როგორ გავთავისუფლდეთ ქვეცნობიერის ტყვეობისაგან?


ადამიანს, დღეში საკუთარი თავის შესახ 50 000 აზრი მოდის გონებაში და აქედან 80% ნეგატიურია. ჩვენი ქვეცნობიერი გამუდმებით შიშს და მოსალოდნელ საფრთხებზე მიგვანიშნებს,  საფრთხეეზე რომლებიც შეიძლება არასდროს ახდეს.       მაშინაც კი, როდესაც გვძინავს  ქვეცნობიერი სიზმრებით ცდილობს არ დაგვტოვოს გრძნობებსა და ჩვენს სამყაროსთან მარტო. საინტერესოა,  რატომ ხდება ასე ? რატომ გვჭირდება გამუდმებული მოტივაცია რომ ვიყოთ მოტივირებული  რომ დავამარცხოთ უიმედო ფიქრები? ადამიანი რატომ იტანჯება შიშის გამო? ძირითადად  ნეგატიური აზრები რატომ არის ჩვენს გონებაში? ასე ცხოვრება, ხომ ძალიან დამღლელია. ეს დიდ ენერგიას მოითხოვს და ადამიანი იფიტება და ხშირად ვარდება უიმედობაში.

ჩვენ გვჭირდება მოტივაცია, შთაგონების წყარო, მაგრამ რატომ არ ვართ ბუნებით პოზიტიურები, რატომ არ გვაქვს იმდენივე პოზიტიური აზრი, რამდენიც ნეგატიური ? მოტივაცია და დადებითი აზრები ხომ ასე აღგვაფრთოვანებს? რატომ გვესმის ასე იშვიათად შინაგანი ხმა, რომ ყველაფერი იქნება კარგად!

ჩვენი ტვინის მთავარი დანიშნულება გახლავთ დაიცვას ადამიანი და რომ არ განადგურდეს სიცოცხლე სამყაროში. ეს შიშები კი იმიტომ ჩნდება რომ ვიყოთ ფრთხილად, რომ არ გადავდგათ ახალი ნაბიჯები და არ შეგვექმნას საფრთხე.  

ადამიანი  თავდაპირველადვე აღმოჩნდა ისეთ გარემოში,  რომ ირგვლივ გამუდმებით სუფევდა  სტრესი.  რთული იყო  საკვების მოპოვება და ჯუნგლების კანონი გამუდმებით შიშის ქვეშ  ამყოფებდა და ამყოფეს ადამიანის გონებას.  ამ რეფლექსებს და ცოდნას ინახავს ჩვენი ირაციონალურ ტვინი, რომელიც გადარჩენაზეა პასუხისმგებელი. ჩვენი გონებისთვის ეს გზა ერთადერთი გზაა. სხვა, აპრობირებული მეთოდი მას არ აქვს,რადგან ამ გზით ეფექტურად გადარჩა კაცობრიობა და აგრძელებს არსებობას.

მხოლოდ არსებობა საკმარისი არ არის. ჩვენ გვინდა ბედნიერი ცხოვრება გვქონდეს, შიშისა და სტრესისგან თავისუფალი, სავსე პოზიტიური აზროვნებით. ამიტომ, თუკი გვეცოდინება, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი, გვეცოდინება მისი ხრიკები, როგორ ცდილობს ჩვენს გადარჩენას და ჩვენი მეთოდებით ჩავანაცვლებთ მათ, შევძლებთ შიში და უიმედობა დავამარცხოთ. თუკი შევეცდებით ნეგატიური აზრი ჩავანაცვლოთ პოზიტიურით და უიმედო ფიქრებს არ დავნებდებით, თუ ვისწავლით პოზიტიურ აზროვნებას ჩვენი ფიქრების საშუალებით ქვეცნობიერი ვეღარ შესძლებს ჩვენს მართვას. ყოველთვის, როდესაც ახალ ნაბიჯებს დგამ წარმოიდგინე ამ ნაბიჯებით როგორ გახდები წარმატებული, როგორ შეცვლი ცხოვრებას უკეთესობისკენ. დაწერე და წარმოიდგინე შენი ცხოვრების უკეთესი სცენარი. არ იფიქრო ცუდზე. ამის გაკეთება არ არის ძნელი, უბრალოდ უნდა გაიაზრო ეს ყველაფერი და თავად უნდა გსურდეს იყო პოზიტიური ფიქრების ბრძანებელი. სწორედ ამიტომ არის დღეს ასეთი პოპულარული ქოუჩინგი და პერსონალური განვითარება. ადამიანებები მიხვდნენ, როგორ მუშაობს ტვინი და ყველაფრის გაკეთება სურთ, რომ ბედნიერი ცხოვრება შექმნან, თავისუფალი შიშისა და ნეგატიური აზროვნებისაგან.

| გააზიარე
მოგწონთ?