როგორ დავიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა?


საკუთარ თავზე ზრუნვა ხშირად სასურველი პირობების შექმნასა და სასიამოვნო საქმიანობასთან არის გაიგივებული, თუმცა შინაგანი ჰარმონიის მისაღწევად კომფორტის ზონის ფარგლებს უნდა გავცდეთ, რაზეც ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების დასკვნები მიგვითითებს. ამას ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: სასიამოვნო ყოველთვის სასარგებლოსა და ჯანსაღს არ უდრის, მეტიც, ზიანის მომტანიც კი შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ, საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველდღიური ძალისხმევა, რისკების განსაზღვრა და გადაწყვეტილებების მიღებაა, რომელთა შორისაც პრიორიტეტული უნდა იყოს:

 

საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა

არავის უყვარს ექიმთან სტუმრობა, მაგრამ  ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს, რომელიც სიგნალებს გამოსცემს, პირიქით, მათზე დროული რეაგირება და ზომების მიღება აუცილებელია. ამ შემთხვევაში მკურნალობას პროფილაქტიკა სჯობს, თუმცა მედიცინის განვითარების დამსახურებით  ურთულეს შემთხვევაშიც კი არსებობს იმედი. ჯანსაღი კვება, ძილი, სპორტი და დადებითი ემოციები უმნიშვნელოვანესი პირობებია ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის.

 

დროულად უარის თქმა

მაშინ, როდესაც პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული ხარ, რთულია არასასურველი სამსახურიდან წამოსვლა, რთული ურთიერთობების შეწყვეტა,  მეგობრის თხოვნაზე უარის თქმა

უარის თქმა არ ნიშნავს სისუსტეს, უძლურობასა თუ სიზარმაცეს, პირიქით, ფსიქოლოგები გვირჩევენ, განვსაზღვროთ შესაძლებლობებისა და დასაშვებობის ფარგლები, რათა არ ვიტვირთოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს საქმის უხარისხოდ შესრულება ან/და სტრესი. გახსოვდეთ, რომ მოთხოვნები შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს.

 

დახმარების თხოვნა

დაფიქრებულხართ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და ყოვლისშემძლეობა შეფარდებითია? ეს განპირობებულია ადამიანების სოციალურობით და სავსებით ბუნებრივია, რომ შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც დაგვჭირდება  მხარდაჭერა. იმისთვის, რომ ვინმეს დახმარება ვთხოვოთ, უნდა შევძლოთ ნაკლები ვიფიქროთ სხვის აზრზე,  შევეცადოთ გადავლახოთ შიში და გულახდილები ვიყოთ საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც გაგვიგებენ და მიგვიღებენ ისეთს, როგორიც ვართ.

 

ფინანსების კონტროლი

აქ ყველაფერი მარტივია: დროულად გადაიხადეთ კომუნალური გადასახადები, პროცენტები და დაფარეთ სხვა ფულადი ვალდებულებები. აუცილებელია თანხების  განაწილება. ამისთვის სასურველია თანხების გადადება ძირითადი საჭიროებებისთვის (კვება, ტრანსპორტი და მსგავსი). მოერიდეთ მოულოდნელ ხარჯებს (მაგალითად, შოპინგი) ბიუჯეტის დაგეგმვა და თანხების კონტროლი კი თქვენს სიმშვიდეს უზრუნველყოფს.

 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იზრუნეთ თქვენს ფიზიკურსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, შეიყვარეთ საკუთარი თავი და თქვენ ირგვლივ არსებული სამყარო, ეს კი, თავის მხრივ, ბედნიერ და წარმატებულ ადამიანად გაქცევთ!


lifehacker.ru

 

| გააზიარე
მოგწონთ?