10 ჯადოსნური ფრაზა ჰარი პოტერიდან, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ


არის დღეები, როდესაც გეჩვენება, რომ ყველაფერი უარესობისკენ მიდის და ერთადერთი, რასაც ნატრობ შენი პრობლემებისათვის ჯადოსნური გადაწყვეტის მოძებნაა, რომ უბრალოდ ჰოგვორტსში აპარაცია შეგეძლოს (მართლაც, რა მაგარი იქნებოდა მაგიურ სამყაროში ერთი ხელის მოსმით გადასვლა რომ შეიძლებოდეს?). 

სამწუხაროდ, როგორც ისტორიის სახელმძღვანელი იუწყება, ჰოგვორტსის მიწებზე აპარაცია აკრძალული და შეუძლებელია. 

თუმცა, საბედნიეროდ, ჯადოქრობის გარეშე არცერთ დღესთან შეგებება არ გვიწევს, რადგან მცირედი მოტივაციის მოძებნა ყოველთვის შეიძლება პოტერიადის გვერდებიდან. ყოველთვის გახსოვდეთ ჯოან როულინგის სიტყვები:

„სიტყვები, ჩემი არცთუ მოკრძალებული აზრით, ჩვენი ყველაზე ამოუწურავი ჯადოსნობის წყაროა."

 

აქციეთ ქვემოთ მოყვანილი ფრაზები მაგიის ყოველდღიურ მარაგად, ამობეჭდეთ, ჩასვით ჩარჩოში, ჩამოკიდეთ კედელზე და იმეორეთ გონებაში, როდესაც თავს ცუდად იგრძნობთ და გამხნევება დაგჭირდებათ მორიგი დღის გადასალახად! 

 

ნუ მისცემთ სხვებს საშუალებას მხოლოდ თქვენი უნარების მიხედვით შეგაფასონ

„ჩვენს რეალურ არსსა და პიროვნებას ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს და არა ჩვენი შესაძლებლობები“

 

შეიცანით სიმამაცის რეალური არსი 

„უდიდეს სიმამაცეს მოითხოვს მტრების პირისპირ დადგომა, თუმცა არანაკლები გამბედაობაა საჭირო, რომ მეგობრებს მხარში დაუდგე.“

 

ნუ შეგაშინებთ თქვენი ბნელი მხარე, თუკი სწორ პრიორიტეტს დასახავთ

„ყველას გვაქვს ნათელი და ბნელი მხარე. მთავარი ის არის, თუ რომელს ვირჩევთ, რადგან სწორედ ეს არჩევანი განგვსაზღვრავს“

 

თქვენს პიროვნებას განსაზღვრავთ მხოლოდ თქვენ

„მთავარი არ არის როგორად დაიბადე, მთავარია როგორი პიროვნება გაიზრდები.“

 

შეიყვარეთ თქვენი რეალური სახე და ნუ შეგრცხვებათ მისი 

„მე ის ვარ, ვინც ვარ და ამის არ მრცხვენია. „ნურასდროს შეგრცხვება“,- ასე მეუბნებოდა ჩემი მოხუცი მამა,- „ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგიპირისპირდებიან, მაგრამ მათზე ფიქრი შეწუხებად არ ღირს.“ 

 

ირწმუნეთ თქვენი ფანტაზიების, რადგან ისინი რეალობის ნაწილია

„რადგან რაღაც შენს თავში ხდება, არ ნიშნავს, რომ რეალური არ არის“

 

შეწყვიტეთ დაკარგულზე დარდი და შეეგებეთ მოულოდნელობებს

„ყველაფერი, რასაც ვკარგავთ საბოლოოდ აუცილებლად იპოვის უკან დასაბრუნებელ გზას, თუმცა არა ყოველთვის იმ ფორმით, რომლითაც ველით.“ 

 

შეიცანით თქვენი რეალური ძალა და ნუ შეგეშინდებათ წინამძღოლობის 

„საინტერესოა, რომ ძალაუფლებისათვის ყველაზე შესაფერის ადამიანებს არასდროს ჰქონიათ მისი მოპოვების მცდელობა. შენნაირ ადამიანებს ჰარი, წინამძღოლობის ტვირთი აწევთ მხრებზე, ასე რომ, აიღე და შემოისხი მანტია, რადგან ვალდებული ხარ. თავადაც გაოცებული დარჩები, როდესაც აღმოაჩენ რამდენად კარგად გერგება ის.“

 

ბოლომდე იბრძოლეთ დასახული მიზნის მისაღწევად

„მე არ შევწყვეტ მცდელობას, სანამ მიზანს არ მივაღწევ - ან მოვკვდები. არ გეგონოს, არ ვიცოდე რად შეიძლება დამიჯდეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მისი ფასი ვიცი. წლების მანძილზე ვიცოდი.“ 

 

ბედნიერება არასდროსაა მიუღწეველი

„ბედნიერების პოვნა ყოველთვისაა შესაძლებელი, მხოლოდ უნდა გახსოვდეს, რომ სინათლის ანთებაა საჭირო.“ 

გულგატეხილობისა და გადაჭარბებული იმედგაცრუების ჟამს ხშირად კარგავთ სიკეთისა და ბედნიერების რწმენას, თავდაჯერებულობის შეგრძნებასა და საკუთარი თავის ხელში აყვანის უნარს, რაც შემდგომში თქვენს წარუმატებელ დღეზე აისახება. არასდროს მისცეთ თქვენს თავს დანებების უფლება, შეულოცეთ თქვენს გულს LUMOS MAXIMA (თვალის მომჭრელი სინათლის შელოცვა) და ყოველთვის გახსოვდეთ: „ნუ მისცემთ მაგლებს თქვენი დამარცხების საშუალებას!“ 

| გააზიარე
მოგწონთ?