როგორ შევძლოთ სახლიდან მუშაობა პროდუქტიულად?


თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას სახლიდან გაუსვლელად მივიღოთ უამრავი მომსახურება და ჩვენც ვიმუშაოთ დისტანციურად.

ისევე როგორც ყველაფერს, სახლიდან მუშაობასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ პროცესში პოზიტიურია ის, რომ:

.არ გვიწევს ცივ ამინდში გარეთ გასვლა
.თავს ვარიდებთ გადატვირთულ მოძრაობას, საცობებს
.ვზოგავთ სახლიდან სამსახურამდე და სამსახურიდან სახლამდე მგზავრობაში დაკარგულ დროს.

არის რიგი საკითხები, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვანია, რათა უარყოფითმა მხარეებმა არ იჩინოს თავი და სახლიდან მუშაობა იყოს ნაყოფიერი. მაშ ასე, საჭიროა:

 

1. მოვაწყოთ ადგილი, საიდანაც შევძლებთ მუშაობას

პირველ რიგში აუცილებელია მოვაწყოთ სივრცე, საიდანაც შევძლებთ რეგულარულად დისტანციურად მუშაობას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თავიდან ავიცილოთ ოჯახის წევრების მხრიდან ან სხვა გარემო ფაქტორების ზეგავლენით მუშაობის პროცესის შეფერხება.

 

2.განვსაზღვროთ სამუშაო დრო

მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ჩვენი სამუშაო დრო და დღიურად შესასრულებელი სამუშაოს ოდენობა, სახე. ეს დაგვეხმარება უფრო მეტად მობილიზებაში და ორგანიზებულად შევძლებთ დროის გადანაწილებას სამსახურისთვის და სხვა პირადი საქმეებისთვის. სამუშაო დროის განსაზღვრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ დრო შესვენებისთვის, ლანჩისთვის.

 

3.ვიყოთ საკუთარი თავის მენეჯერები

ძალიან რთულია კომფორტულად სახლში ყოფნისას თვითკონტროლი და მუშაობაზე კონცენტრირება, თუმცა ნაყოფიერი შრომისა და თვითდისციპლინისათვის აუცილებელია ჩვენ ვიყოთ ჩვენი თავის მენეჯერები ანუ როგორც გავწერთ სამუშაო გეგმას, ვიმოქმედოთ იმ გეგმის შესაბამისად.

 

4.მოვახდინოთ ყურადღების მობილიზება

იფიქრეთ სამუშაოზე და მისი საუკეთესოდ შესრულების გზებზე. მუშაობის პროცესში ნუ გამოიყენებთ მობილურს არასამუშაო მიზნებისთვის. ასევე მოერიდეთ სოციალურ ქსელებს, რადგან აღნიშნული ქმედებები იწვევენ ადამიანის ყურადღების გაფანტვას. სამუშაო პროცესში მთლიანად დაკავდით თქვენი სამუშაოს შესრულებით, რაც აუცილებლად მოგიტანთ ნაყოფიერ შედეგებს. 
 

| გააზიარე
მოგწონთ?