ლეონარდო დიკაპრიოს წარმატების ფორმულა


ლეონარდო დიკაპრიოს ხსენებაზე, ალბათ, თქვენც გამორჩეულად მისი ორი მიღწევა გახსენდებათ - ტიტანიკი, რომელიც 90-იანებში დაბადებული ყველა პატარას ტკბილ მოგონებად იქცა და რა თქმა უნდა, მისი რთული ბრძოლა ოსკარის მოსაპოვებლად, რომელიც ყველა მსახიობის ოცნებაა.

იცოდით, რომ ლეოს კარიერის დასაწყისში მისმა აგენტმა მას სახელის შეცვლა ე.წ. ფსევდონიმის აღება ურჩია, რაც შოუბიზნესისთვის გასაკვირი დიდი ხანია აღარ არის. ამ უკანასკენლს კი უარი რომ არ ეთქვა, შესაძლებელია, რომ დღეს მსოფლიოსთვის ლეონარდო დიკაპრიოს ნაცვლად ლენი უილიამსი ყოფილიყო ცნობილი. ამ სტატიაში ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ლეოს გაგაცნობთ.
 

  • ერთ-ერთი გადაღების დროს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მიმდინარეობდა, ლეომ იმდენად ახლოს მიიტანა ადგილობრივების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების პრობლემები, რომ კიდევ უფრო მეტად დაკავდა ქველმოქმედებით და რაც გასაკვირია, ამ სოფლის ერთ-ერთი პატარა გოგონა იშვილა კიდეც. ის 100%-ით აფინანსების გოგონას განათლებას.
  • ხშირად ამბობს საკუთარ ინტერვიუებში, რომ აფრიკაში მოგზაურობის შემდეგ, უბრალოდ სასაცილოდაც აღარ ყოფნის მისი და მის გარშემომყოფთა პრობლემები.
  • უკვე დიდი ხანია კომპანია ''La Colombo'' - თან ერთად ყავის ბრენდ ''LYON'' - ის მეწილეა, სადაც აქტიურადაა დაკავებული.
  • მისი პაპარაცული მასალების დათვალიერებისას ადვილად შეამჩნევთ, რომ უპირატესობას ანიჭებს უბრალო და კომფორტულ ყოველდღიურ ტანისამოსს.
  • დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდა ავტომობილი Toyota Prius - ით და თავისი ცნობილი კოლეგებისგან განსხვავებით არ სარგებლობის პირადი თვითმფრინავით. ასე რომ სავსებით შესაძლებელია, თუკი შეერთებული შტატების ერთ-ერთ აეროპორტში აღმოჩნდებით, ცოცხალ ლეგენდას გადაეყაროთ.
  • ''რაც არ უნდა წარმატებული და ცნობილი გახდეთ არასოდეს, არასოდეს დაივიწყოთ თუ სად დაიბადეთ და საიდან დაიწყო თქვენი გზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოთ.’’ - ლეოს დევიზი.

იქნებ ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ვერ აღწევს ადამიანი დასახულ მზიანს სწორედ ეს არის?!

ზოგჯერ ჩვენი საკუთარი ოცნება იმდენად დიდი და სასურველია, რომ მასთან ახლოს მისვლისას თითქმის გვავიწყდება ცხოვრების პატარ-პატარა ბედნიერებებიც, გვავიწყდება, თუ როგორები ვიყავით ბავშვობაში და საიდან დაიწყო ჩვენი ისტორია. ძალიან ძნელია, მაგრამ ლეონარდო დიკაპრიოს მაგალითზე, იქნებ მართლაც პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა ვიპოვოთ და ბედნიერებაც შეგვეძლება ყოველდღე მივიღოთ.


ბექა ჯანელიძე

| გააზიარე
მოგწონთ?