16 სავარჯიშო იმისთვის, რომ დავძლიოთ სტრესი


სტრესი თითქმის ყველა ჩვენგანის ცხოვრების ნაწილია. ის დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათზე, ქცევაზე და მოვლენების აღქმაზე. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ მას.

 

1. დაადგინეთ სტრესის მიზეზი

დააკვირდით რატომ გაქვთ პანიკის შეტევა, რა იწვევს მას? შიშთან გამკლავება უფრო ადვილია, როდესაც ნათელია, თუ რა არის ეს. როცა გაარკვევთ რისი გეშინიათ, უნდა შეიმუშაოთ ტექნიკა მასთან გასამკლავებლად.

 

2. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები

სანამ შიშთან ბრძოლისთვის ტექნიკას მოიფიქრებთ, მანამ დაუსვით თავს შეკითხვები:

- გრძელვადიანი მუშაობა დაგჭირდებათ თუ ხანმოკლე?

- რა შეიძლება გაკეთდეს შფოთვის მორიგი შეტევის თავიდან ასაცილებლად?

 

3. შეეგუეთ უარესს

როცა გამოსავალს ვერ ხედავთ დაფიქრდით: ყველაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს და შემდგომ  ეცადეთ ის  გამოასწოროთ.

 

4. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე

ხშირად შფოთვისას ყურადღებას არ ვაქცევთ მოვლენის დადებით მხარეს და მხოლოდ უარყოფით ჭრილში განვიხილავთ. გახსოვდეთ: ნათელი და ბნელი თანაარსებობენ.

 

5. მოერიდეთ არასწორ ფიქრებს

ნუ იმოქმედებთ პრინციპით: ,,ან ყველაფერი ან არაფერი“, რადგან შედეგი არ იქნება კარგი ან ცუდი. დავუშვათ, რომ შედეგი იყოს კარგსა და ცუდს შორის.

 

6. ღრმად ისუნთქეთ

ეს დაგეხმარებათ სწრაფად დამშვიდდეთ. გარდა ამისა, ის სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

 

7. დაკავდით სპორტით

რეგულარული ვარჯიში დროთა განმავლობაში შეამცირებს სტრესს და ღელვას.

 

8. აიღეთ შესვენება

თუკი შფოთვას გრძნობთ, წადით სასეირნოდ ან მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას.

 

9. მიირთვით ჯანსაღი საკვები

სხვადასხვა კვლევით დამტკიცებულია, რომ არაჯანსაღი საკვები იწვევს გაღიზიანებას. ამიტომაც მიიღეთ მეტი ხილი და ბოსტნეული.

 

10. დაითვალეთ ათამდე

ნელა დაითვალეთ ათამდე. საჭიროებისამებრ გაიმეორეთ.

 

11. დაიცავით ძილის რეჟიმი

როდესაც გაღიზიანებული ხართ, ორგანიზმს სჭირდება ძილი და დასვენება. სასურველია, გეძინოთ 8 საათის განმავლობაში მაინც.

 

12. სცადეთ მცენარეული საშუალებები

შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალახეულის ნაყენი (როგორიცაა: გვირილა)

 

13. შეამოწმეთ ფაქტები

ხშირად ტელევიზიით ვისმენთ უსიამოვნო შემთხვევების შესახებ. თუმცა სანამ პანიკაში ჩავარდებით, სჯობს შეამოწმოთ რამდენად შეესაბამება სიმართლეს მიღებული ინფორმაცია.

 

14. მოახდინეთ ვიზუალიზაცია

წარმოიდგინეთ ის ადგილი, სადაც ბედნიერი იქნებოდით. რაც უფრო ნათლად წარმოიდგენთ, მით უფრო ადვილად დამშვიდდებით.

 

15. გაუზიარეთ მეგობრებს

პანიკისგან თავის დასაღწევად შეგიძლიათ მოუყვეთ მეგობრებს თუ რა გაწუხებთ. თავს ბევრად მშვიდად იგრძნობთ.

 

16. სრულყოფილი არავინაა

ცხოვრება სავსეა სტრესული სიტუაციებით. უმჯობესია არ გაექცეთ შიშს, არამედ დაადგინოთ მისი მიზეზი. შიში, ისევე როგორც შეცდომა, ძალიან ადამიანურია. ამიტომ ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს ამისთვის.

| გააზიარე
მოგწონთ?