როგორ გავხდეთ თვითმოტივირებულები?


გჭირდებათ მოტივაცია? შექმენით ის თავად! 

დაიმუხტეთ პოზიტიურად
რთულია გააკეთო რაიმე ახალი, როდესაც ჩაციკლული ხარ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად: „უჰ, ცხოვრება უინტერესოა, გარეთ კი წვიმს“. ასეთი დამოკიდებულებით საწოლში ვიწვებით მანამდე, სანამ ვინმე ძალით არ აგვაყენებს. დადებითად დამუხტული, პოზიტიური აზრები ერთადერთი და უპირველესი გზაა მოტივაციისსაპოვნელად.

თუ აღმოაჩენთ, რომ უარყოფით ფიქრებში ჩაიძირეთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ! არ სცადოთ ნაფიქრის დასრულება. ეცადეთ ყურადღება მის ფარგლებს გარეთ გაფანტოთ. როდესაც იცით, რომ ის, რაზეც ფიქრობთ თქვენი მოტივაციაა და ამ ამოცანის წინაშე დგახართ, ე.ი თქვენ გაქვთ შესაძლებლობები, ე.ი თქვენ ეს შეგიძლიათ. სხვა უარყოფითი ფიქრები მცდელობის შანსსაც კი გაკარგვინებენ.

იყავით დარწმუნებული
სამყაროზე დადებითად იფიქრეთ და ისიც დადებითად შემოგხედავთ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არ შეგიძლიათ, ამით სერიოზულ დარტყმას აყენებთ საკუთარ თავს. რატომ არ გამოგდით იმ საქმის კეთება, რასაც თვლით რომ არ გამოგივათ? იმიტომ, რომ უბრალოდ არ გინდათ. დასაწყისისთვის გაიხსენეთ თქვენი წარმატებები, გაიხსენეთ თქვენი წარსული, იფიქრეთ თუ რას ელით მომავლისგან, რა რესურსებს ფლობთ. იფიქრეთ, რა მიზეზით შეიძლება ვერ მიაღწიოთ იმას, რაც რეალურად გსურთ? წარსულში ხომ მსგავსად იქცეოდით.

უნდა გშიოდეთ
როდესაც ლეს ბრაუნი საუბრობს მოტივაციაზე, ის ყოველთვის იმეორებს: „შენ უნდა გშიოდეს“ - რაც ნიშნავს, რომ მართლა უნდა გინდოდეს ის, რისი მიღწევაც გსურს. მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი უნდა იყოს. თუ ეს რაღაც გულით არ გსურთ, მაშინ რატომ ცდილობთ მოტივაციის დონის გაზრდას? ზოგჯერ  საჭიროა თავის დარწმუნება იმაში, რაც გვსურს. თუ გულით და მთელი შთაგონებით გსურთ ჰავაიზე მოხვედრა, თქვენ აუცილებლად მოხვდებით ჰავაიზე. ეს გაცილებით ადვილია, ვიდრე იმის მიღწევა, რაც სინამდვილეში არ გსურთ. მიზანი ისეთივე უნდა იყოს, როგორც შიმშილის ობიექტი.

შეისვენეთ
ჩვენ მანქანები არ ვართ (მანქანებიც საჭიროებენ შესვენებას). კვლევებით დასტურდება, რომ სტუდენტები, რომლებიც შესვენებებს აკეთებენ, გაცილებით ეფექტურები არიან სწავლის პროცესში. ცნობილია ისიც, რომ ჩვენი კუნთები საჭიროებენ დასვენებას. შესვენებები ზარმაცებისთვის კი არა, მათთვისაა, ვინც იცის რა სურს. დასვენება საქმის მოცულობის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ. შესვენებებში დღიურ შესვენებების გარდა, ცხოვრებისეული დასვენებაც მოიაზრება.


სალომე მარშანია

| გააზიარე
მოგწონთ?