15 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავკავდეთ ხელოვნებით


ხელოვნების ნიჭი - იქნება ეს მუსიკა, მხატვრობა თუ ფერწერა - თანდაყოლილია, თუმცა აღმოჩენა სჭირდება. ყველა, ვინც ამბობს: ,,მე არ მაქვს შემოქმედებითი უნარი“ ცდება. სინამდვილეში ეს ნიშნავს: ,,მე არასდროს მიცდია“.

ხელოვნება ჩვენშია, მთავარია ის აღმოვაჩინოთ. შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე აღმატებული გრძნობაა, როცა სიცოცხლეს აძლევ რაიმე ორიგინალურს, რაც შენიდან მოდის და სამყაროს უზიარებ.


ჯერ არ ხართ დარწმუნებული, რატომ უნდა დაკავდეთ ხელოვნებით? გთავაზობთ 15 მიზეზს, რათა დარწმუნდეთ:


1. შემოქმედებითობა წარმატების გარანტია

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაზარდოთ შინაგანი შემოქმედებითობა. ეს წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

2. ხელოვნება გამოწვევაა მთელი სიცოცხლის მანძილზე და უსასრულო ინტელექტუალური თავსატეხია

რაც უფრო მეტია პროგრესი ხელოვნებაში, მით ნაკლები ვიცით მის შესახებ. ეს შესანიშნავია, ვინაიდან უზრუნველყოფს განცდას, რომ აღმოსაჩენი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ეს შთააგონებს ადამიანს არა მხოლოდ ხელოვნებისთვის, არამედ ცხოვრების ყველა სფეროსთვის.

 

3. თქვენ შეხვდებით საინტერესო ადამიანებს და ნამდვილ ურთიერთობას დაამყარებთ

ხელოვნება დიდებული შესაძლებლობაა, რომ გახდეთ უფრო გახსნილი პიროვნება და დაუკავშირდეთ მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს.


4. ციფრული ტექნოლოგიები შესაძლებელს ხდის თქვენი შედეგები მარტივად  გაუზიაროთ მსოფლიოს

მუსიკას ქმნით, ფოტოგრაფიაში ხართ თუ ვიზუალურ ხელოვნებაში, ახლა მარტივია მაუსის ერთი დაწკაპუნებით გაუზიაროთ თქვენი შედეგები ათასობით ადამიანს.


5. არ არსებობს ამაზე უფრო დიდი თავისუფლების განცდა

ხელოვნების ნიმუშის შექმნის მომენტი არის თავისუფლების განცდის ყველაზე აღმატებული წუთები, რაც კი გამოგიცდიათ.

 

6. არ არსებობს მცდარი პასუხი

შეგიძლია გააკეთო ნებისმიერი რამ, რაც გსურს და თუ ეს სიამოვნებას განიჭებს, არ აქვს მნიშვნელობა როგორია ის. არ არსებობს მცდარი პასუხი. შეგიძლია არც კი გაუზიარო მსოფლიოს. 

 

7. დიახ, თქვენ შეგიძლიათ

თუ არ ქმნი რაიმეს, ეს ნიშნავს რომ სრულად არ იყებენ შენს შინაგან შესაძლებლობებს. დიახ, შენ შეგიძლია!

 

8. კულინარია ხელოვნებაა, წერა ხელოვნებაა, კომედია ხელოვნებაა, ფოტოგრაფია ხელოვნებაა, მებაღეობა ხელოვნებაა

ხელოვნება, იმის მიუხედავად თუ რას აკეთებთ, არის ნამდვილად ფართო ცნება. ის რასაც მე ვაკეთებ არ შემოიფარგლება იმით, თუ რა არის ხელოვნება სხვისი აზრით. იპოვეთ რა შემოქმედებითი ენერგია მოდის შიგნიდან და რა არის ბუნებრივი თქვენთვის.

 

9. ხელახლა აღმოაჩენთ საკუთარ თავს

იმ დროის განმავლობაში, რომელსაც მარტო გაატარებთ შემოქმედებითი დავალების შესრულებისას, აღმოაჩნეთ, რომ უფრო მეტი შეგძლებიათ, ვიდრე წარმოგედგინათ.

 

10. თქვენ მოთხოვთ საკუთარ თავს განვითარებას

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამ ხელოვნებაში არის ის, რომ ხელოვნება არასდროს სრულდება და თუ ერთხელ ნამდვილად მოხვდებით მასში, თქვენ აუცილებლად დაიწყებთ განვითარებას.

 

11. ხელოვნება არის აზროვნების სტიმულატორი

თქვენი გონება მუდმივად ახალი ფიქრებით, იდეებით და წარმოსახვებით დაიმუხტება. ის საუკეთესო ,,ვიტამინია."

 

12. ეს შეცვლის თქვენს შეხედულებას სამყაროზე

თქვენ დაიწყებთ სილამაზის დანახვას იქ, სადაც აქამდე ვერაფერს ამჩნევდით.


13. ხელოვნება საკუთარი თავის გამოხატვის ყველაზე ღრმა ფორმაა

თქვენ შეძლებთ, რომ თქვენი ფიქრები, ემოციები, განცდები ასახოთ ხელოვნებაში და ამით თქვენი პოროვნული თვისებები წარმოაჩინოთ.

 

14. გამოხატავთ ზედმეტ ემოციებს

თუ იმედგაცრუებული, დათრგუნული, გაღიზიანებული, გაბრაზებული ხართ, ხელოვნება საუკეთესო პირადი მკურნალია სტრესული სიტუაციების დროს.

 

15. შეცვლით ადამიანთა ცხოვრებას

გასაოცარი, მოულოდნელი შედეგი ხელოვნების არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ბედნიერების მოტანა ათასობით ადამიანისთვის, რომელთაც არც კი შეხვედრილხართ.


და ბოლოს, ხელოვნება - ეს არის ის, რაც ადამიანებს აძლევს ცხოვრების მამოძრავებელ ძალას, იპოვე ეს ნიჭი შენში.

 

thefuturebuzz.com

| გააზიარე
მოგწონთ?