6 მარტივი რჩევა, რომელიც ორშაბათის სიმძიმეს შეგიმსუბუქებთ


ორშაბათი რომ მძიმე დღეა - ეს ყველას გაგვიგია და არც არის უსაფუძვლო. ბევრი არ ელოდება მოუთმენლად კვირის დასაწყისს. იძულებითი გადანაცვლება გართობიდან და დასვენებიდან სამსახურში, ერთგვარი სტრესია.

მე ვერ დაგპირდებით, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ შეგიყვარდებათ ორშაბათი, თუმცა ეს მარტივი რჩევები ნაკლებად სტრესულს გახდის თქვენს ორშაბათს.

 

1. დაიძინეთ ადრე

თუ გსურთ კვირა წარმატებულად დაიწყოთ, კვირა დღეს ადრე უნდა დაიძინოთ. ასე თქვენ შეძლებთ დასვენებულმა, განახლებული ენერგიით დაიწყოთ ორშაბათი დილა. ამასთან მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ თქვენი ტვინიც უკეთ იმუშავებს.

 

2. დალიეთ 1 ჭიქა წყალი უზმოზე

ჩვენ ყველა მივეჩვიეთ დილის ფინჯანი ყავით დაწყებას. თუმცა გაცილებით უკეთესი იქნება თუ დილას 1 ჭიქა წყალს დავლევთ. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 75% იტანჯება ქრონიკული დეჰიდრატაციით, რომელიც იწვევს დაღლილობას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და სხვა არასასიამოვნო სიმპტომებს.

 

3. თავი აარიდეთ დილის შეხვედრებს

კვირის დასაწყისი თითქოს საუკეთესო დროა შეხვედრისთვის, თუმცა მოგწონთ თუ არა, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არის დრო, როცა ჩვენ ვართ ყველაზე ენერგიული და შემოქმედებითი. ამიტომ ეს დრო უფრო ნაყოფიერ სამუშაოს მოახმარეთ, ვიდრე შეხვედრაზე რაღაცების ჩანიშვნას.

 

4. დაიწყეთ ნაყოფიერი საქმით

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ამტკიცებენ ამ პერიოდის მაქსიმალურ ეფექტურობას, დამეთანხმებით, ამ დღის თავიდანვე ენერგიულად დაწყება ძალიან ძნელია, მაგრამ თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება, თუ მოინდომებთ და რაც შეიძლება მალე დაიწყებთ რეალური და მნიშვნელოვანი საქმის კეთებას.

როცა დღეს გამარჯვებით ვიწყებთ, თუნდაც მცირედით, უფრო ფოკუსირებული და მოტივირებული ვხდებით და ჩვენი კმაყოფილება ერთი საფეხურით მაღლა იწევს - ამას ეწოდება ,,პროგრესის პრინციპი“.

 

5. გააკეთეთ ის, რაც გიყვართ

საბედნიეროდ, თქვენ შეგიძლიათ აიმაღლოთ განწყობა იმით, რომ გამოყოთ დრო იმისთვის, რაც გიყვართ. ეს შეიძლება იყოს მეგობრებთან ერთად დროის გატარება, გასეირნება შესვენებაზე, კითხვა ან ნებისმიერ რამ. ,,თქვენი დროის“ გამოყოფა თქვენვე დაგეხმარებათ, ორშაბათი საშინელ დღედ აღარ მოგეჩვენოთ. 

 

6. გაიღიმეთ

რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყოთ, თავს ძალა დაატანეთ და რამდენჯერმე გაიღიმეთ. ეს დაგეხმარებათ თავი უფრო ბედნიერად იგრძნოთ. ამას ჯერ კიდევ დარვინი ამტკიცებდა და თანამედროვე კვლევებიც მხარს უჭერს ამ იდეას.

ასე რომ თუ სწრაფად გინდათ კარგ ხასიათზე დადგეთ, დაიწყეთ ორშაბათი დილა ღიმილით.

| გააზიარე
მოგწონთ?