როგორ დავიმსახუროთ ადამიანების სიმპათია


ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გადატვირთულია ისეთი ურთიერთობებით, რომლებშიც ჩვენი თავის გამომჟღავნება გვიწევს და ვცდილობთ ყველგან კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ. ადამიანების გარკვეული ნაწილი სულაც არ აქცევს ყურადღებას თავის რეპუტაციას. მათგან ხშირად გაიგებთ მსგავს ფრაზას: ''რაც ვარ ეს ვარ, მე ვერ შევიცვლები". ეს არასწორი დამოკიდებულებაა. დიახ, ადამიანები იცვლებიან და ჩვენც უნდა ვეცადოთ ყოველდღე გავაუმჯობესოთ საკუთარი ქცევები, ამისთვის კი უნდა ვიცოდეთ, როგორი ადამიანები იმსახურებენ სხვების პატივისცემას და რა ჩვევები აქვთ მათ ისეთი, რაც სხვის თვალში მათ მოსაწონ ადამიანებად წარმოაჩენს.

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც სიმპათიის მოპოვებაში დაგეხმარებათ:

იყავით გაწონასწორებული
ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება წონასწორობის შენარჩუნებაა. კარგია, როდესაც ზუსტად იცი რომელ სიტუაციაში როგორ მოიქცე, ზედმეტად არ ერევი სხვის საქმეში და საჭირო დროს შეგიძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება.

უთხარით სხვებს კომპლიმენტები
აუცილებელია, რომ კომპლიმენტების თქმა ჩვევად აქციოთ. ამით აღნიშნავთ, რომ ამჩნევთ სხვებს და მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობთ. ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ყველა ადამიანი დადებითი არაა, თუმცა იმის უნარი, რომ ადამიანებში მაინც დაინახოთ კარგი მხარე, ბევრად უფრო გაგიადვილებთ ურთიერთობებს.

იყავით გულწრფელი
როდესაც მკაფიოდ და გასაგებად აფიქსირებთ საკუთარ აზრს და ეს ყველაფერი სრულიად ობიექტურია, ამით ადამიანების ნდობას იმსახურებთ. რა თქმა უნდა, პირდაპირობა დასაფასებელი თვისებაა, თუმცა სათქმელს გარკვეული მიდგომა და ფორმულირება სჭირდება, რომ პირდაპირი ნათქვამი უხეშობად არ ჩაგეთვალოთ. როცა ამას კარგად ახერხებთ, ადამიანებს მოსწონხართ და მზად არიან გკითხონ რჩევები, გაგიზიარონ აზრები და საიდუმლოებებიც კი, ეს ყველაფერი, საბოლოოდ, გამორჩეულ ადამიანად გაყალიბებთ.

მზად იყავით განვითარებისთვის
იმისათვის, რომ მუდმივად ვიწვევდეთ ხალხის სიმპათიას, არასდროს უნდა ვთქვათ უარი განვითარებაზე. ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ სხვის რჩევებს და ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია. ასევე საჭიროა გვიყვარდეს სიახლეები, შეგვეძლოს ახალ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება, რადგან ფართო სანაცნობო წრე, რომელიც გვაფასებს, კიდევ უფრო მოსაწონ ადამიანად გვაყალიბებს.

იყავით მხიარული
ხართ მხიარული ადამიანი? მაშინ თქვენ ყველა გზა ხსნილი გაქვს, რადგან არავის სურს ურთიერთობაა ისეთ ადამიანთან, ვინც სულ გაბრაზებული ან მოწყენილია. იმისათვის, რომ ადამიანებს მოსწონდეთ და მათგან დადებით ემოციებს იღებდეთ, ჯერ თქვენ გაუზიარეთ მათ საკუთარი პოზიტივი.

ბოლოს კი გეტყვით, რომ დღევანდელ სამყაროში ჩვენ ყველას გვჭირდება უკეთესობისკენ შეცვლა და ეს სხვადასხვა თვისების გაუმჯობესებით უნდა დავიწყოთ. იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო დადებითი და ჰარმონიული იყოს, შექმენით ისეთი პიროვნება თქვენი სახით, რომელიც ყველას მოეწონება და ამით თქვენც ბედნიერად იგრძნობთ თავს.
 

| გააზიარე
მოგწონთ?