როგორ მივაღწიოთ წარმატებას, როცა ფორმულა არ ამართლებს?


რა არის წარმატება? მას შემდეგ რაც  წავიკითხე ბევრი წარმატებული ადამიანის წიგნი, ბიოგრაფია, პირადად გავესაუბრე უამრავ წარმატებულ ადამიანს მივხვდი, წარმატების ფორმულა, რომელიც ყველას მოერგება არ არსებობს, მაგრამ ყველას აქვს შესაძლებლობა შექმნას საკუთარი წარმატების ფორმულა.

რას ვაკეთებთ, როცა წარმატების მიღწევა გვსურს? ჩვენ ირგვლივ წარმატებულ ადამიანებს ვაკვირდებით და ვიწყებთ მათ მსგავსად მოქმედებას. გარკვეული დროის შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენ არ მიგვდის საქმე წინ, პირიქით, შესაძლოა პრობლემები დაგვემატოს. 

საქმე იმაშია, რომ სხვისი ფორმულის გამეორებით წარმატების მიღწევა შეუძლებელია. გრძელვადიანი წარმატება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა საკუთარ საქმეს პოულობ, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს და რაც საუკეთესოდ გამოგდის.

 

და მაინც, რა უნდა გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად?

 

1.იპოვე შენი საქმე და ამასთან კარგად გაიაზრე რას მოუტანს ეს სხვა ადამიანებს, სამყაროს, რითი გახდის მას უკეთესს.

2.მას შემდეგ, რაც ამ საქმეს იპოვი, მოძებნე ყველა, ვინც ამ სფეროში საუკეთესოა და აირჩიე შენთვის საუკეთესო მასწავლებელი - მენტორი და არ დაგენანოს ფულის დაბანდება საკუთარ განათლებაში - ეს ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა.

3.შექმენი სისტემა. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო ბევრი შრომა, სწავლა და შესაბამისად ენერგია დაგჭირდება, ამიტომ აუცილებელია შრომის და დასვენების შენზე მორგებული სისტემის შექმნა. აქ იგულისხმება სწორი კვება, ხარისხიანი და საკმარისი ძილი, ფიზიკური აქტივობა, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა. დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, ისწავლე მისი სწორად გადანაწილება.

4.დაწერე გრძელვადიანი გეგმა, წარმოიდგინე სად იქნები 5, 10 წლის შემდეგ. ცხადად და კონკრეტულად წარმოიდგინე როგორი იქნება შენი ცხოვრება ამ დროისთვის.

5.არ შეგეშინდეს წარმატების. მზად იყავი ყველა სირთულის გადასალახად. 

6.პირველ რიგში შენ უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და ირგვლივაც მხოლოდ ის ადამიანები შემოიკრიბე, ვისაც შენი სჯერა და ვინც წინსვლაში დაგეხმარება.

7.გადაგდი ყოველდღე პატარ-პატარა ნაბიჯები შენი წარმატებისაკენ!

| გააზიარე
მოგწონთ?