მაიკლ ჯეფრი ჯორდანი


მაიკლ ჯეფრი ჯორდანი დაიბადა 1963 წლის 17 თებერვალს  ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში. იგი არ გახლდათ გამორჩეული ოჯახის შვილი და როგორც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ საკმაოდ რთული, ბარიერებით აღსავსე ცხოვრება ქონდა. მას, რა თქმა უნდა, მარტივად და მოკლე დროში არ მიუღწევია წარმატებისთვის, როგორც თვითონ აღნიშნავს მან თავის კარიერაში, 9000-ზე მეტი მეტი გასროლა ააცილა მიზანს. წააგო თითქმის 300 თამაში, 26-ჯერ ააცილა ჯარიმა, რომელიც თამაშის ბედს წყვეტდა. ცხოვრებაში ძალიან ძალიან ბევრჯერ დამარცხებულა და სწორედ ამიტომაცაა, რომ წარმატებული არის.

ვფიქრობ, დამეთანხმებით თუ ვიტყვი, რომ ასეთი წარუმატებლობის და ამდენი მარცხის შემდეგ ადამიანთა უმრავლესობა ხელს ჩაიქნევდა, შეეგუებოდა ბედს. თუმცა მაიკლ ჯორდანმა მიუხედავად ამდენი მარცხისა, უამრავი დაბრკოლებისა. მიუხედავად იმისა, რომ მას მოუკლეს მამა, რამაც მაიკლზე უარყოფითი გავლენა იქონია და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პერიოდი ჯორდანი ამ ამბავმა უკან დახია, მან მაინც შეძლო ბრძოლის გაგრძელება და წარმატების მიღწევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, დასახელდა ლეგენდარულ ამერიკელ კალათბურთელად, შეძლო 6 NBA ჩემპიონატის ტიტულის მოპოვება და სარგებლობს კალათბურთის მეფის სახელით.

მაიკლ ჯორდანის წარმატების საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ მას არ ეშინია მარცხის, ის არ ჩერდება წაგების შემდეგ, აგრძელებს ბრძოლას და  მარცხისაგან მიღებულ პრაქტიკას იყენებს თავის სასარგებლოდ. ამას ამტკიცემს მისივე ნათქვამიც: "თუ მიზნისაკენ სავალ გზაზე წინააღმდეგობა შეგხვდა, არ გამობრუნდე. ეცადე რამენაირად გადალახო ის. შემოუარე ან თავი აარიდე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უკან არ გაბრუნდე."

მაიკლ ჯორდანის შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენს ბიზნესიდან შემოსული თანხა. მაგ: ყოფილ კალათბურთელს კონტრაქტი აქვს ვიდეოთამაშების მწარმოებელ EA Sports Madden-თან. ასევე  თანამშრომლობს კომპანიებთან Gatorade, Hanes, Upper Deck და სხვა. აქედან ჩანს რომ მაიკლი არის როგორც სპორტის სამყაროს ლეგენდა, ასევე დაინტერესებულია ბიზნესით და წარმატებულად მოღვაწეობს ამ სფეროში, რაც მას ცნობისმოყვარე და სიახლეებით დაინტერესებულ ადამიანად წარმოაჩენს.

მისი ბიოგრაფიის გაცნობა პირადად ჩემთვის იყო დიდი ინსპირაცია, გამხადა უფრო მოტივირებული და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ წარმატების მიღწევა, მისი შენარჩუნება არის მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე, უწყვეტი განვითარება, საკუთარი თავის დახვეწა, სხვადასხვა უნარ-ჩვევების შეძენა და დაჟინებული ბრძოლა საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის.

"ვიღაცას სურს, რომ რაღაც მოხდეს. ბევრი ოცნებობს, რომ რაღაც მოხდეს. სხვა ცდილობს, რომ რაღაც მოხდეს. მე ამ უკანასკნელთ მივეკუთვნები" - ამბობს ჯორდანი.

დიახ, მეც მიმაჩნია, რომ მაიკლის წარმატების საიდუმლო, მისი მიღწევები მისივე მოქმედების, ბრძოლის შედეგია. ვთვლი, რომ ადამიანმა თუ არ იმოქმედე მიზნების განსახორციელებლად მაშინ მათი ახდენის სურვილზე ფიქრს არ აქვს აზრი, თუ ადამიანმა არ გადადგი პირველი ნაბიჯი ვერასოდეს გაივლი გზას, ვერასდროს იმოგზაურებ საინტერესო ცხოვრებაში და მუდამ იდგები გაყინული ერთ ადგილზე ლამაზ გზაზე სეირნობის სურვილით შეპყრობილი.

"წაგებას, ჩავარდნას, მარცხს გადავიტან, მაგრამ არასდროს შევეგუები გამარჯვებაზე უარის თქმას!" -ამბობს მაიკლ ჯორდანი. შესაბამისად ნუ იტყვით უარს გამარჯვებაზე, იბრძოლეთ თქვენი მიზნების განხორციელებისთვის. არასოდეს დანებდეთ და სცადეთ გამარჯვებამდე!
დააკაკუნეთ კარებზე, რათა გაგიღონ!
 

| გააზიარე
მოგწონთ?