რატომ უნდა ვიცოდეთ რა გვსურს ნამდვილად


დღევანდელ სტატიაში, მსურს ვისაუბრო თემაზე, რომლზეც ადამიანების დიდ ნაწილს ალბათ, არაერთხელ უფიქრია, უმსჯელია და გარკვეულ დასკვნამდეც მისულან. თუმცა...

არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომელთაც დასახული აქვთ მიზანი, იციან რა სურთ და როგორ მიაღწიოს მას. ესენი ჩვეულებრივ არიანი ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გარკვეულ მოქმედებებს აკეთებენ და ადრე თუ გვიან აღწევენ კიდეც სასურველს. თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება, არამედ პირიქით, ყველაფერი ''საინტერესო'' სწორედ აქ იწყება.

არის შემთხვევები, როდესაც მიზნების მიღწევის შემდეგ  სულაც არ განვიცდით იმ ბედნიერებას, რასაც მთელი ეს დრო ველოდით. არამედ პირიქით, ზოგიერთი მიზნის მიღწევის შემდეგ, ჩვენს ცხოვრებაში პრობლემები, ტკივილი და ბევრი გაუგებრობა ჩნდება. რატომ ხდება ასე? ჩვენ ხომ ყველაფერი სხვაგვარად წარმოგვედგინა  და საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ  მიზნის მისაღწევად? სწორედ ეს არის მთავრი შეკითხვები, რომელებიც პასუხებს თქვენგან ელოდება.

მთავრი მიზეზი იმისა, რომ ''სასურველის'' მიღწევას არ მოაქვს შინაგანი ბედნიერება და საკუთარი თავის კმაყოფილება მიღწეული გამარჯვების გამო, არის არასწორად დასახული მიზნები, რასაც საბოლოოდ არასასურველ შედეგებამდე მივყავართ და შესაბამისად, არც მადლიერებას განვიცდით მიღწეულით.

ცხოვრება აჩვენებს, რომ ადამიანებს ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი მიზნების მიღწევა და ოცნებების რეალობად ქცევა და ზოგჯერ ეს პრობლემაა. საკვანძოდ მნიშვნელოვანია იმის გარკვევეა: თუ იმსახურებს ეს მიზანი ჩვენს ყურადღებას? ვიქნებით ბედნიერი მისი მიღწევის შემდეგ? რას შეცვლის ის,  ჩვენს პირად და კარიერულ სფეროში? ან რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ მიზნის მიღწევამ ჩვენს ოჯახის წევრებსა და უახლოეს მეგობრებზე?

რა თქმა უნდა, წინასწარ ყველაფრის გაზომვა და გაგება რთულია, თუმცა დაუსვით ეს შეკითხვები თქვენს ქვეცნობიერს და გამოარკვიეთ, რა გსურთ ნამდვილად და შემდგომ დაისახეთ ცხოვრებისეული მიზნები. წარმატებული ადამიანები, გვირჩევენ, რომ ყოველთვის ვესაუბროთ ჩვენს ქვეცნობეირს, რადგან მას ყველაფერზე აქვს ამომწურავი პასუხი.

გახსოვდეთ, რომ ოცნებები ხდება და მიზნებსაც ყოველთვის შეგვიძლია მივაღწიოთ, ამიტომ უმჯობესია გააზრებულად ვიცოდეთ რა გვსურს ნამდვილად და შესაბამისად ვიმუშავოთ მათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასაწორად არჩეული მიზანი, არასწორ ადგილას მიგიყვანთ, რაც ცხოვრებაში უამრავ პრობლემას და არასასურველ შედეგს მოგიტანთ. სწორად დასახული მიზნებით კი მუდამ შთაგონებული და თვითმოტივირებული ადამიანი იქნებით.

მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?