მშვიდად შეგიძლიათ შეხვდეთ ნებისმიერ წინააღმდეგობას, ეს ძალიან კარგის ნიშანია.

7. ეხმარებით სხვებს
თუ თანამშრომლები მოგმართავენ დახმარებისთვის, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან კარგი კადრი ხართ. როდესაც  სხვებს რჩევებს აძლევთ ეს ნიშნავს, რომ არა მარტო საუკეთესოდ შეგიძლიათ გაართვათ თავი არსებულ დავალებას, არამედ  სხვებსაც აძლევთ ამის შანსს.

8. ხართ აქტიური
ეს ნიშნავს, რომ თქვენ კი არ ელოდებით, როდის დაგავალებენ რაიმეს, არამედ მუდმივად ეძებთ პრობლემებს და მუშაობთ მათი გადაჭრის გზებზე.

9.ყოველთვის ამთავრებთ იმას, რაც დაიწყეთ
ამბიციები და წარმოსახვის უნარი არაფერია, თუ არ არსებობს შრომისმოყვარეობა. შესაძლოა, უამრავი იდეა და გეგმები გაქვთ, თუმცა, თუ ერთი პროექტის დასრულებაც კი არ შეგიძლიათ, ვერასდროს იქნებით გამორჩეული კადრი. მენეჯერებს უყვართ ისეთი თანამშრომლები, რომლებიც ამბობენ, რის გაკეთებას აპირებენ, შემდეგ კი დებენ რეალურ შედეგებს.

10. ხართ კეთილსინდისიერი

შრომისმოყვარე, შეუპოვარი, მოწესრიგებული და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლები, ყოველთვის იმსახურებენ სხვების სიმპათიას.

თუ თქვენ აღმოაჩინეთ ეს თვისებები საკუთარ თავში, გილოცავთ! თქვენ ნამდვილად ბრწყინვალე თანამშრომელი ხართ. ხოლო თუ თვლით, რომ გაკლიათ ზოგიერთი თვისება, გული არ გაიტეხოთ, რადგან არასდროს არ არის გვიან. შეიძინეთ და გამოიმუშავეთ ეს უნარები.

გისურვებთ წარმატებას!


მარიამ ბეთხოშვილი
www.Businessinsider.com
 

| გააზიარე
მოგწონთ?