თუ სიახლეებს ეძებთ ცხოვრებაში, შემდეგი 10 წიგნი აუცილებლად დაგეხმარებათ


თუ ისეთ წიგნებს ეძებთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის, თუ რეალური ცვლილებების განხორციელება გსურთ და გიდი გჭირდებათ, ეს 10 წიგნი სწორედ თქვენთვისაა. 


1.სტივენ პრესფილდი ,,ხელოვნების ომი“

ეს წიგნი დაგეხმარებათ წარმატებული ბიზნესის დაწყებაში, წიგნის დაწერაში, წარმატებული კარიერის შექმნაში, გასწავლით როგორ გადალახოთ შინაგანი წინააღმდეგობები და შექმნათ საკუთარი ცხოვრება. ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თუ თქვენ ხართ მეწარმე, მწერალი, ხელოვანი ან რაიმე ფორმის შემოქმედებით ხართ დაკავებული.

 

2.სტივენ პრესფილდი ,,პროფესიონალად გადაქცევა“

ეს არის ,,ხელოვნების ომი“-ს შემდგომ წასაკითხი წიგნი. აქ პრესფილდი გვასწავლის, როგორ გადავლახოთ წინააღმდეგობები

 

3.მიჰაი ჩიქსენმიჰაი ,,დინება: ოპტიმალური გამოცდილების ფსიქოლოგია“

როგორია თქვენი ცხოვრების ოპტიმალური გამოცდილება? არდადეგები? სანაპიროზე წოლა? არა. მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ფსიქოლოგი - მიჰაი ჩიქსენმიჰაი თავის ცნობილ წიგნში ამტკიცებს, რომ ოპტიმალური გამოცდილება სინამდვილეში არის ის მომენტები თქვენს ცხოვრებაში, როცა მაქსიმალურად იხარჯებით საკუთარი მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად. ეს წიგნი გასწავლით, როგორ მიმართოთ თქვენი ცხოვრების დინება სწორი მიმართულებით.

 

4.ჯეიმს ალენი ,,როგორც ადამიანი ფიქრობს“

ჩვენი ფიქრები ქმნიან ჩვენს ცხოვრებას. ისწავლეთ, პირველ რიგში, თქვენ გონებაში შექმნათ ცხოვრება ისეთი, როგორიც გსურთ რომ იყოს, შემდეგ გამოხატეთ ეს რეალურად თქვენი დაუღალავი შრომით და ქმედებებით. ეს კლასიკური წიგნია - მოკლე, მარტივი და ბრწყინვალე.

 

5.რობერტ გრინი ,,ოსტატობა“

,,ოსტატობა“ გვასწავლის, რომ ხანგრძლივი პერიოდია საჭირო წარმატების უფრო მაღალ, ოსტატის საფეხურზე ასასვლელად, იქ, სადაც მხოლოდ ცოტამ თუ მიაღწია. აქ არის ,,ქეისები“ მსოფლიოს უდიდესი ოსტატებისგან და მათი გამოყენების პრაქტიკული რჩევები. 

 

6.პაულო კოელიო ,,ალქიმიკოსი“

ადვილად საკითხავი  ამბავი, რომელიც ძლიერ მეტაფორას გვაძლევს - როგორ მივყვეთ ჩვენს ოცნებებს. ასევე შევისწავლოთ წინააღმდეგობები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას და გავიგოთ, თუ  როგორ მივმართოთ გამბედაობა იმ გზაზე, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია.

 

7.ანტონი რობინსი ,,გააღვიძე გიგანტი შენში“

ნუ მისცემთ ნებას სატელევიზიო ინფორმაციას, რომ გაგასულელოთ - ამ წიგნს აქვს მაღალი ხარისხის სტრატეგია, რომელსაც სასწრაფოდ უნდა გაეცნოთ, რათა საკუთარი ემოციების მართვა შეძლოთ. როდესაც შინაგან სამყაროს მართავ, გარე სამყაროც მოგყვება. გამოიყენეთ სტრატეგიები ამ წიგნიდან და მართეთ საკუთარი ცხოვრება.

 

8.ნეილ სტრაუსი ,,თამაში“

ეს წიგნი არაჩვეულებრივი საკითხავია. თქვენ ნახავთ, რომ არსებობს ადამიანთა ქცევის და მათზე ზეგავლენის გარკვეული ნორმები. ისწავლით, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რა იზიდავთ მათ და რა აღიზიანებთ. თუ თქვენი მიზნის მისაღწევად სხვა ადამიანთა ჩართულობაა საჭირო, დაგჭირდებათ მათზე ზემოქმედებაში დახელოვნება.

 

9.დევიდ დეიდა ,,ნამდვილი მამაკაცის გზა“

ეს წიგნი უფრო მამაკაცებისთვის არის, თუმცა ღირს, რომ ყველამ წაიკითხოს. ეს წიგნი გვეხმარება გავერკვეთ სხვადასხვა ემოციურ სირთულეებში, რომლებიც შეიძლება კაცმა გამოსცადოს და გვასწავლის, როგორ გავუმკლავდეთ ყველაზე ძლიერ ოპონენტს: საკუთარ თავს.

 

10.სტეფენ რ. ქოვეი ,,ეფექტური ადამიანების 7 ჩვევა“

პრაქტიკული შედევრი მარტივად განსახორციელებელი ინსტრუქციებით და გზამკვლევებით, რომელიც როგორც კომპანიებს, ისე ინდივიდებს გამოადგებათ. ისწავლეთ, თუ როგორ დაალაგოთ პრიორიტეტები და თავიდანვე გქონდეთ გონებაში საბოლოო შედეგის სურათი. ეს წიგნი კლასიკაა მენეჯმენტის და ლიდერობის ლიტერატურაში და ყველამ უნდა წაიკითხოს, ვინც მსგავს პოზიციაზეა.

 

წაიკითხეთ ეს წიგნები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, იმოქმედეთ ისე, როგორც ამ წიგნებში გირჩევენ. მხოლოდ ქმედება მიგიყვანთ საუკეთესო შედეგამდე, თუმცა ეს წიგნები მოგცემთ სქემებს, რომლებიც ქმედებებისთვის დაგჭირდებათ.

გისურვებთ წარმატებებს!

 

lifehack.org

| გააზიარე
მოგწონთ?