რას აკეთებს 15 წარმატებული და ცნობილი ადამიანი გაღვიძებისას


ამბობენ, დილა ადამიანის დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიაო. თითქოს, დილის განწყობა მთელი დღე თან გვყვება. ამიტომ დავიწყოთ დილა ენთუზიაზმით, ენერგიულად, იქნება ეს დილის იოგა, გემრიელი საუზმე თუ იმ დღისთვის წინასწარ გაწერილი გეგმა. აი 15 ყველაზე წარმატებული ადამიანის დილის რიტუალი:

 

1. მარკ კუბანი

დილის რუტინებზე თუ ვსაუბრობთ, ,,Dallas Mavericks'’-ის მფლობელი აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ალბათ მისი რიტუალი ყველაზე მარტივია, დილას ის მუშაობით იწყებს. მისი აზრით წარმატება არის მიზეზი იმისა, თუ რატომ იღვიძებს ყოველ დღე ის ღიმილით, ესაა ყველაზე დიდი პოზიტივი მისთვის.

 

2. ბარაკ ობამა

ბარაკ ობამამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე დატოვა წელს, არც ერთი უქმე დღე და ათასობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, მისთვის ყოველი დილა დღისთვის მზადება იყო. მისი ყოველი დღე იწყებოდა ერთი წესით - მას უმნიშვნელო პრობლემებით არ უნდა შეეწუხებინა თავი, აი მაგალითად, რა უნდოდა მას საუზმედ, ან რის ჩაცმას გადაწყვეტდა. მისთვის მთავარი დღის განმავლობაში შესასრულებელი მისიები იყო, თუმცა ვარჯიშისთვის დროს მაშინაც პოულობდა. ყოველ დილით 45 წთ-ის კარდიო ვარჯიშები ობამას დილის განუყოფელი ნაწილი იყო და კვლავაც არის.

 

3. დუეინ ჯონსონი 'The Rock' 

ჯონსონი სისხამ დილით იღვიძებს, გარიჟრაჟისას, ალბათ მაშინ, როდესაც უმეტესობას ჯერ კიდევ სძინავთ. დილითვე იწყებს უცვლელ ვარჯიშის რეჟიმს: ერთი ჭიქა ყავის შემდეგ იწყებს კარდიო ვარჯიშებს. მისთვის ეს რუტინა ძალიან მნიშვნელოვანია, დიეტაც საკმაოდ მკაცრი აქვს, მისი აზრით ყველაზე კარგი საშუალება ჯანსაღი კვების დაწყების, საკვების წინასწარ დამზადებაა. 

 

4. ჯენიფერ ენისტონი

როცა მუშაობს 4-ზე იღვიძებს, როცა ისვენებს უფრო გვიანაც 9-მდე დგება. მაგრამ 5 რამ არ იცვლება მის დილის რიტუალში :

1.ცხელი წყალი ლიმონით

2.პირის დაბანა

3.მედიტაცია

4.საუზმე

5.ვარჯიში

 

5. კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი დილის 6 საათზე იღვიძებს და პირველი რასაც აკეთებს, ბავშვების შემოწმებაა. საუბრობს დღის გეგმებზე. კიმი შემდეგ სავარჯიშოდ მიდის, ერთსაათიანი სირბილის შემდეგ ბრუნდება, ახალგაღვიძებულ შვილებს ეგებება და მათთან ერთად მიირთმევს საუზმეს. ასეთია მილიონერი ქალის დილა.

 

6. ოპრა უინფრი

მედიის დედოფალი ოპრა უინფრი დღეს მედიტაციით იწყებს, თავის საიტზე oprah.com-ზე საუბრობს იმაზე, თუ როგორ ეხმარება ყოველ დილით მედიტაცია დღის წარმატებით გაგრძელებაში. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ოპრამ უმასპინძლა მედიტაციის გამოწვევას Deepak Chopra-სთან ერთად.

 

7. რიჩარდ ბრენსონი

რიჩარდ ბრენსონი, Virgin Group-ის დამაარსებელიც „ტოროლა“ გახლავთ. ცნობილია, რომ მისი დღე დილის 5 საათზე იწყება, მისი თქმით, რაც უფრო ადრე იწყება მისი დილა, მით უფრო წარმატებულია დღე. ამ დროს მას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ იყოს საყვარელ ოჯახთან. 

 

8. უორენ ბაფეტი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ინვესტორი დღეს არც მეტი არც ნაკლები კითხვით იწყებს. რა თქმა უნდა, კითხვას დღის განმავლობაშიც განაგრძობს. მისი თქმით კითხვა აუცილებელია. ყველას გვირჩევს, რომ დღეში 500 გვერდი მაინც წავიკითხოთ!

 

9. ტონი რობინსი

როგორ იწყებს ნიუ-იორკ თაიმსის ბესთსელერების ავტორი თავის დღეს? ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დღეს ყველაფრის აწონ-დაწონვით იწყებს. მადლიერებას გამოთქვამს იმისათვის, რაც აქვს, ამასთან ერთად ლოცულობს თავისთვის და საყვარელი ოჯახისთვის, შემდგომ კი ფიქრობს მომავალი გეგმების შესახებ.

 

10. დედოფალი ელისაბედ მეორე

გაინტერესებთ, როგორი დილის რიტუალი აქვს მის ბრწყინვალებას? დედოფალი ყოველ დილით 7:30 სთ-ზე დგება, მისი დილა იწყება: ერთი ჭიქა ინგლისური ჩაით, ორცხობილებით, გაზეთებით და დილის რადიოთი.

 

11. სკოტ ადამსი

ადამსი ამბობს, რომ ყოველ ღამე თავის მაღვიძარას აყენებს 5 საათზე, მაგრამ მზადაა ნებისმიერ დროს ადგეს 3:30-ის შემდეგ. მისი საუზმე ყოველდღე უცვლელია - ყავა და პროტეინის ფილა. ეს რიტუალი მისი წარმატების გარანტია.

 

12. კევინ ო ლირი

ყოველ დილით, 5:45-ზე იღვიძებს. პირველ რიგში, ამოწმებს აზიურ და ევროპულ ფასიანი ქაღალდების ბაზარს. შემდეგ კი კარდიო ვარჯიშების დროა ტელევიზორთან ერთად.

 

13. ჯონ პოლ დეჯორია

ბილიონერი დეჯორია, სხვებთან შედარებით უფრო მშვიდად იწყებს დღეს. პირველი ხუთი წუთი ისვენებს. არ ფიქრობს მომავალ გეგმებზე. უბრალოდ მადლიერია იმის, რაც აქვს, შემდეგ კი ყავას მიირთმევს - ყველაზე ხშირად კაპუჩინოს.

 

14. ტიმ ფერისი

„4 საათიანი სამუშაო კვირის ავტორს“ აქვს 5 პუნქტიანი დილის რიტუალი:

1. საწოლის გასწორება

2. მედიტაცია 20 წუთი

3. ხერხემლის ვარჯიშები

4. შავი ჩაი

5. მისი გრძნობების და გეგმების ჟურნალში ჩამოწერა


15. მიშელ გასი

მიშელი კიდევ ერთი ბიზნეს ლიდერია, რომელიც ფიქრობს, რომ ადრე ადგომა წარმატებული დღის გარანტია. დილას იწყებს სირბილით.


როგორც ხედავთ, ამ 15 ყველაზე წარმატებული ადამიანის დილა ძალიან ადრე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკმაოდ ენერგიულად იწყება.

„ყოველი დღე არის ახალი შანსი, რომ შეცვალო შენი ცხოვრება და აიხდინო ოცნებები.“ 

 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?