განათლება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია - გამონათქვამები


დღევანდელ სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე ,,ძლიერი იარაღი’’, რაც შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს - ცოდნაა. წარმატებულ ადამიანთა უმრავლესობა თანხმდება, რომ განათლება ჩვენი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია.

 

გთავაზობთ გამონათქვამებს განათლების მნიშვნელობის შესახებ:

 

●„განათლება ადამიანს ღირსებას მატებს, როცა კი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის მონობისთვის დაბადებული არ არის". (დენი დიდრო)

●„განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც მკვდარსა და ცოცხალს შორის". (არისტოტელე)

●„ცივილიზაციის წარმატება გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული". (ჰენრი ტომას ბოკლი)

●„წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარს და სიმშვიდეს იძლევა". (ციცერონი)

●„წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან ცხოვრების ყოველ განსაცდელში, შეგიძლიათ მათ მიმართოთ, წიგნები არასოდეს გიღალატებენ". (ალფონს დოდე)

●„როცა ადამიანი კითხვას წყვეტს, აზროვნებასაც წყვეტს". (დენი დიდრო)

●„ჭკვიანი ადამიანი ირგვლივ ხედავს განუზომელ შესაძლებლობებს, სულელი კი შესაძლებლობად თვლის იმას, რაც აქვს". (დენი დიდრო)

●„რაც უნდა ის ილაპარაკონ, მაგრამ სიტყვებს და იდეებს სამყაროს შეცვლა შეუძლიათ". (მკვდარი პოეტების საზოგადოება)

●„განათლება დიდებული საშუალებაა პიროვნების განვითარებისათვის. სწორედ განათლების წყალობით შეიძლება გახდეს გლეხის შვილი - ექიმი, მეშახტის შვილი - შახტის დირექტორი, ფერმერის შვილი - ქვეყნის პრეზიდენტი". (ნელსონ მანდელა)

●„თითქმის ყოველთვის და ყველგან, სადაც გონივრული არგუმენტი მთავრდება, იწყება ყვირილი". (ლეონარდო და ვინჩი)

●„ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი გონებაა". (ჯონ ლოკი)

●„სწავლას მხოლოდ ძალიან ჭკვიანები და ძალიან სულელები არ ექვემდებარებიან". (მენ-ძი)

●„სწავლულმა იცის რა არის უვიცი, რადგან ის ოდესღაც თავად იყო ასეთი, მაგრამ უვიცს არ ესმის სწავლულის მდგომარეობა, რადგან ის არც არასდროს ყოფილა სწავლული". (ფიხტე)

 

ხატია სირბილაძე

| გააზიარე
მოგწონთ?