4 ცხოვრებისეული გაკვეთილი ბავშვებისგან


ბავშვებისგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ბევრი რამის სწავლა, რადგან ისინი ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გზა ბავშვობაში დასაბრუნებლად, მათი რჩევები შეგვიძლია ცხოვრებისეულ გაკვეთილად გამოვიყენოთ.
 

1. დასვით შეკითხვები

ბავშვები ყოველთვის შეიმეცნებენ, სვამენ კითხვებს, იკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობას. ჩვენ, ზრდასრული ადამიანები, ვერიდებით მსგავსად მოქცევას, რის გამოც გარკვეულ დროს და რესურსებს ვხარჯავთ და ხშირად გაურკვევლობაშიც ვიგდებთ თავს. შესაბამისად, უნდა ავიღოთ მაგალითი ბავშვებისგან, დავსვათ კითხვები და მივიღოთ უფრო მეტი საჭირო პასუხი.
       

2. არ  გეშინოდეს  შეცდომების

ბავშვები ყოველთვის ახლის ძიებაში არიან, სწრაფად აღწევენ მიზანს და უშიშრად მოქმედებენ. მათთვის დამარცხება ჩვეულებრივი მომენტია, ისინი უსასრულოდ ცდიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.

მივბაძოთ ამ მხრივ ბავშვებს, ისინი ხომ არ ნებდებიან, გადმოვიტანოთ პირად მაგალითზე და მივაღწევთ წარმატებას პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. 

 

,,ყველა ბავშვი მხატვარია. სირთულე იმაშია, რომ დარჩე მხატვრად ბავშვის ასაკიდან გამოსვლისას” - პაბლო  პიკასო.

 

3. იყავი  გამბედავი

დიდ ადამიანებს ბავშვებისგან განსხვავებით, აკლიათ გამბედაობა, პატარებმა იციან თუ არა, მაინც ხტებიან, ადიან სახურავებზე, არიან მამაცები და უშიშრები.

არ გეშინოდეთ, იყავით გამბედავები, როცა საქმე თქვენი მიზნის მიღწევას ეხება.

 

4. იოცნებე

ბევრ მოზარდს ოცნების ეშინია, ხალხის აზრიდან გამომდინარე. ბავშვებს არ აქვთ ამ ტიპის დათრგუნვა, არ ერიდებიან ოცნებას. ნებისმიერ პატარას რომ ჰკითხოთ, გიპასუხებთ რაზე ოცნებობს, ან ვინ სურს გამოვიდეს. მათი პასუხები კი ასეთი თამამი იქნება: „პრინცესა”, „ასტრონავტი”, „პირველი ქალი პრეზიდენტი”, „ბეისბოლის მოთამაშე” და ა.შ. ეს არის საკმაოდ დიდი და ამაღელვებელი ოცნებები. ისინი თქვენც უნდა გქონდეთ!

 


addicted2success.com

| გააზიარე
მოგწონთ?