ბრაიან თრეისის 21 ამბიციური რჩევა


გთავაზობთ ბრაიან თრეისის 21 ამბიციურ რჩევას იმისათვის, რომ სწორად დაისახოთ მიზნები და იპოვოთ მათი მიღწევის გონივრული მეთოდები:

 

1. „გამოამჟღავნე შენი შესაძლებლობები-ყოველთვის გახსოვდეს, შენი ბუნებრივი ნიჭი უსაზღვროა.

2. მართე შენი ცხოვრება: იმაზე, რასაც დღეს წარმოადგენ, თავიდან ბოლომდე მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი. შენი მიზნების მიმართულებით ყოველდღიურად რაღაც პროგრესული ნაბიჯი გადადგი.

3. კარგად ჩამოაყალიბე ღირებულებები: კარგად დაფიქრდი, სინამდვილეში რისი გჯერა და რა გადარდებს. არ გადაუხვიო იმ გზას, რომელზე სიარულიც, თვლი, რომ შენთვის უკეთესია.

4. გააანალიზე რწმენა-წარმოდგენები: უნდა გჯეროდეს, რომ შენი რწმენა-წარმოდგენები პოზიტიურია და თანხვედრაშია ყველაფერ იმასთან, რისი მიღწევაც შესაძლებელია.

5. შექმენი საკუთარი მომავალი: ისე დაგეგმე, თითქოს სასურველი ცხოვრების შესაქმნელად ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა გაქვს.

6. განსაზღვრე ჭეშმარიტი მიზნები: გახსოვდეს, ბედნიერებისა და პროდუქტიულობისთვის სიცხადე უმთავრესია.

7. გადაწყვიტე, რა იქნება შენი უმთავრესი მიზანი და მუდმივად იმუშავე მის მიღწევაზე.

8. თავიდან დაიწყე: სანამ მიზნისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამ, განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით გააანალიზე და ჩამოაყალიბე მომავალში რისი მიღწევა გსურს.

9. დაისახე ფინანსური  მიზნები. გააანალიზე შენი ფინანსური ცხოვრება და განსაზღვრე, რამდენის გამომუშავება გინდა მომავალ წლებში.

10. გახდი შენი საქმის ექსპერტი: ახლა, ამ კონკრეტულ მომენტშიც კი გაქვს შინაგანად იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ შენი მოღვაწეობის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო გახდე და წამყვან სპეციალისტთა რიგებს შეუერთდე. არ გაჩერდე მანამ, სანამ საწადელს არ მიაღწევ.

11. გაიუმჯობესე ოჯახური ცხოვრება და პირადი ურთიერთობები.

12. გაიუმჯობესე ჯანმრთელობა და იყავი ფორმაში.

13. გაზომე პროგრესი: მიზნისკენ მიმავალ გზაზე პროგრესის გასაკონტროლებლად შექმენი შედეგების ცხრილი, რომელიც იმის გარკვევაში დაგეხმარება, თუ რამდენად წახვედი წინ.

14. მოიშორე პრობლემები: საბედნიეროდ, პრობლემების გადაწყვეტაც ისეთი უნარია, რომელსაც შეგიძლია დაეუფლო და ამგვარად, შენს მიზნებს იმაზე სწრაფად მიაღწიო, ვიდრე გეგონა.

15. გქონდეს ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან. შენს არჩევანს, ვისთან ერთად იცხოვრებ, იმუშავებ და უბრალოდ, ურთიერთობა გექნება, შენს წარმატებაზე დიდი გავლენა ექნება. დაიმახსოვრე: ,,თუ გინდა, რომ არწივი იყო, არწივებთან ერთად უნდა იფრინო."

16. შეადგინე მოქმედების გეგმა: ადამიანი, რომელსაც კარგად მოფიქრებული, გონივრული და ჩამოყალიბებული გეგმა აქვს, ბევრად უფრო ეფექტიანად იმოქმედებს, ვიდრე გენიოსი, რომელსაც მგავსი არაფერი გააჩნია.

17. დრო ჭკვიანურად გამოიყენე: მუშაობის დაწყებამდე ყოველთვის განსაზღვრე პრიორიტეტები და იმაზე კონცენტრირდი, როგორ გამოიყენო შენს ხელთ არსებული დრო.

18. შენს მიზნებს ყოველდღიურად გადახედე: დარწმუნდი, რომ ისევ იმაზე მუშაობ, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ გზიდან არ გადაგიხვევია.

19. მიზანი მუდმივად თვალწინ გქონდეს: წარმოსახვა წინასწარ გიჩვენებს რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ  შენს ცხოვრებაში, მოიზიდავს მას და რეალობად აქცევს.

20. გაააქტიურე ზეცნობიერი: შენში და შენ გარშემო სამყაროში წარმოუდგენელი ძალა არსებობს,  რომელიც ყველაფერს მოგცემს, რაც გინდა და გჭირდება.

21. არ დანებდე: შეუპოვრობა - ამოქმედებული თვითდისციპლინა და საკუთარი თავისადმი რწმენის ჭეშმარიტი საზომია. გადაწყვიტე, რომ არასოდეს დანებდები!“

 


ბრაიან თრეისის ,,მიზნების" მიხედვით

| გააზიარე
მოგწონთ?