13 რამ, რასაც ფსიქიკურად ძლიერი ადამიანები არასდროს აკეთებენ


ძლიერ ადამიანებს ჯანსაღი ჩვევები აქვთ. ისინი აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს,ფიქრებს და საქციელს ისე, რომ ეს ყველაფერი წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობა ხდება.კარგად გაითავისე ის ყველაფერი, რაც ქვემოთ არის მოცემული. ეს დაგეხმარება  გახდე ფსიქიკურად უფრო ძლიერი პიროვნება.

1.მათ არასდროს ეცოდებათ საკუთარი თავი!
ფსიქიკურად ძლიერი ადამიანები არასდროს წუწუნებენ მათ გარშემო არსებულ სიტუაციაზე, ან იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან სხვები. პირიქით, ისინი თავიანთ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას და იციან, რომ ცხოვრება ყოველთვის მარტივი ან სამართლიანი არ არის.

2.ისინი არ თმობენ საკუთარ ძალებს!
ისინი არავის აძლევენ მათი კონტროლის უფლებას, არასდროს ამბობენ მაგალითად „ჩემი უფროსის გამო თავს საშინლად ვგრძნობ“, პირიქით, ისინი აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს და თვითონ აკეთებენ არჩევანს, რამ შეიძლება იქონიოს გავლენა მათზე.

3.მათ არ ეშინიათ ცვლილებების!
ფსიქიკურად ძლიერი ადამიანები არ ცდილობენ, რომ გაექცნენ ცვლილებებს. პირიქით ისინი მიესალმებიან დადებით ცვლილებებს და ცდილობენ, რომ მოერგონ ამ ყველაფერს. მათ იციან, რომ სიახლეები აუცილებელია და სჯერათ, რომ ამ ყველაფერს ადვილად შეეჩვევიან.

4. ისინი არ ხარჯავენ ენერგიას იმაზე, რისი გაკონტროლებაც არ შეუძლიათ!
თქვენ ვერ გაიგებთ, რომ ფსიქიკურად ძლიერი ადამიანი წუწუნებდეს დაკარგულ ნივთებზე ან საცობზე. პირიქით, ისინი ფოკუსირებას აკეთებნ იმაზე, რისი კონტროლიც შეუძლიათ. ისინი აცნობიერებენ, რომ ზოგჯერ ერთადერთი რამ, რისი გაკონტროლებაც შეუძლიათ არის თავიანთი დამოკიდებულება.

5. ისინი არ ნერვიულობენ იმაზე, რომ ყველას ასიამოვნონ!
ფსიქიკურად ძლიერმა ადამიანებმა იციან, რომ არ სჭირდებათ მუდმივად  ვინმეს ასიამოვნონ. მათ არ ეშინიათ იმის თქმის, რაც საჭირო და აუცილებელია.ისინი ცდილობენ იყვნენ კეთილი და სამართლიანი, მაგრამ შეუძლიათ შეეგუონ იმას, რომ ვინმეს შეიძლება ნაწყენი დარჩეს მათზე.

6.მათ არ ეშინიათ რისკების გაზომვის!
ძლიერი ადამიანები მუდმივად წონიან რისკებს, სარგებელს და ამის მიხედვით იღებენ დიდ გადაწყვეტილებებს.  სანამ მოქმედებას დაიწყებენ, ისინი წინასწარ არიან ინფორმირებული მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

7.ისინი არ არიან ჩაციკლული წარსულზე!
ფსიქიკურად ძლიერი ადამიანები არასდროს ცხოვრობენ წარსულით და მუდმივად არ ფიქრობენ იმაზე, რა შეიძლება ყოფილიყო სხვაგვარად. ისინი აცნობიერებენ წარსულს და შეუძლიათ თქვან, რომ მისგან ბევრი რამ ისწავლეს, თუმცა არასდროს აგებენ ფანტაზიებს მასზე. პირიქით, ცხოვრობენ დღევანდელი დღით და გეგმებს აწყობენ მომავლისთვის.

8. ისინი არასდროს უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომებს გამუდმებით!
ისინი იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ საქციელზე, სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე და არ იმეორებენ მათ.  მიდიან წინ და ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებენ უკეთეს გადაწყვეტილებებს.

9.მათ არ სწყინთ სხვისი წარმატება!
ფსიქიკურად ძლიერ ადამიანებს უხარიათ და აფასებენ სხვების წარმატებას.ისინი არ ეჭვიანობენ ან არ გრძნობენ თავს ცუდად, როცა ვინმე მათზე წინ წავა. პირიქით, ისინი აცნობიერებენ, რომ წარმატება ბევრი შრომის შედეგია და მათაც ასევე ბევრი უნდა გააკეთონ თავიანთი წილი წარმატებისთვის.

10. ისინი არ ნებდებიან პირველივე წარუმატებლობის შემდეგ!
ძლიერი ადამიანები მარცხს არ უყურებენ როგორც დანებების მიზეზს, პირიქით, ისინი მარცხს იყენებენ როგორც ზრდის და განვითარების საშუალებას. ისინი მზად არიან გააგრძელონ ცდა მანამ,  სანამ ყველაფერი არ გამოუვათ.

11. მათ არ ეშინიათ მარტოობის!
ძლიერ ადამიანებს არ ეშინიათ სიჩუმის და მარტოობის. ისინი არ არიან სხვებზე დამოკიდებული. მათ ამ ყველაფრის გამოყენება შეუძლიათ, რომ განმარტოვდნენ საკუთარ ფიქრებთან და იყვნენ პროდუქტიულნი.

12. არ ფიქრობენ, რომ სამყარო რამით ვალდებულია მათ წინაშე!
ფსიქიკურად ძლიერი პიროვნებები არ დაბადებულან იმ მენტალიტეტით, რომ მუდმივად სხვა იზრუნებს მათზე და სამყარო ყველაფერს მისცემს მათ. პირიქით, თვლიან, რომ ყველაფერი უნდა დაიმსახურონ და ამის მიხედვით ეძებენ შესაძლებლობებს.

13. ისინი არ ელოდებიან უცაბედ შედეგებს!
რაზეც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, ამისთვის მთელ ენერგიას და დროს თმობენ და ელოდებიან შედეგებს მოთმინებით, რადგან  იციან რომ ეს ყველაფერი გარკვეულ დროს მოითხოვს.

მარიამ ბეთხოშვილი
წყარო: www.amymorinlcsw.com

| გააზიარე
მოგწონთ?