,,მედლის ორი მხარე" - ანუ თუ უბრალოდ გადაიღალეთ


● დაგღალათ ყოველდღიურობამ? მოგბეზრდათ სამსახურში სიარული?

● გაინტერესებთ, როგორ შეინარჩუნოთ სამსახურიდან მოსულმა კარგი განწყობა?

 

21-ე საუკუნეში ვერავის გააკვირვებთ იმით, რომ სამსახური დამღლელია, რომ ბევრს მუშაობთ კარგი ცხოვრების მოსაწყობად და ა.შ. მით უფრო, რომ ადამიანები ერთ სამსახურსაც კი აღარ სჯერდებიან და რამდენიმე ადგილას მუშაობენ.

თუ დააკვირდებით მიხვდებით, რომ წარმატების ერთ-ერთ მთავარი გასაღები „არ დანებებაა“. საკუთარ თავს ხშირად უნდა მიაწოდოთ მოტივაციის და პოზიტივის დოზა. ეს აუცილებელია! თუ თქვენ ყოველი სამუშაო დღის შემდეგ გონებას გადაიღლით ფიქრით, რომ მოგბეზრდათ ერთი და იგივე, ამით მხოლოდ ის მოხდება, რომ სამყაროში არსებული კარგი მომენტები გამოგრჩებათ. უნდა შეძლოთ, რომ გონება გეხმარებოდეთ ირგვლივ არსებული მოვლენების კარგი მხარეების აღმოჩენაში. ეს საჭიროა, რომ შეგიმსუბუქდეთ დაღლილობა, გახდეთ ამტანი  და ადვილად დაძლიოთ ყოველდღიური რუტინა.

„ადრე თუ გვიან ყველა სამსახური შეიძლება გახდეს მომაბეზრებელი“ და იცით რატომ? თქვენ ეს ინფორმაცია ვიღაცამ შთაგაგონათ. არადა ეს მითია! ამოიგდეთ გონებიდან მსგავსი შეხედულება იმიტომ, რომ ის ხელს გიშლით დაინახოთ რეალური სურათი იმის, რაც გაქვთ.

წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი ოცნებობს, რომ ჰქონდეს სამსახური. როგორ ეძებენ ისინი ყოველდღე საარსებო წყაროს, თავისი საქმისთვის სასურველ გარემოს და ა.შ. და თქვენ უკმაყოფილო ხართ, რომ ის გაგაჩნიათ?! ისწავლეთ იმის დაფასება, რაც გაქვთ. შემდეგ კი წარმოიდგინეთ, რომ არა თქვენი სამსახური რა იქნებოდა თქვენი ცხოვრება?! მე დაგეხმარებით ამის წარმოდგენაში:

 

●არ გექნებოდათ შემოსავალი.

●მოგიწევდათ სახლში უსაქმოდ ყოფნა.

●არსებულ ენერგიას მოახმარდით იმაზე ფიქრს, თუ როგორ არ გამიმართლათ

●ვერ გააფარდოვებდით სანაცნობო წრეს.

●მაშინ, როდესაც ყველა თქვენი მეგობარი დაკავებული იქნებოდა, მოგიწევდათ ლოდინი სანამ ისინი გამონახავდნენ დროს.

 

მოკლედ ამ სიას შეიძლება უსასრულო ჩამონათვალი ჰქონდეს. ხოლო მაშინ, როდესაც თქვენ გაქვთ სამსახური ყველაფერი პირიქითაა.

გიყვარდეთ თქვენი საქმიანობა, „იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყველაფერი ლამაზდება“, მიუდექით მას პასუხისმგებლობით. შესთავაზეთ თანამშრომლებს ერთად საღამოს გატარება, რათა უკეთ გაიცნოთ ისინი. ასე სამსახურში სიარული უფრო სასურველი გახდება.

გახსოვდეთ - სიყვარულით გაკეთებული საქმე, ყოველთვის გამოიღებს სიკეთის ნაყოფს. ეცადეთ ყოველთვის დაინახოთ მედლის ორივე მხარე და კონცენტრირდეთ დადებითზე.

 

| გააზიარე
მოგწონთ?