თუ მოტივაცია შემოგაკლდათ, მაშინ ეს სწორედ თქვენთვისაა


წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხშირად დგება მომენტი, როცა ყველაფრით ვიღლებით, თითქოს ყველაფერი აზრს კარგავს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამდენ შრომას აზრი არ აქვს, არაფერი გამოვა. ასეთი მომენტი ყველა ჩვენგანის ცხვოვრებაში ერთხელ მაინც დგება და ამის მიზეზი სხვადასხვა ფსიქოლოგიური მომენტია, თუმცა ამ დროს მთავარია არ მოვდუნდეთ, დავიბრუნოთ ცხოვრების მოტივაცია და გავიხსენოთ, თუ რატომ დავისახეთ ესეთი მიზანი და რატომ დავიწყეთ საერთოდ ამ მიზნისკენ სწარფვა...

იმისათვის, რომ ასეთ მომენტებში შევინაჩუნოთ სიმშვიდე, გავაძლიეროთ საკუთარი თავის რწმენა და შევძლოთ განვაგრძოთ გზა, გვჭირდება რამე, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება და ხშირად ეს საჭირო დროს ნაპოვნი, საჭირო სიტყვები და რჩევებია, რომელსაც ცნობილი ადამიანები გვაძლევენ.

დღევანდელ სტატიაში გავაერთიანე ცნობილი ადამიანების ისეთი გამონათქვამები, რომლებიც პოზიტიურ გავლენას მოახდენენ თქვენზე, მოგცემენ მოტივაციას და დაგეხმარებიან ამაყად განაგრძოთ წარამატებისკენ შეუჩერებლად სვლა...

მაშ ასე, გაეცანით მათ და აქციეთ ისინი თქვენი ცხოვრების დევიზად:

•    ''რაც უფრო რთულია ბრძოლა, მით უფრო დიდია ტრიუმფი.'' თომას პაინე

•    ''წარუმატებლობა სანელებელია, რომელიც წარმატებას გემოს აძლევს.'' თრუმენ კაპოტე

•   ''წარმატებულად გასროლის შანსის ასივე პროცენტს დაკარგავ, თუ საერთოდ არ გაისვრი.'' ვაინ გრეცკი

•    ''შესაძლებლობა კარზე არ აკაკუნებს. იგი ჩნდება მაშინ, როდესაც აღებთ კარს.'' კაილ ჩენდლერი

•    ''კარიერის განმავლობაში, მე არ გამოვიყენე 9000-მდე შანსი, წავაგე 300-მდე თამაში, 26-ჯერ მეგონა რომ თამაშისთვის გადამწყვეტ მომგებიან ბურთს ჩავაგდებდი, მაგრამ შევცდი. მე ვმარცხდებოდი კიდევ და კიდევ. სწორედ ამან მაქცია წარმატებულად.'' მაიკლ ჯორდანი

•    ''როდესაც ფიქრობ, რომ შეძლებ და როდესაც ფიქრობ რომ ვერ შეძლებ, შენ ორივე შემთხვევაში მართალი ხარ.'' ჰენრი ფორდი

•    ''ერთი ადამიანის ძალა რომელსაც სწამს უდრის 99 ადამიანის ძალას, რომელთაც მხოლოდ ინტერესი ამოძრავებთ.'' პეტერ მარშალი

•     ''თუ შეგიძლია იოცნებო, ესე იგი შეგიძლია გააკეთო კიდეც.''  უოლტ დისნეი

•    ''ადამიანები ხშირად უშვებენ შანსს, რადგან ის შემოსილია უნიფორმაში და გამოიყურება როგორც სამსახური.'' ტომას ედისონი

•    ''ყოველთვის როდესაც, ცუდი რამ შეგემთხვევა შთააგონე შენს თავს: ''ეს შემთხვევა კი არ არის ჩემი უბედერების წყარო, პირიქით, მისი ღირსეულად დათმენის უნარია ბედნიერება.’’  მარკუს ავრელიუსი

ყოველთვის როცა დანებებას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ, აქ მოცემული რჩევები და შეუპოვრად განაგრძეთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სვლა. თქვენ ეს ნამდვილად შეგიძლიათ!


მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?