იცეკვეთ, უსმინეთ მუსიკას და შეიქმენით განწყობა - ინტერვიუ შპს „ჯეოსტარი" - ს ფინანსური მენეჯერთან


ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი დავით  ბაიანდურიანი, შპს „ჯეოსტარი" - ს ფინანსური მენეჯერია. გთავაზობთ მის პრაქტიკულ რჩევებს. 

თქვენი შეხედულებით, რა არის წარმატება?
ჩემი აზრით, წარმატება არის, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ და გიფასდება, ხალხი პატივისცემით გექცევა, გაქვს ბედნიერი და მშვიდი გარემო.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გავიუმჯობესოთ ხასიათი, როდესაც ცუდ განწყობაზე  ვართ?
ყველას სხვადასხვა ქმედება აქვს ხასიათის გასაუმჯობესებლად. მე პირადად საყვარელ მუსიკას ვუსმენ, ხანდახან ვცეკვავ კიდეც, ასევე ვცდილობ კარგ მოგონებებზე ვიფიქრო. P.S  ზოგადად ცუდ განწყობაზე თითქმის არასდროს ვარ.

თუ შეგიძლიათ გვესაუბრეთ სიკეთის შედეგებზე?
ჩემი აზრით, სიკეთის შედეგი არის, ის, რომ იგი გადამდებია. როდესაც ადამიანს სიკეთეს უკეთებ, ის თავის მხრივ სხვას ექცევა კეთილად და ა.შ.
სიკეთის კეთების დროს ადამიანი გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს ენდორფინს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ადამიანში იწვევს დადებით განწყობას და მეტი სიკეთის კეთების სურვილს.

დაგვისახელეთ ის თვისებები, როლებიც შეიძინეთ დროთა განმავლობაში?
გავხდი უფრო რეალისტი, ვისწავლე ბედნიერების დაფასება, ლევ ტოლსტოის სიტყვებს მოვიშველიებ „მე არ მაქვს ყველაფერი, რაც მიყვარს, მაგრამ მე მიყვარს ყველაფერი, რაც მაქვს.“ გავხდი ცოტა მატერიალისტი და კარიერისტი.

თქვენი აზრით, რა არის ადამიანის მთავარი  წარმატებისთვის?
ადამიანის წარმატების მიღწევაში მთვარი არის: მკაფიო მიზანი, იცოდეს, თუ რა უნდა ცხოვრებაში, ყოველდღე თავდაუზოგავი შრომა განსაზღვრული მიზნის მიღწევისთვის, ცოტა იღბალი, გარემო პირობების ხელშეწყობა, ცოდნა, უნარები და მოხერხებულობა.

რას ფიქრობთ, რა უფრო მთავარია ადამიანში დასახულ მიზნებს რომ მიაღწიოს, შრომა თუ ნიჭი?
ჩემი აზრით, მიზნის მიღწევისთვის მთვარი არის შრომა, თუმცა ნიჭს არ გამოვრიცხავ. რომ გადავანაწილო ასი პროცენტი მიზნის მიღწევისთვის, შრომას მივანიჭებდი 80%-ს, ხოლო ნიჭს - 20%-ს, მაგრამ თუ ეს ორი უნარი თანაბრად აქვს ადამიანს, მაშინ ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს.

თქვენი აზრით, რა შეცდომებს უშვებენ ხშირად ხელმძღვანელები თავიანთ დაქვემდებარებულებთან მიმართებაში?
ჩემი აზრით, ხელმძღვანელებს უნდა ქონდეთ: უშუალო და მეტი კონტაქტი დაქვემდებარებულებთან, ხელმძღვანელი უნდა იყოს მოტივატორი და არა, დემოტივატორი, უნდა იყოს ლიდერი, ვისაც გაყვებიან ხალისით და არა, უფროსი, ვის გამოც შიშითა და ზიზღით გააკეთებენ საქმეს, უნდა შეეძლოს მოსმენა და არა, მარტო მას, რომ მოუსმინონ.
 

| გააზიარე
მოგწონთ?