უოლ სტრიტის მგელი - ანუ, გაიცანით ჯორდან ბელფორტი


ადამიანი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრული მილიონერია. მან  დაანგრია მითები და შექმნა იმპერია, სფეროში სადაც მოღვაწეობს, ამ სფეროს  გაყიდვები ეწოდება. 

ჯორდან ბელფორტი 1962 წლის 9 ივლისს ბუღალტერის ოჯახში დაიბადა. ჯორდანმა მოღვაწეობა 80 - იან წლებში ხორცის და ზღვის პროდუქტების ბიზნესით დაიწყო, რამაც დიდად არ გაამართლა. 90 - იანი წლების დასაწყისში საბროკერო კომპანია  ''Stratton Oakmont'' შექმნა. ჯორდანი ფასიანი ქაღალდების გაყალბების და ფულის გათეთრების ბრალდებით  დააპატიმრეს, ამასთანავე 110 მილიონი დოლარით დააჯარიმეს.

ბელფორტმა პოლიციასთან ითანამშრომლა და  ციხეში მხოლოდ 22 თვე გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მან გამოაქვეყნა თავისი მემუარები სახელად ''უოლ სტრიტის მგელი''. სწორედ ეს წიგნი გახდა, ცნობილი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს მუზა - გადაეღო ფილმი, ამავე სახელწოდებით. წიგნის წერის დროს ჯორდანი, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი წიგნი ფილმად იქცეოდა და ფილმში მთავარი როლის შესასრულებლად, არც მეტი, არც ნაკლები ჰოლივუდის ორი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი: ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი იბრძოლებდნენ. ფილმში მთავარი როლის შესრულება საბოლოოდ ლეონარდო დიკაპრიოს ერგო, მსახიობმა ბელფორტთან ერთად გარკვეული პერიოდი იცხოვრა, რათა როლი უკეთესად შეესრულებინა.

ჯორდანმა თავისი წარმატება საკუთარი ხელით შექმნა, ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. მისი დევიზია ''არასოდეს მიიღოთ არა, როგორც პასუხი'', ის შედის ფანჯრიდან, თუ კარებს უკეტავენ, ის არ ეშვება ადამიანებს სანამ არ იყიდიან ან ''სული არ გასძვრებათ''.

ჯორდან ბელფორტი  სიცოცხლეშივე  გახდა ლეგენდა, არის მილიონერი, როგორც ეს მას სურდა, მანამდე კი ისე იქცეოდა, როგორც ნამდვილ მილიონერს შეეფერება. ჯორდანი ამბობს, რომ თუ გინდა გახდე მილიონერი, თავი უნდა დააჯერო ამაში და ისე მოიქცე, თითქოს უკვე ხარ კიდეც.

დღეისათვის ჯორდან ბელფორტი არის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ბიზნეს ტრენერი მთელს მსოფლიოში, ასევე ხშირი სტუმარია CNN, BBC CNBC  და სხვა ცნობილი არხების. ის თავის ტრენინგში იყენებს ''დარწმუნების ხელოვნებას''. ის არწმუნებს ადამიანებს მათ შესაძლებლობებში და აძლევს კონკრეტულ მიმართულებებს და გეგმებს. ჯორდანი ასწავლის თუ რა შეუძლია სწორად დაგეგმილ კამპანიას, ყიდის სარგებელს და არა - ნივთებს.

ამ ადამიანს შეუძლია 3 წუთში 12 მილიონი დოლარის გამომუშავება, ჯორდანის მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ თუ, რა შეუძლია ადამიანის  გონებას და შეუპოვრობას და რომ არ არსებობს საზღვრები იმ მიზნის წინაშე, რაც დასახული გაქვს!


ნათია იასაშვილი
 

| გააზიარე
მოგწონთ?