ეფექტური საკომუნიკაციო უნარები


ძლიერი საკომუნიკაციო უნარების განვითარება მნიშვნელოვანია როგორც პირადი ცხოვრების, ასევე წარმატებული კარიერის ჩამოყალიბებისთვის.

ამერიკელთა 80%-ზე მეტს მიაჩნია, რომ დამსაქმებლებთან ურთიერთობისას  კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ნდობის მოსაპოვებლად. კომუნიკაბელურ თანამშრომლებს არ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, კარგად გამოსდით გუნდური მუშაობა, ამიტომაც მათი  არჩევისას ამ უნარს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.

კომუნიკაცია ბუნებრივი უნარია, თუმცა შესაძლებელია მისი გამომუშავებაც. იმისათვის, რომ გახდეთ საუკეთესო მოსაუბრე, არსებობს რამდენიმე ეფექტური საკომუნიკაციო უნარი:

  • მოსმენა -  კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ასპექტია, რაც ხელს უწყობს  თანამოსაუბრეებს შორის უფრო ძლიერი და ღრმა ურთიერთობის დამყარებას.  ადამიანს სჭირდება  იმის განცდა, რომ მისი ესმით. მოსმენის დროს  დაუქნიეთ თავი თანამოსაუბრეს, დაამყარეთ მასთან თვალით კონტაქტი. ამით აჩვენებთ, რომ გესმით მისი საუბარი. დასვით შეკითხვები, რათა ადამიანს დარჩეს განცდა, რომ გინდათ, მეტი  გაიგოთ  მისი ნათქვამიდან.
  • თანაგრძნობა - უნდა გქონდეთ  სხვა ადამიანის გრძნობებისა და  რწმენის  გააზრების უნარი. თანაგრძნობა ქმნის საერთო სივრცეს, როდესაც შეგიძლიათ, თანამოსაუბრეს გაუგოთ. ეს მას გაუძლიერებს თქვენთან კომუნიკაციის უნარს.  ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაუკავშირდებით მის ემოციებს, იფიქრებს, რომ ვერ უგებთ, და თქვენთან ურთიერთობის სურვილიც არ ექნება.
  • სიმტკიც-  თქვით თქვენი სათქმელი თავდაჯერებულად. ადამიანთან საუბრისას გსურთ, შთაბეჭდილება მოახდინოთ მასზე, თუმცა ხშირად ამას ვერ ახერხებთ, რადგან არ გაქვთ საკმარისი სიმტკიცე.  წინა პლანზე დააყენეთ  საკუთარი აზრი. გქონდეთ ისეთი პოზიცია, რომ  სერიოზულად აღიქვან თქვენი განზრახვები და იდეები.
  • ავთენტურობ- იყავით გულახდილი საკუთარ თავთან, თქვით თქვენი სათქმელი. ხალხის უმეტესობას უნდა, იყვნენ თავაზიანები, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია, თუმცა  არანაკლებ უნდა  გაღელვებდეთ  ის, ხართ  თუ არა გულახდილი საკუთარ თავთან. ამისათვის კი ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენი ფასეულობები. იყავით გულწრფელი, რადგან თქვენს ხელოვნურობას მეორე მხარე აუცილებლად შეამჩნევს.
  • გონებაგახსნილობა - არ უგულებელყოთ  განსხვავებული აზრი მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენს შეხედულებებს არ ემთხვევა. ადამიანს უნდა   საუბარი მასთან, ვინც მოუსმენს და გაითვალისწინებს მის იდეებს, არამარტო ზედაპირულად, არამედ - გულახდილად. თუ არ მოგწონთ სხვისი იდეა, მოუსმინეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ათვისება მოგიწევთ. თუ არ იქნებით  მიღებისუნარიანი, გაგიჭირდებათ ადამიანებთან კომუნიკაცია.
  • პირდაპირობა -  ხშირად ადამიანი ისმენს სიტყვებს, მაგრამ იჯერებს სხვა რაღაცას, რაც განსხვავდება  სათქმელისგან. თქვენი განზრახვა უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც გაიგო მეორე ადამიანმა. ამიტომ არ ისაუბროთ ზედაპირულად და ბუნდოვნად, რადგან ნათქვამი შესაძლოა, ბევრნაირად გაიგონ. თუ ადამიანები თქვენს ნათქვამს განსხვავებულად იგებენ, შესაძლოა, პრობლემა მათში კიარა, თქვენშია სწორედ იმ მიზეზით, რომ არ საუბრობთ  მკაფიოდ და კონკრეტულად.

იმუშავეთ თითოეული უნარის განვითარებაზე და იპოვეთ გზები, თუ როგორ შეგიძლიათ, გახადოთ თქვენი კომუნიკაცია  უფრო ეფექტური.


წყარო:

https://www.actualized.org/ 

https://blog.smarp.com/top-5-communication-skills-and-how-to-improve-them

| გააზიარე
მოგწონთ?