წარმატების რეცეპტი


წარმატების მისაღწევად ყველაზე მეტად გვაფერხებს წარუმატებლობის შიში. იმისათვის, რომ სასურველს მიაღწიო ყველაზე ცუდი მიგნება ლოდინია, შემთხვევითი წარმატების თუ გჯერათ, შეგახსენებთ, რომ საქმეში მთავარი შრომაა. ყველა ვინც შრომობს, სწავლობს აღწევს დასახულ მიზნებს, ეს ის ფრაზაა , რომლითაც ყოველდღე შეგიძლიათ საკუთარ თავს ძალა მისცეთ, რათა ერთ ადგილას არ გაჩერდეთ.

    "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!" - ილია ჭვჭავაძის ეს სიტყვები ყოველდღიური შრომის მნიშვნელობის გამოძახილია. თუ რაღაც ძალიან გინდა, ამისათვის შესაბამისადაც უნდა დაიხარჯო. მზა რეცეპტი არ არსებობს წარმატების გზაზე, ყველანი ჩვენ გამოცდილებას ვეყრდნობით, ჩვენს გზებს ვპოულობთ, წინასწარ გამზადებული ფორმულა არ არსებობს. ყველა ჩვენგანს წარმატებამდე ინდივიდუალური გზა გვაქვს გასავლელი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ჰგავს ჩვენი გზები სხვებისას, იკვეთება თუ არა ისინი.

      ადამიანები სიმარტივისკენ ვისწრფვით, გვინდა მარტივად და სწრაფად მივაღწიოთ იმის, რისი მიღწევასაც ბევრი დრო  და ენერგია სჭირდება. ამიტომაც სწორი მგონია, დიდი მიზნები დაისახო, მათ მისაღწევათ თუნდაც პატარა ნაბიჯები გადადგა, ეტაპობრივად კი შეძლებ სასურველს მიაღწიო. რეალურ ცხოვრებაში  სასურველი შედეგის მიღწევას წლების მანძილზე თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. იარსებებს უამრავი დამღლელი და მოსაწყენი დღეც, თუმცა, შედეგი ამად ღირს!

     პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა გაიცნო, სწორად შეაფასო შესაძლებლობები, გაანალიზო რა გსურს და რისი გაკეთება შეგიძლია სურვილების რეალიზებისათვის. აქ მთავარი პოზიტიური აზროვნებაა, გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების. წარუმატებლობაც და წარმატებაც მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. შეგიძლია ყველა ჩანაფიქრი რეალობად აქციო, თუ ამისათვის დაიხარჯებით.

       წარმატების გზას თუ ვერ პოულობთ, მაშინ თავად გაიყვანეთ. არასდროს არავის არ დაელოდოთ, საქმის დასაწყებად ყველაზე კარგი დღე დღევანდელი დღეა. წარმატებული ადამიანები, დღეისთვის გასაკეთებელ საქმეს ხვალისთვის, რომ დებდნენ წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწევდნენ. პატარა მიზნების მიღწევა დაგეხმარებათ იგრძნოთ საკუთრი ძალა, რომ შეგიძლიათ უფრო მეტი.

      არასდროს შეგეშინდეთ კონკურენციის, არასდროს იფიქროთ, რომ თქვენ არ იმსახურებთ იმას, რაც გსურთ. გახსოვდეთ, რომ თავდაჯერებულობა წარმატების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა.

     მთვარი კი მაინც მარცხის მიღება და დაბრკოლებების მიუხედავად სვლის განაგრძვაა, რათა დასახული მიზნები და იდეები განახორციელოთ. ამიტომ ეძიეთ, მუდამ ეძიეთ გზებს  საკუთარი თავის შესაქმნელად!

| გააზიარე
მოგწონთ?