დაყავი და იბატონე დროის მენეჯმენტზე


მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამეში ყველას საათების თანაბარი რაოდენობა გვაქვს,  მას მაინც არ ვიყენებთ ეფექტურად. ადამიანების ერთი ნაწილი სპორტით დაკავებასაც, სამსახურსაც, ოჯახისთვის დროის დათმობასა და საკუთარი თავის განვითარებასაც ასწრებენ. ხოლო  მეორე ნაწილმა შეიძლება იმუშაოს მთელი დღე ბოლოს კი აღმოაჩინოს, რომ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

ჩვენ,  ნამდვილად გვინდა ყველაფერი მოვასწროთ, მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს?  ყველაფერს მართვა უნდა და განსაკუთრებით  დროს. ასე რომ მოდით გავარკვიოთ როგორ ვმართოთ ის უფრო   ეფექტურად?

დროის მართვა ანუ დროის მენეჯმენტში   გაერთიანებულია სხვადასხვა ტექნიკა და ინსტრუმენტი, რომლებიც გვეხმარებიან სხვადასხვა ეტაპზე: დაგეგმვაზე, პრიორიტეტების დადგენაზე და  შედეგების შეფასებაზე.

მაშ ასე, დავიწყოთ!

დაგეგმეთ: დაისახეთ მიზნები და ამოცანები

დაგეგმვა, მნიშვნელოვანი ნაწილია დროის მართვისა და ეფექტურობის ამაღლებისთვის. დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია განვასხვავოთ მიზნები და ამოცანები. მიზანი-საერთო და მრავლისმომცველია. იშლება პატარა და კონკრეტულ ამოცანებად. მაგალითად, მიზანი-ვისწავლო უცხო ენა. დავშალოთ მცირე კონკრეტულ ამოცანებად: ყოველდღე ვისწავლოთ 3 სიტყვა, ყოველდღე ვთარგმნოთ ერთი სტატია, ყოველდღე ვუყუროთ ერთ ფილმს ამ ენაზე და ა.შ.

შეადგინეთ ამოცანების სია ყოველი დღისთვის/კვირისთვის/თვისთვის. ყოველი დავალებისთვის განსაზღვრეთ პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ის უნდა შეასრულოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ: დღიური, დაფა სტიკერებით ან სპეციალური აპლიკაციები დაგეგმვისთვის.

ამოცანები შეგიძლიათ დაყოთ ეტაპებად. შესრულების შემდეგ კი თითოეული მათგანი უნდა მონიშნოთ, რათა შემდეგი ამოცანის შესასრულებლად მეტი ენერგია და მოტივაცია მიიღოთ.

მეთოდი ABC

აიღეთ ამოცანების სია და თითოეულს მიანიჭეთ პრიორიტეტები ასოების მიხედვით ABC (შეგიძლიათ დაამატოთ D და E ასოებიც).

  • A-მნიშვნელოვანი და სასწრაფო ამოცანები, ყველაზე მაღალი პრიორიტეტი შესრულებისას. ეს ის საქმეებია, რომელთა შეუსრულებლობის ან გადადების შემთხვევაშიც კი შედეგები შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული და არასასიამოვნო.
  • B-მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადაუდებელი საქმეები, რომელთა შეუსრულებლობაც სერიოზულ ზიანს არ მოგაყენებთ. მაგალითად, ახალი მეთოდის დანერგვა, რომელიც გეხმარებათ გაყიდვების გაზრდაში. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ მას ოდნავ გადაწევთ, საეჭვოა გამოუსწორებელი ზიანი მოგაყენოთ.
  • C-ამოცანები, რომელთა შესრულებაც ცუდი არ იქნობედოა.

D დონეს მიეკუთვნება ამოცანები, რომელთა შესრულებაც თანამშრობლეს შეგიძლიათ გადააბაროთ. ხოლო E პუნქტს მიეკუთვნება ის ამოცანები, რომლებზეც საერთოდ უარი უნდა თქვათ.

შეასრულეთ ამოცანები

ამოცანების ჩამოწერა და მათთვის პრიორიტეტების მინიჭება სამუშაოს მხოლოდ ნაწილია. ახლა მათი შესრულებაა საჭირო. მითუმეტეს, რომ ჩვეულებრივ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის: ემატება ახალი ამოცანები, არ ვითვალისწინებთ გარკვეულ ნიუანსებს და ა.შ. ყველაფრის განჭვრეტა ვერ მოხერხდება, მაგრამ რაღაც მაინც შეიძლება იქნას გათვალისწინებული, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ნუ შეეცდებით რამოდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულებას

ტვინი მრავალფუნქციური კომპიუტერი არ არის. ჩვენ არ ვაჩქარებთ პროცესს, როდესაც ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი ერთდროულად, არამედ ვიხლიჩებით მათ შორის. ყურადღება გვეფანტება, მთავარი გვეპარება, ვნელდებით, ვისტრესებით.

გვერდზე გადადეთ ის, რაც ამოცანაზე კონცეტრირებისას გიშლით ხელს

არ შეხვიდეთ სოციალურ ქსელებში, ტელეფონს ხმა გამოურთეთ, მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო მაგიდა. თუ სახლში მუშაობთ შეარჩიეთ ის ადგილი და დრო, როდესაც ოჯახის წევრები არ შეგაწუხებენ.

შეაფასეთ შედეგები

როგორც კი ამოცანას შეასრულებთ, გაანალიზეთ რა გამოგივიდათ კარგად და რა გამოგივიდათ ცუდად. გაამახვილეთ ყურადღება იმ ფაქტორებზე, რომლებიც ამოცანის შესრულებისას ხელს გიშლიდათ: დაიღალეთ, წერილებზე გადაერთეთ, თუ სიმღერების მოსმენის სურვილმა გძლიათ. შემდეგ ჯერზე ეცადეთ ეს მიზეზები მოიშოროთ.

დაისვენეთ

დროის მართვის  მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი დასვენებაა. დღის განმავლობაში დაგეგმეთ მოკლე შესვენებები, განსაზღვრეთ დრო რომლის შემდეგადაც საქმეს არ გააკეთებთ. შეეცადეთ უქმეებზე სრულყოფილად დაისვენოოთ და სახლის საქმეები არ გააკეთოთ. არავის შეუძლია იყოს პროდუქტიული 24 საათის განმავლობაში.

არ დაგავიწყდეთ მთავარი

სამსახურის გარდა ცხოვრებაში კიდევ ბევრი გასაოცარი და მშვენიერი რამაა. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი ფულით და წარმატებით არ იზომება. დაგეგმეთ ისე, რომ შემდეგ არ ინანოთ, რაღაც მნიშვნელოვანის გამოტოვება.

| გააზიარე
მოგწონთ?