7 მარტივი ჩვევა, რომელიც დიდ შედეგებამდე მიგიყვანთ


თუ გსურთ, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ან მიაღწიოთ დასახულ მიზნებს, მაშინ უნდა გააანალიზოთ მცირე დეტალების მნიშვნელობა. ეს დეტალები კი შეიძლება ერთი შეხვედვით უმნიშვნელო იყოს, მაგრამ მათ ნამდვილად შეუძლიათ შეცვალონ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

1. შეასრულეთ საკუთარ თავთან დადებული პირობა
მაღვიძარის დაყენება მხოლოდ საქმის ნახევარია, ყველაზე მთავარი ნაწილი დილით გელით, როდესაც მაღვიძარის გამაღიზიანებელ ხმას გაიგონებთ. ამ დროს ყველაზე მარტივია დაივიწყოთ წინა დღეს დადებული პირობა ადრე ადგომის შესახებ, მაგრამ როდესაც აიგნორებ მაღვიძარას ზარს ამით შენ უკვე არღვევ დღის პირველ პირობას. საკუთარ თავთან დადებული პირობა აუცილებლად უნდა შეასრულოთ, ამისთვის  თქვენ უნდა გამოიმუშავოთ ჩვევა, რომ რასაც იტყვით იმას აუცილებლად შეასრულებთ.

2. ყოველდღე ჩამოწერეთ  10 იდეა
მუდმივად თან ატარეთ წიგნაკი სადაც იმ საინტერესო იდეებს ჩაიწერთ, რომელიც დღის განმავლობაში მოგივათ. იდეების შენახვა სმარტფონშიც შეგიძლიათ. ჩაწერა აუცილებელია, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ თვლის ტვინი იდეას მიღებულად.გააკეთეთ ეს რამდენიმე დღის განმავლობაში და თქვენ უამრავი საინტერესო იდეით აღივსებით.

3. მიირთვით ჯანმრთელი საუზმე, სადილი და ვახშამი
თქვენ ყოველთვის გაქვთ ჭამის დრო და თუ ეს ასე არაა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების ბალანსი დარღვეულია, შესაბამისად უფრო დიდი პრობლემებიც გაქვთ. თუმცა საკვებისთვის დროის გამოყოფა უმნიშვნელოვანესია, რადგან ადამიანის ჯანმრთელობა ყველაფერზე წინ დგას. ამიტომ ჯობს არ დავაზიანოთ ის, რადგან მას  ბევრად მეტი პრობლემების მოტანა შეუძლია. საუზმის დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ წასაკითხად. ისადილეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ეს არ დაგაზოგინებთ განსაკუთრებულად დიდ დროს, თუმცა დაგეხმარებათ  სტრესის მოხსნასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

4. ყოველდღიურად გამოყავით 30 წუთი წასაკითხად
იცით რომ წიგნების წაკითხვა თქვენ ძალიან ადვილად შეგიძლიათ? თუ ყოველდღიურად 20-30 წუთის განმავლობაში წავიკითხავთ, ორი კვირა დაგვჭირდება საშუალო სიდიდის წიგნის სრულად წასაკითხად, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თვეში 2, ხოლო წელიწადში 24 წიგნი წაიკითხოთ. წარმოიდგინეთ რამდენად მეტი გეცოდინებათ ამ რაოდენობის წიგნის წაკითხვის შემდეგ! 30 წუთი სულაც არ არის დიდი დრო. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ტრანსპორტით მგზავრობისას, ან სულაც რიგში დგომისას.  გარადა იმისა, რომ 30 წუთიანი კითხვა დიდ ცოდნას შეგძენთ, ის ასევე დაგეხმატებათ ტვინის აქტიურ მუშაობაშიც.

5. დავუბრუნდეთ სხეულს
ჯანმრთელობა აუცილებელია იმისათვის, რომ ტვინმა საღად იაზროვნოს. მითუმეტეს თუ თქვენ ყოველდღიურად 8-10 საათი კომპიუტერს ხართ მიჯაჭვული.  ამ დროს აუცილებელია გამოყოთ 30 წუთი თქვენი სხეულისთვის და  რაიმე აქტივობით დაკავდეთ (იოგა, სირბილი, სპორტ.დარბაზი და ა.შ).

6. თავი მოუყარეთ ფიქრებს 15 წუთის განმავლობაში
ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერ დროს, თუნდაც მგზავრობისას. მთავარია რომ, შეძლოთ თქვენი ფიქრების თავმოყრა, ერთიანად გადახედვა.  ამ ჩვევის დანიშნულებაა ის, რომ თქვენ შეძლებთ უკეთ დაინახოთ პრობლემები, რომლებიც გაწუხებთ, სხვადასხვა საფრთხე, რომელიც აქამდე არ გაგითვალისწინებიათ, ან უბრალოდ რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას. ეს ერთგვარი მომავლის დანახვასავითაა, თუ თქვენ აღმოაჩენთ პრობლემას სანამ ის თავს გამოიჩენს, მაშინ გამკლავებასაც მარტივად შეძლებთ. ხოლო, თუ აღმოაჩენთ, რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ შეგიძლიათ მეტ რისკზეც წახვიდეთ. გამოსცადეთ ეს საკუთარ თავზე 15 წუთი, მგონი, არც ისე ბევრია.

7. გადახედეთ განვლილ დღეს სანამ დაიძინებთ.
ყოველ საღამოს, სანამ დაიძინებთ ჩამოწერეთ ის, რაც იმ დღეს კარგად გამოგივიდათ  და ის რაც გსურთ, რომ ხვალ სხვანაირად გააკეთოთ.
ამ ჩვევის მთავარი ღირსება არი ის, რომ თქვენ საკუთარ თავთან გულწრფელი ხართ. ეს გაძლევთ საშუალებას გადახედოთ თქვენს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და თუ რამე ხარვეზს აღმოაჩენთ, შეძლებთ მოძებმოთ ახალი გზა მის გამოსასწორებლად.


ფიქრია ექვთიმიშვილი
წყარო: www.read.bi
 

| გააზიარე
მოგწონთ?