როგორ მოვხვდეთ ჰავაიზე, ანუ როგორ ვიპოვოთ მოტივაცია!


აკეთეთ ის, რაც მოგწონთ
უმრავლესობას გვაქვს სამსახური, რომელზეც არ ვგიჟდებით, საქმე, რომლის კეთებაც არ გვსურს და საქმეთა ჩამონათვალი, რომელშიც სხვას გადავუხდიდით თანხას. ეს ჩამონათვალი არასდროს გაქრება, ამიტომ ჩვენ ის უფრო სასიამოვნო პროცესად უნდა ვაქციოთ. თუ რაღაც არ მოგვწონს, შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს.

დაფიქრდით თქვენს სამსახურზე, როგორ შეიძლება გავხადოთ ის უკეთესი? შეგიძლიათ მოითხოვოთ კონკრეტული პროექტი, რომლითაც დაინტერესებული ხართ? როგორ ანაწილებთ დროს? თუ შემუშავებული გეგმა სრული უაზრობაა, შექმენით ახალი! შეცვალეთ გზები და არა მიზნები.

გამოიყენეთ ბონუსები
ეს საკითხი ფრთხილად უნდა განიხილოს. თუ ეფექტურად და ეკონომიურად მოქმედებთ, ჯილდო შესაძლოა დიდი აღმოჩნდეს. საქმის დასრულებისთანავე შეგიძლიათ დააჯილდოვოთ საკუთარი თავი. ამ კვირის მანძილზე ყოველდღე მუშაობდით? შესანიშნავია! აიღეთ ერთი დასვენების დღე და მიუძღვენით საკუთარ თავს!

არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების
ზოგჯერ მიზნის მისაღწევად ისეთი რამ უნდა გავაკეთოთ, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია. ტექნიკური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, შეცდომები სარგებლობის მომტანია, შეცდომებზე ვსწავლობთ, ვიზრდებით, ისინი მიზანს ემსახურება. შეცდომის დაშვების შიში მცდელობებს გვაშორებს.კომფორტის ზონაში დარჩენის სურვილი ადამიანური ბუნებაა. დასახულის მისაღწევად საჭიროა გააკეთოთ ის, რისი კეთებაც არ იცით. არ მისცეთ შეცდომებს თქვენი უკან დახევის საშუალება.

შეინარჩუნეთ თქვენს ირგვლივ არსებული ყველა მოტივატორი
ეს ძალზე ადვილია. ჩვენ გვჭირდება შეხსენება, რომ წინ ვისწრაფოდეთ. ბუნებრივია მწყობრიდან გამოსვლა და დავიწყება იმისა, თუ რა გვსურს. ირგვლივ მყოფი ხალხი შესაძლოა იყოს შესანიშნავი მოტივატორი! უთხარით ყველას, რომ 10 კილოგრამის დაკლება გსურთ, დარწმუნებული იყავით, რომ მოგცემენ უამრავ მარტივ რჩევას და პასუხისმგებლობის გრძნობასაც შეგინარჩუნებენ.

იყავით კარგ კამპანიაში!
სამწუხაროდ, ზოგჯერ ხალხი დემოტივატორიცაა. ყველას გვყავს დეპრესიული მეგობარი,წარმატებისკენ სწრაფვისას კი აუცილებლად გვესაჭიროება ნამდვილი გულშემატკივარი. ირგვლივ აუცილებლად მოიძებნება რამდენიმე ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ კონცენტრირებაში. გვერდით იმ ადამიანის ყოფნა, ვინც ზუსტად ის გზა გამოიარა, რასაც ახლა თქვენ გადიხართ, ძალიან სასარგებლოა! ესაუბრეთ მათ! მათი მოტივირებულობა და გამტანობა შესაძლოა სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ!

განაგრძეთ სწავლა
ხანგრძლივი პერსპექტივის მიზნებისკენ სწრაფვისას ძალზე რთულია მოტივაციის დონის შენარჩუნება. ამიტომ არ უნდა შეწყვიტოთ სწავლა, რათა მსგავს მახეებს თავი აარიდოთ. თუ წონის დაკლება გსურთ, იკითხეთ მეტი წონაში კლების შესახებ, გადახედეთ ბლოგებს, ესაუბრეთ სავარჯიშო დარბაზების მწვრთნელებს. სიახლეების გაგება გონებასაც გააჯანსაღებს.

შეედარეთ მხოლოდ საკუთარ თავს
სწრაფი მოტივაციის ეფექტი საკუთარი თავის სხვაზე შედარებით მიიღწევა. მაგრამ დაფიქრდით, იქნებით კი თქვენ ოდესმე მათ ადგილას, ან ისინი თქვენს ადგილას? იმისათვის, რომ გაიგოთ სად ხართ, უნდა იცოდეთ თუ სად იყავით.

დაეხმარეთ სხვებს
როდესაც მიზანთან ახლოს ხართ, ე.ი დიდი მანძილი განვლეთ და გარკვეული ცოდნა და გამოცდილებაც დააგროვეთ, მაშასადამე გაუზიარეთ ის სხვებს! ამით მხოლოდ თქვენ კი არ აიმაღლებთ მოტივაციის დონეს, არამედ სხვებსაც აუმაღლებთ. ნუთუ თქვენ არ გსურდათ გყოლოდათ გვერდით ვინმე, ვინც მიზნისკენ სწრაფვაში დაგეხმარებოდათ? დაეხმარეთ სხვებს და ისინი თქვენი წარმატებითა და პროგრესულობით უფრო დადებითად დაიმუხტებიან.

დაისახეთ დიდი მიზნები
როგორც კი პატარა მიზნებს მიაღწევთ და დაძლევთ, სხვა გზა აღარ დაგრჩებათ,- წინსვლა უნდა განაგრძოთ! თამაშის დრო დამთავრდა, უმაღლესი ლიგის დროა. საუბარი მოტივაციაზეა! სწორედ ახლა თქვენ შეგიძლიათ ჰავაისკენ მიმავალი მარშრუტი დაისახოთ! (იმ საცურაო კოსტიუმსაც მოირგებთ!) ეცადეთ საბოლოო სურათი მკაფიოდ წარმოიდგინოთ, რათა დავიწყებას არ მიეცეს. თქვენ ხომ ზუსტად იცით, თუ რატომ არის გვირაბის ბოლოს სინათლე? რას იზამთ როდესაც ამ მიზანსაც მიაღწევთ? რა თქმა უნდა უნდა განაგრძოთ!


სალომე მარშანია

| გააზიარე
მოგწონთ?