დაზოგეთ 5 წამი უკეთესობისთვის


დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რას ვაკეთებთ მთელი დღის განმავლობაში, დროის რა ნაწილს ვხარჯავთ გააზრებულად, რამდენი რამის მოსწრება შეგვეძლო და რა შევძელით?

ადამიანები მუდმივად დროის უკმარისობას განიცდიან. ხშირად იმაზეც ფიქრობენ, რომ ერთი დღე რამდენიმე საათით მეტი რომ იყოს, ბევრად ნაყოფიერი იქნებოდა. მაგრამ საათების რაოდენობა არ არის პრობლემა, პრობლემა  თითოეული ასეთი ადამიანია, რადგან ვერ ანაწილებენ დროს სწორად.

ყოველდღე, საღამოს დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, 24 საათიდან რამდენი წუთი იყო ნაყოფიერი, შედეგიანი, მიზანმიმართული, დამაკმაყოფილებელი ან გაფლანგული და უაზრო.
 

საინტერესოა, რა ხდება სამყაროში 5 წამის მანძილზე?

● მზადდება და ისმევა 70 ფინჯანი ჩაი, 254 ფინჯანი ყავა

● Facebook-ში იგზავნება 205 000 წერილი

● იქმნება 50 000 ვებ-გვერდი

● იგზავნება 17 000 000  ელექტრონული წერილი

● Amazon ყიდის 7 000 დოლარის ღირებულების საქონელს

● Nike გამოიმუშავებს 3 000 დოლარს

● დედამიწაზე ეშვება 1 თვითმფრინავი

● იბადება 21 ბავშვი

● ბილ გეითსი გამოიმუშავებს 1 250 დოლარს

● იხარჯება რამოდენიმე ტონა ნავთობი

და ასე დაუსრულებლად ხდება ის, რისი მომსწრენი ჩვენც ვართ.

ჩნდება კითხვა, რას ვაკეთებთ ჩვენ 5 წამში?

რეალურად დრო ყოველთვის იმაზე მეტი გვჭირდება, ვიდრე გვაქვს. შეეცადეთ არ დაკარგოთ არც ერთი წამი, თუნდაც გამოიყენეთ 5 წამის პრინციპი, თქვენ ხომ უკვე იცით, რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ამ დროში. ასე რომ გაიღვიძეთ იმაზე ადრე, ვიდრე გუშინ, სამსახურში მიდით 5 წამით ადრე, ისაუზმეთ 5 წამით სწრაფად, გაგზავნეთ ფოსტა იმაზე ადრე, ვიდრე ელოდებიან, შეხვედრაზეც მიდით 5 წამით ადრე, ასე ხომ ბევრი 5 წამი დაგეზოგებათ და შეგროვებული დროით შეძლებთ დატკბეთ დღის მანძილზე მიღწეული შედეგებით.

მართეთ დრო და გახადეთ თითოეული წამი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

| გააზიარე
მოგწონთ?