შენ გაქვს ,,არ დანებების “ არჩევანი.


როცა არჩევანს შენ აკეთებ, პასუხისმგებლობაც შენ გეკისრება.

არ დანებდე -  უბრალო სიტყვები არის, ამ სიტყვათა შეთანხმებას გააზრება და შესისხლხორცება სჭირდება.

რთულია არ დანებდე, როცა რაღაც არ გამოდის;

რთულია არ დანებდე, როცა გეუბნებიან რომ არ გამოვა;

რთულია არ დანებდე, როცა ბევრჯერ სცადე და მაინც არ გამოვიდა;

რთულია…

მაგრამ, მიუხედავად ამ სირთულისა  არებობს ერთი მაგრამ...

ასეთი გამოთქმაა - თუ 24 საათის განმავლობაში შეუჩერებლად ისვრი შუბს სამიზნე დაფისკენ, შეუძლებელია მიზანს ერთხელ შემთხვევით მაინც არ გაარტყა - ეს ზუსტად აღწერს არ დანებების მიზეზს. მტკიცედ უნდა გჯეროდეს, რომ თუ მიზნისკენ შეუპოვრად მოძრაობ, მოძრაობ და ისევ მოძრაობ, სიცივის, სიცხის, პრობლემების თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების პარალელურად, რომლებიც მოგიწოდებენ რომ დანებდე და შენ მაინც არ აქცევ მათ ,,ხმაურს“ ყურადღებას, ერთ დღესაც შენი მიზანი ხელშესახები რეალობა იქნება.

და მაშინ,

მაშინ დაგავიწყდება დროის ყველა რთული მონაკვეთი, რომელიც უკან მოიტოვე.

მაშინ მიხვდები, რომ შენმა არჩევანმა გაამართლა.

მაშინ შეიგრძნობ, რომ გაცილებით ძლიერი ხარ.

მაშინ უკვე შენთვის შეუძლებელი აღარაფერი იქნება, იმიტომ რომ შენ უკვე გექნება არ დანებების გამოცდილება.

 

არასოდეს არასოდეს არასოდეს არ დანებდე.

გააკეთე ,,არ დანებების“ არჩევანი, შენი მიზნები გელოდებიან.

| გააზიარე
მოგწონთ?